კომიკოსს და მსახიობს რასელ ბრენდს გაუპატიურებაში და ემოციურ და სექსუალურ ძალადობაში სდებენ ბრალს.
გავრცელებული ინფორმაციით, მან აღნიშნული დანაშაულები 2006-2013 წლებში ჩაიდინა და ბრალს 4 ქალი სდებს.
ბრალდებები გამოქვეყნდა Sunday Times-ის, Times-ისა და Channel 4-ის Dispatches-ის ერთობლივი გამოძიების შედეგად.
ერთი ქალი ამტკიცებს, რომ ბრენდმა გააუპატიურა იგი ლოს-ანჯელესის სახლის კედელთან. იგი იმავე დღეს მკურნალობდა გაუპატიურების კრიზისულ ცენტრში. The Times ამბობს, რომ მან ნახა სამედიცინო ჩანაწერები ამის მხარდასაჭერად.
მეორე ქალი ამტკიცებს, რომ ბრენდი თავს დაესხა მას, როდესაც 16 წლის იყო და ჯერ კიდევ სკოლაში სწავლობდა.
მესამე ქალი ამტკიცებს, რომ ბრენდმა მას სექსუალური შეურაცხყოფა მიაყენა, როცა მასთან მუშაობდა ლოს- ანჯელესში და დაემუქრა, თუ ვინმეს ეტყოდა მომხდარის შესახებ.
მეოთხე ქალის თქმით კი ბრენდმა მას ფიზიკური და ემოციური შეურაცხყოფა მიაყენა.
რასელ ბრენდი ბრალდებებს უარყოფს და ამბობს, რომ მისი ურთიერთობები ყოველთვის კონსენსუალური იყო.