თუშეთში, ადგილობრივმა საკუთარ სახლში ადამიანის ჩონჩხი იპოვა. ცხედრის ნარჩენებს სახლის მფლობელმა სოფელ ომალოში, საცხოვრებელი სახლის სარდაფში მიაგნო.
ადამიანის ჩონჩხი, რომელიც ჭერზე თოკით იყო დაკიდებული, სავარაუდოდ, მამაკაცს ეკუთვნის.
გარეგნული დათვალიერებით, ექსპერტ-კრიმინალისტები ფიქრობენ, რომ ის წელიწადზე მეტი დროის გარდაცვლილი უნდა იყოს.
ექსპერტებმა არ გამორიცხეს, რომ ცხედარი უცხოელ ტურისტს ეკუთვნის. მკვლელობაა თუ სუიციდის შემთხვევა, ამას გამოძიება დაადგენს.