ნარკოლოგი ზურა სიხარულიძე სოციალურ ქსელში პოსტს ავრცელებს, რომელშიც ე.წ. გასართობი ნარკოტიკის შესახებ რეკომენდაციას იძლევა.
“მოკლედ 1000 და 10000 ნათქვამი და დაწერილი უნდა გავიმეოროთ, ვინაიდან ისევ და ისევ, განსაკუთრებით კურორტულ ზონებში ხდება ეს.
ამიტომ ნუ მოიხმართ უცნობ ნივთიერებას, ვინაიდან, გასართობად ნაყიდი ექსთაზი, mmda და ასე შემდეგ ვითომ “უვნებელი” ნივთიერებები შეიძლება შეიცავდეს ან ფენტანილს და ამ ბოლო დროს მეტადონს. ამიტომ ადამინებს, რომლთაც არ გაჩნიათ ტოლერანტობა ოპიატების მიმართ, არიან ზედოზირების დიდი რისკის ქვეშ და შეიძლება დაიღუპონ.
- პირველი ეიფორიის მერე ნახევარ საათში იმატებს ძილიანობა, გულის რევის შეგრძნება, ღებინება, ვარდება სატურაცია, ადამიანები კარგავენ გონებას და შემდეგ გადადიან სოპორში, შემდეგ კომაში და აჩერებენ სუნთქვას!
- ნარკოტიკის მიღების შემდეგ ალკოჰოლის დამატება ორმაგად ზრდის რისკს ზედოზირების და სიკვდილის!
- ნუ შეხვალთ ზღვაში თუ არ ხართ ფხიზელ მდგომარეობაში, ვინადიან ადამიანი, რომელიც არის ნარკოტიკული თრობის ქვეშ, კარგავს რელობის შეგრძნებას, შესაძლებელია დეპერსონალიზაცია, დერეალიზაცია. ამიტომ ზღვაში შესვლა არაფხიზელ მდგომარეობაში სახიფათოა!
- დარეკეთ 112!
- ასევე ქვეყანაში გაზრდილია აივ/ შიდსის გადაცემის რისკი მიგრაციული პროცესების გამო, ამიტომ ნარკოტიკული თრობის დროს არის მაღალი ალბათობა დაუცველი სექსის. ამიტომ დაიცავით თავი სქესობრივი კავშირების დროს!
- ნუ გამოიყენებთ სხვის საინექციო ინვენტარს და ეცადეთ, გამოყენების შემდეგ არ დატოვოთ პლაჟებზე პარკებში და სარეკრეციო ადგილებში საბავშვო მოედნებზე და ასე შემდეგ!
- გაუფრთხილდით საკუთარ თავს და გარშემომყოფებს.
მთავარი: არ მოიხმაროთ ნარკოტიკი! დღეს შეიძლება გაგიმართლათ, მაგრამ ხვალ შეიძლება თქვენ გახდეთ დაბინძურებული ნარკოტიკის მსხვრპლი! გაუფრთხილდით საკუთარ სიცოცხლეს და ნუ გაუბედურებთ თქვენ ახლობლებს წუთიერი სიმოვნების გამო!” – წერს ზურა სიხარულიძე.