ბექა ბექაია სამტრედიის მუნიციპალიტეტის სოფელ იანეთის საჯარო სკოლის კურსდამთავრებულია.
ბექამ წარმატებით დაასრულა სკოლა და ასევე წარმატებით გაიარა ეროვნული გამოცდები. შედეგად კი სასურველ უნივერსიტეტში, 70%-იანი დაფინანსებით განაგრძობს სწავლას.
ბექა კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის სამედიცინო ფაკულტეტის სტუდენტი გახდა.
ვულოცავთ მომავალ სტომატოლოგს და წარმატებებს ვუსურვებთ მომავალშიც.