ახალგაზრდა კაცს სანადირო თოფიდან ტყვია გაუვარდა და თანმხლები პირი მოკლა. შემთხვევა გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ჯიმითში იმ დროს მოხდა, როცა ისინი სოფლის მიმდებარე ტერიტორიაზე, ფრინველზე სანადიროდ იმყოფებოდნენ.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დაკავებულია ერთი პირი, რომელიც წინასწარი მოთავსების იზოლატორშია გადაყვანილი. მომხდარზე გამოძიება 116- ე მუხლით დაიწყო, რაც გაუფრთხილებლობით სიცოცლის მოსპობას გულისხმობს.