ოზურგეთში, გენიჩესკის ქუჩაზე, პედაგოგ მაია გოგუაძის სახლი ისევ დაიტბორა.
სახლის პირველ სართულზე წელამდე წყალი დადგა.
ამ ოჯახში ყოველი გაწვიმებისას ასეთი მდგომარეობაა. ვინ მოთვლის, რამდენი ავეჯი თუ საოჯახო ტექნიკა გამოვიდა მწყობრიდან.
ყოველივე ამის მიზეზად ქუჩის არასათანადო პერიმეტრზე დაგება და ვიწრო არხი სახელდება.
„გურია ნიუსი“ ვრცლად წერდა ამ ოჯახის პრობლემაზე. ჩვენ მაშინ ვესაუბრეთ მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელ პირებს, ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსს.
დაპირება იყო, თუმცა, როგორც ქალბატონი მაია ამბობს, თავი არავის შეუწუხებია.
„ყველა გაწვიმება ჩემთვის კოშმარია..„ვენეციაზე” აღარასოდეს ვიოცნებებ,” _ ამბობს შეწუხებული ქალბატონი.
ავტორი