https://sinatle.media/
გურია ნიუსი
  • მთავარი
    • ყველა
    • დღის ფოტო
    • კულტურა
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • სპორტი
    • ფინანსები

    ნევროლოგი ალექსანდრე ცისკარიძე ექიმ მაია კოხტაშვილის დაკავებას ეხმაურება: მოქმედი რეგულაცია ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებს

     „კოალიცია ცვლილებისთვის“ გიორგი ბარამიძის დაკავებას ეხმაურება

    სეს-მა ვეტერინარული კლინიკა ვადაგასული პრეპარატების რეალიზაციის გამო დააჯარიმა

    მოემზადე ახალი სასწავლო წლისთვის – საქართველოს ბანკის შეთავაზებები სტუდენტებისთვის და მოსწავლეებისთვის

    თუ საზღვარგარეთ სწავლა გსურს: 5 რჩევა  საქართველოს ბანკის Fulbright-ის სტიპენდიანტისგან

    გადაწყვეტილება, რომელიც 2 დღეში ამოქმედდება – რა უნდა იცოდნენ მძღოლებმა

    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV

    „მინდა, რომ ჩაგეხუტო“ _ სიყვარულის ისტორია “გურია ნიუსის“ არქივში

    ხანძარი ავჭალაში _ ვიდეოკადრები შემთხვევის ადგილიდან

    ია მამალაძე: “მედიის თავისუფლება ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ქვაკუთხედია”

    აპრილის თოვლი გურიაში

    დაკავებულებს თეთრ მიკროავტობუსებში ამწყვდევენ

    ნიღბიანი კაცი პოლიციის ფორმის გარეშე “გურია ნიუსის“ კამერას ხელს ურტყამს

  • კარმიდამო ჩემი
    • ყველა
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
    • ჩვენი რჩევები
    • ხელგარჯილობა

    მარალფალფა -საუცხოო საკვები პირუტყვისთვის  და შოთა მახარაძის გამართლებული ცდა

    სოფლის განვითარების პრობლემები  გურიაში: „ ახლა ჰაერივით საჭიროა მაგალითების შექმნა“

    როგორია კვერცხის შეღებვის საუკეთესო წესი

    მძაღის საწებელი – უძველესი გურული საწებლის რეცეპტი

    როგორ განვაახლოთ ბუნებრივად და ხელოვნურად ტყე

    “სასულიერო ცხოვრება სამეურნეო საქმიანობას არ გამორიცხავს _ ასეც უნდა იყოს”

    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია

    მთის არწივი – ვაჟა-ფშაველა

    „კომსომოლისტების“ თარეში თბილისში

    ბედისწერამ თავისი გაიტანა

    ქართული ნაციონალიზმი

    როგორ გადაურჩა ქართველობა ციმბირში გადასახლებას

     „ჩვენი ერთობა“, 26 მაისი, 1925 წელი

  • ფეისბუქსტატუსები

    ,,მგონი ვიცი, რაც ემართებათ სუსის უფროსებს“ – ნინო ჯანგირაშვილი

    კახა კახიშვილი: „ასეთი მეთოდებით ბრძოლამ არ უნდა მიგვიყვანოს იქამდე, რომ ექიმებს ავადმყოფის დახმარების შეეშინდეთ“

    სიმონ ჯანაშია: 90-იან წლებში დაგვაბრუნეს, სადაც პარტიის ლოიალობა წყვეტდა სახელმძღვანელოს ბედს და არა პროფესიონალიზმი

    ამირან გამყრელიძე ხელისუფლებას მოუწოდებს, ნაჩქარევად მიღებულ ჯანდაცვის რეგულაციებს გადახედოს

    “ბიძინას კატეგორიულად არ აწყობს, დაბრალდეს თუნდაც ერთი მკვლელობა” – ბაია პატარაია

    “სანამ ცოცხლები ვართ, ამის ძალა გვაქვს“ — გიორგი კეკელიძე ფერისცვალებაზე

  • 21-ს ქვევით

    96 მედალოსანი და 7 აბიტურიენტი – ოზურგეთში წარმატებული კურსდამთავრებულების დაჯილდოების ცერემონია გაიმართა

    ეროვნული გამოცდები ოზურგეთში: სიახლეა ის, რომ ახლა მესამე საჯარო სკოლაა მასპინძელი

    როგორ იქცევა ჩვეულებრივი საკლასო დავალება რეალობად?- მეშვიდე კლასის მოსწავლე ბუდუ ზივზივაძეს შეხვდა

    ბედნიერი გზებით იარეთ, ბავშვებო! _ნიჭის ზეიმი შუაფარცხმის საჯარო სკოლის სცენაზე

    რომელი არჩევითი საგნებია წელს ყველაზე მოთხოვნადი? — გამოცდების ცენტრის სტატისტიკა

    შემოქმედებითი საღამო-დაჯილდოება ჩოხატაურის მართლმადიდებლურ სკოლაში

  • მსოფლიო

    რუსეთ-უკრაინის ომი: 15 სექტემბრის მთავარი მოვლენები

    რუსეთ-უკრაინის ომი: 14 სექტემბრის მთავარი მოვლენები

    Associated Press: “ტრამპის შვილის ქორწილი პუტინის მეგობარმა ასობით ათასი დოლარით დააფინანსა”

    რუსეთ-უკრაინის ომი: 13 სექტემბრის მთავარი მოვლენები

    ტრამპი: უკრაინის პრეზიდენტმა ეს უნდა შეწყვიტოს

    ზელენსკი: არ არის ის დრო, როდესაც ევროპამ რუს ოლიგარქებს მეგობრებივით უნდა მოეპყროს

  • გართობა
    • ყველა
    • ა კიდო
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო
შედეგი არ არის
ყველა შედეგი

„ყოველთვის მსურდა სწავლის გაგრძელება“: მიიღე განათლება ევროკავშირში და გამოიყენე ცოდნა ქვეყნის საკეთილდღეოდ

19:58; 17.09.2023
საზოგადოება
Share on FacebookShare on TwitterEmail

„ყოველთვის მსურდა სწავლის გაგრძელება“: მიიღე განათლება ევროკავშირში და გამოიყენე ცოდნა ქვეყნის საკეთილდღეოდ
„ჩემთვის ეს საკმაოდ რთული აღმოჩნდა, რადგან ბოლო 10 წელი სწავლასთან შეხება აღარ მქონია, წარსულში კი განათლება სრულიად სხვა სფეროში მივიღე“, _ ამბობს ოლექსანდრა ლისა უკრაინიდან. EU4Youth პროგრამის დახმარებით, მან წელს პოლონეთის დედაქალაქ ვარშავაში მდებარე ნატოლინის ევროპის კოლეჯი დაამთავრა.

ოლექსანდრა ერთ–ერთია აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების იმ 40 სტუდენტიდან, ვინც EU4Youth პროგრამის სასტიპენდიო შესაძლებლობით ისარგებლა.

„შესაძლებლობა, რომელსაც ნატოლინის ევროპის კოლეჯში სწავლის მსურველებს ვთავაზობთ, უნიკალურია იმ თვალსაზრისით, რომ აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებიდან მოსულ სტუდენტებს ვაჩვევთ არასტანდარტულ აზროვნებას, რომელიც არ არის შეზღუდული ამა თუ იმ დისციპლინით და მიკერძოებული წარმოდგენებით.

ჩვენ, ამავე დროს, ვუბიძგებთ მათ, ევროკავშირისა და მსოფლიო პოლიტიკას ფართო პერსპექტივიდან შეხედონ“, _ განმარტავს ნატოლინის ევროპის კოლეჯის საკომუნიკაციო და კულტურის პროგრამების ხელმძღვანელი, იაკუბ კუბიცა.

კოლეჯის სტუდენტები ჰუმანიტარულ მეცნიერებათა მაგისტრის წოდებას ინტერდისციპლინარულ ევროპეისტიკაში იღებენ. ისინი კონცენტრირდებიან ევროკავშირის შიდა და გარე პოლიტიკაზე და ისეთ კონკრეტულ თემატურ სფეროებზე, როგორიცაა მიგრაცია, ციფრული და ენერგეტიკული ტრანსფორმაცია თუ რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ წარმოებული ომის კონტექსტში დეზინფორმაციასთან ბრძოლა.

კურსდამთავრებულები აღნიშნავენ, რომ შეუძლიათ, კოლეჯში მიღებული განათლება მშობლიური ქვეყნების განვითარებას მოახმარონ. ამის მიზეზი ისაა, რომ სტუდენტები სიღრმისეულად ეცნობიან ისეთ საკითხებს, როგორიცაა ევროკავშირის გაფართოების საკითხები და მისი თანამშრომლობა მეზობელ სახელმწიფოებთან.

„პროგრამაზე განაცხადის შეტანა იმ ადამიანების რჩევით გადავწყვიტე, რომელთაც დიდ პატივს ვცემ. მინდოდა, ცოდნა გამეღრმავებინა და ამეთვისებინა ის ახალი უნარები, რომელთა დახმარებითაც მოლდოვაში დაბრუნების შემდეგ ჩემი ახალგაზრდა ქვეყნის ევროპაში ინტეგრირების პროცესს შევუწყობდი ხელს. არასტაბილური საერთაშორისო მდგომარეობიდან გამომდინარე, მოლდოვის ევროინტეგრაცია დღეს ისე მნიშვნელოვანია, როგორც არასდროს“, _ ამბობს მოლდოველი იანინა ჟაპალაუ, რომელიც ექვსი წელი რუმინეთში ცხოვრობდა და ბაკალავრისა და მაგისტრის ხარისხიც იქ მიიღო.

რითაა უნიკალური ეს სასწავლო პროგრამა

სასწავლო პროგრამა 10-თვიანი დიპლომისშემდგომი კურსია ინტერდისციპლინარულ ევროპეისტიკაში. მასში ჩართვა უნივერსიტეტის იმ კურსდამთავრებულებს შეუძლიათ, რომელთაც უკვე მიღებული აქვთ მაგისტრის ან ოთხწლიანი ბაკალავრის ხარისხი. კურსის მიზანია, ერთ სივრცეში შეკრიბოს ადამიანები, რომლებსაც განათლება შემდეგ სფეროებში აქვთ მიღებული: საერთაშორისო ურთიერთობები, სამართალი, პოლიტიკური მეცნიერებები, ეკონომიკა, ლინგვისტიკა, ისტორია, ჟურნალისტიკა და, ასევე, STEM მიმართულებები _ მათ შორის მედიცინა და ბიოლოგია. ძირითადი მოთხოვნაა დაინტერესება ევროპეისტიკით, ევროკავშირის ფუნქციონირებით და ევროინტეგრაციის ისტორიითა თუ მექანიზმებით.

რაც შეეხება პროგრამის სტრუქტურას, პირველი სემესტრის განმავლობაში სტუდენტები იღებენ ფუნდამენტურ ცოდნას ევროინტეგრაციის პროცესის შესახებ. მეორე სემესტრში, ცოდნის გასაღრმავებლად, სტუდენტები ირჩევენ ერთ მიმართულებას შეთავაზებული შემდეგი ოთხი სპეციალიზაციიდან: ევროკავშირის საზოგადოებასთან ურთიერთობა და პოლიტიკა; ევროკავშირი და მსოფლიო; ევროკავშირი და მისი კომპლექსური სამეზობლოები; ევროპული ისტორია და ცივილიზაცია.

„ევროპის კოლეჯი ცნობილია მისი ეგრეთ წოდებული flying faculty-ით, რაც ნიშნავს იმას, რომ კოლეჯში სწავლების მიზნით მთელი ევროპიდან და მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან ჩამოდიან თეორეტიკოსი და პრაქტიკოსი სპეციალისტები.

პროგრამა მოიცავს ორ სასწავლო ვიზიტს ევროკავშირსა და მის სამეზობლოებში. აქ სტუდენტები 30-მდე ქვეყნიდან იყრიან თავს, ამიტომ კამპუსში სხვადასხვა კულტურასთან გასაცნობად ეროვნული დღეები ეწყობა ხოლმე. ჩემს მშობლიურ უნივერსიტეტთან შედარებით, აქაური აკადემიური პროგრამა იმითაა უნიკალური, რომ კოლეჯში დანერგილია ინტერდისციპლინური მიდგომა და გეძლევა შესაძლებლობა, ისწავლო დარგის ექსპერტებისგან“, _ აღნიშნავს კოლეჯის კურსდამთავრებული საქართველოდან, ცისანა ნემსიწვერიძე.

შეფასების სისტემა მოიცავს წელიწადში ორ საგამოცდო სესიას, რომელთაგან თითოეული ხუთი-შვიდი გამოცდისგან შედგება. ნიშნების დაწერისას 20-ქულიანი ფრანკოფონიური (ბელგიური/ფრანგული) სისტემა გამოიყენება. გარდა ამისა, სტუდენტები ცისანას მიერ ნახსენები სასწავლო ვიზიტებითაც აგროვებენ ECTS-ის კრედიტებს.

„საგამოცდო ფორმატი ჩემთვის სრული სიახლე იყო. ადრე არასდროს მქონია გამოცდები “ღია წიგნის” მეთოდით ან საშინაო დავალების სახით. ჩემთვის ეს საინტერესო გამოცდილება იყო, თუმცა უპირატესობას მაინც ზეპირ ან “დახურული წიგნის” მეთოდით ჩასაბარებელ გამოცდებს ვანიჭებ“, _ ამბობს ოლექსანდრა ლისა უკრაინიდან.

კურსის ბოლოს სტუდენტმა უნდა დაწეროს სამაგისტრო ნაშრომი, რომელიც მოცულობით საბაკალავრო თეზისს უტოლდება და დაახლოებით 12,000-იდან 18,000-მდე სიტყვას მოიცავს.

„მნიშვნელოვანი შენიშვნა თეზისთან დაკავშირებით: აირჩიეთ თემა, რომლის შესახებ უკვე გაქვთ გარკვეული ცოდნა, რადგან ეს ახალი თემის კვლევისთვის საჭირო დროს დაგაზოგვინებთ. ამასთან, ეცადეთ მასზე მუშაობა ადრე დაიწყოთ, მეორე სემესტრს ნუ დაელოდებით“, _ გირჩევთ ოლექსანდრა.

სწავლის პროცესის უმნიშვნელოვანესი კომპონენტია მუდმივი კომუნიკაცია გადაწყვეტილების მიმღებ პირებთან, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან, მედიასთან და უნივერსიტეტების აკადემიურ წრეებთან.

„გარდა ამისა, ჩვენ სტუდენტებს სასწავლო პროგრამის მიღმაც ვთავაზობთ აქტივობებს _ მაგალითად, სახელმწიფოს მეთაურების ვიზიტებს. წელს ჩვენი სტუდენტების ინიციატივით გვქონდა პირდაპირი ვიდეოჩართვა პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან, რომელმაც მათ შეკითხვებს გასცა პასუხი. ლიეტუვის პრეზიდენტმა, გიტანას ნაუსედამ თავისი ვიდეომიმართვა გამოგვიგზავნა. ამასთანავე, კამპუსში გვეწვია მონტენეგროს პრეზიდენტი, აკადემიური წელი კი ჩრდილოეთ მაკედონიის პრეზიდენტმა გახსნა“, _ ამბობს იაკუბ კუბიცა.

როგორ უნდა შეიტანოთ განაცხადი და რა შესაძლებლობებს გთავაზობთ პროგრამა

2024/25 აკადემიური წლისათვის ონლაინგანაცხადების მიღება 2023 წლის ოქტომბერში დაიწყება და 2024 წლის იანვრის შუა რიცხვებამდე გაგრძელდება.

კანდიდატებს უნდა ჰქონდეთ მაგისტრის ან ოთხწლიანი ბაკალავრიატის ხარისხი. კოლეჯში ჩასარიცხად მათ ონლაინგანაცხადი უნდა შეიტანონ. დეტალური ინსტრუქციების ნახვა აქაა შესაძლებელი. გარდა ამისა, მნიშვნელოვანია ენობრივი მოთხოვნების დაკმაყოფილება: სამუშაო ენებია ინგლისური და ფრანგული; კანდიდატებმა ერთი სამუშაო ენა, სულ მცირე, B2 დონეზე უნდა იცოდნენ, ხოლო მეორე სამუშაო ენა _ სულ მცირე, B1 დონეზე.

ქვეყნებისთვის კვოტები არ არის გათვალისწინებული. ორგანიზატორების თანახმად, ისინი ცდილობენ, მაქსიმალურად შეინარჩუნონ კულტურული მრავალფეროვნება. კოლეჯში მიღების მინიმალური ასაკი 21 წელია.

„ერთი მნიშვნელოვანი გარემოება ის არის, რომ განაცხადის შეტანა თქვენი საუნივერსიტეტო განათლების ბოლო წელსაც შეგიძლიათ. მაგალითად, წელს განაცხადების მიღების დაწყებას ოქტომბერში ვაპირებთ და ეს პროცესი მომავალი აკადემიური წლის იანვრის შუა რიცხვებამდე გაგრძელდება. სტუდენტებს, რომლებიც საუნივერსიტეტო განათლების ბოლო წელს 2023 წლის შემოდგომაზე იწყებენ, განაცხადის შეტანა 2024/25 აკადემიური წლისათვის უკვე დამდეგ ოქტომბერს შეუძლიათ“, _ განმარტავს ნატოლინის ევროპის კოლეჯის საკომუნიკაციო და კულტურის პროგრამების ხელმძღვანელი, იაკუბ კუბიცა.

რაც შეეხება კანდიდატების ზედა ასაკობრივ ზღვარს, EU4Youth პროგრამა 35 წლამდე ახალგაზრდებზეა გათვლილი. მაგრამ ეს არ არის ერთადერთი სასტიპენდიო სქემა, რომელსაც ევროპის კოლეჯი კანდიდატებს სთავაზობს. ევროპის კოლეჯი აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში მცხოვრებ სტუდენტების სხვადასხვა სახის სტიპენდიებს სთავაზობს.

გამოწვევებით სავსე ჩვენს დროში ახალგაზრდები სასწავლო პროგრამის არჩევისას მის მიერ შეთავაზებულ შესაძლებლობებსა თუ უპირატესობებსაც აქცევენ ყურადღებას. ამის გათვალისწინებით, ევროპის კოლეჯი სტუდენტებს სთავაზობს მხარდაჭერის მძლავრ ქსელს, რომელიც 18,000-მდე კურსდამთავრებულს აერთიანებს.

„ჩვენი შიდა სტატისტიკის მიხედვით, კურსდამთავრებულთა 90% პირველ ანაზღაურებად სტაჟირებას ან პირველ ანაზღაურებად სამუშაოს კოლეჯის დამთავრებიდან სამი თვის განმავლობაში პოულობს. რასაკვირველია, კოლეჯში სწავლის პერიოდში სტუდენტებს შეუძლიათ, კონსულტაციები გაიარონ კარიერის მართვის სპეციალისტებთან და დაესწრონ პროფესიულ ტრენინგებს, ამასთან, თავად ჩვენც ვამყარებთ კონტაქტებს კომპანიებსა და ორგანიზაციებთან“, _ ამბობს იაკუბ კუბიცა.

ის ასევე აღნიშნავს, რომ ევროკავშირის საქმიანობასთან დაკავშირებულ პოზიციაზე განაცხადის შეტანისას კურსდამთავრებულებს იშვიათად უხდებათ იმის განმარტება, თუ რა არის ევროპის კოლეჯი. „შემიძლია ვთქვა, რომ ევროპის კოლეჯი ამ სფეროში ცნობილი ბრენდია“, _ დასძენს კუბიცა.

ნატოლინის კოლეჯში, მისი არსებობის 30 წლის განმავლობაში, აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებიდან 340-მდე სტუდენტს აქვს მიღებული განათლება. ბოლო სამი აკადემიური წლის განმავლობაში კი სტუდენტებს დამატებითი სასტიპენდიო სქემით სარგებლობა პროგრამის, „EU4Youth: ახალგაზრდების დასაქმება და მეწარმეობა, III ფაზა“, ფარგლებში შეუძლიათ. ევროკავშირისა და ლიეტუვის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ თანადაფინანსებულ ამ პროგრამას აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში _ აზერბაიჯანში, ბელარუსში, მოლდოვის რესპუბლიკაში, საქართველოში, სომხეთსა და უკრაინაში მოქმედი ლიეტუვის პროექტების მართვის ცენტრალური სააგენტო (CPMA) ახორციელებს. სწავლის საფასურის გარდა, სტიპენდია მთლიანად ფარავს საცხოვრებლის და კვების ხარჯებს.

„არ შეგეშინდეს განაცხადის შეტანის!

ჩვენ წლევანდელ კურსდამთავრებულებს ვთხოვეთ, გაეზიარებინათ რჩევები განაცხადების შეტანის პროცესის შესახებ. აი, რა გვიპასუხეს მათ:

„როგორც კი ამ ნაბიჯს გადადგამ, აღმოაჩენ, რომ შენ გარშემო არიან საოცრად ნათელი გონების მქონე ადამიანები: სტუდენტები, პროფესორები და მაღალი დონის პროფესიონალები. ისინი საკუთარი აზრების გაზიარების და იმ საკითხების განხილვის შესაძლებლობას მოგცემენ, რომლებიც მეტ ყურადღებას საჭიროებს და ამ გზით მოქმედებისთვის აუცილებელ გამბედაობას შეგმატებენ. ეს ადამიანები და საგანმანათლებლო პროცესი აზრის სიცხადეს შეგძენს, მაგრამ, იმავდროულად, ისწავლი, როგორ დასვა კითხვები და როგორ შეხედო ყველაფერს კრიტიკული თვალით“.

იანინა ჟაპალაუ (მოლდოვა). მას აქვს ორი ბაკალავრის ხარისხი (ერთი ევროპეისტიკაში) და მაგისტრის ხარისხი. გარდა ამისა, ნატოლინის კოლეჯში სწავლამდე მან Erasmus+ პროგრამაში მიიღო მონაწილეობა.

„არ შეგეშინდეს, ფრანგული ენის (ან რომელიმე სხვა საგნის) არასაკმარისმა ცოდნამ არ დაგაბრკოლოს განაცხადის შეტანისას. იყავი ცნობისმოყვარე, გამოიყენე უცხო ქვეყნებიდან ჩამოსულ ადამიანებთან ურთიერთობის შესაძლებლობა და ისწავლე უცხო ენები“.

ოლექსანდრა ლისა (უკრაინა). მან თავისი წინა ხარისხი 2012 წელს მიიღო, განაცხადის შეტანამდე კი ვინიცაში სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებისა და ადგილობრივი თვითმმართველობის სფეროში მუშაობდა.

„თუ პროგრამაში ჩართვას აპირებ, ჩემი რჩევა იქნება, ძალიან ბევრი ისწავლო. მაგრამ არ დაგავიწყდეს საგანმანათლებლო პროცესის სოციალური ცხოვრებით დაბალანსება. ნატოლინის კოლეჯში მიღებული გამოცდილება უნიკალურია, აქ დაწყებული მეგობრობა კი _ სამუდამო“.

ცისანა ნემსიწვერიძე (საქართველო). 2019 წელს მან თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში საერთაშორისო სამართლის ბაკალავრის ხარისხი მიიღო და სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მოქალაქეობისა და მიგრაციის საკითხთა დეპარტამენტში მუშაობდა.

ავტორი: ოლგა კონსევიჩი

ფოტოები: The College of Europe in Natolin

სტატია მომზადებულია პროექტ EU NEIGHBOURS east-თან თანამშრომლობით. სტატიაში გამოხატული მოსაზრებები ეკუთვნის სტატიის ავტორს.

გაზიარება2Tweet1Send

ამავე კატეგორიაში

საზოგადოება

ენერგო-პრო ჯორჯიას აბონენტთა საყურადღებოდ!

20:43; 15 სექტემბერი, 2026
საზოგადოება

„განახლებული, ავტორიზებული, მაგრამ ისევ დაკეტილი _ რატომ ვერ გაიხსნა შუხუთის სკოლა“

17:38; 15 სექტემბერი, 2026
საზოგადოება

შენი ავტოსაჭიროებები ერთ სივრცეში – მობაილბანკში ავტო კომფორტი განახლდა

14:14; 15 სექტემბერი, 2026
საზოგადოება

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, დიდ ბრიტანეთში სწავლის მსურველებისთვის საინფორმაციო ვებინარი გაიმართება

14:11; 15 სექტემბერი, 2026
საზოგადოება

„ტექნიკური ხარვეზი“ მრავალათასიან ტენდერში _ რა შეცდომა გაეპარა ჩოხატაურის მერიას ბახმაროს სტადიონის პროექტში

13:31; 15 სექტემბერი, 2026

კახეთი ისევ დაისეტყვა

ლაშა ტალახაძე შვიდგზის მსოფლიო ჩემპიონი გახდა

ყველა სიახლე

საზოგადოება

ენერგო-პრო ჯორჯიას აბონენტთა საყურადღებოდ!

20:43; 15.09.2026
მსოფლიო

რუსეთ-უკრაინის ომი: 15 სექტემბრის მთავარი მოვლენები

19:53; 15.09.2026
პოლიტიკა

როგორ აფასებენ საკადრო ცვლილებებს უსაფრთხოების სამსახურში მმართველი გუნდი და ოპოზიცია

18:32; 15.09.2026
საზოგადოება

„განახლებული, ავტორიზებული, მაგრამ ისევ დაკეტილი _ რატომ ვერ გაიხსნა შუხუთის სკოლა“

17:38; 15.09.2026
პოლიტიკა

„დაგროვებითი პენსიის შესახებ“ კანონში ცვლილები პარლამენტმა პირველი მოსმენით მიიღო

16:39; 15.09.2026
პოლიტიკა

ლაშა ტუღუში – კულტურის მინისტრად იმ ადამიანის დანიშვნა, რომელსაც არ აქვს ამ სფეროში გამოცდილება, ნიშნავს რეპრესიებს

14:17; 15.09.2026
საზოგადოება

შენი ავტოსაჭიროებები ერთ სივრცეში – მობაილბანკში ავტო კომფორტი განახლდა

14:14; 15.09.2026
საზოგადოება

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, დიდ ბრიტანეთში სწავლის მსურველებისთვის საინფორმაციო ვებინარი გაიმართება

14:11; 15.09.2026
პოლიტიკა

საპენსიო შენატანების ვალდებულების დარღვევისთვის დაკისრებულ ზოგიერთ ჯარიმაზე ამნისტია ცხადდება

13:35; 15.09.2026
საზოგადოება

„ტექნიკური ხარვეზი“ მრავალათასიან ტენდერში _ რა შეცდომა გაეპარა ჩოხატაურის მერიას ბახმაროს სტადიონის პროექტში

13:31; 15.09.2026
საზოგადოება

„საქსტატი“ – 2026 წლის II კვარტალში, საშუალო ხელფასი 8%-ით გაიზარდა და 2389 ლარი შეადგინა

13:22; 15.09.2026
საზოგადოება

ყველაფერი რაც კომაროვის სკოლისა და საქართველოს ბანკის ერთობლივ საგანმანათლებლო პროექტზე-  STEM სკოლაზე უნდა იცოდეთ  

11:27; 15.09.2026
პოლიტიკა

კულტურის მინისტრად მაია ბითაძე დაინიშნა

11:15; 15.09.2026
საზოგადოება

“გთხოვთ გურიკამდე მიმიყვანეთ” _ გურამ დადიანიძის დედა მიმართვას ავრცელებს

11:01; 15.09.2026
ფინანსები

ვის შეეხება ქონების გადასახადის ცვლილება? – 40 000-ლარიანი ზღვარი უქმდება

10:51; 15.09.2026

დღის ფოტო

დღის ფოტო

ფოტოამბავი თელავის საგამოცდო ცენტრიდან – 30 წლის მონაზონი ერთიან ეროვნულ გამოცდებს აბარებს

14:57; 2.07.2026
0

ლისის ტბა _ თბილისელების საყვარელი დასასვენებელი ადგილი

11:19; 10.01.2026

ფეისბუქსტატუსები

ფეისბუქსტატუსები

,,მგონი ვიცი, რაც ემართებათ სუსის უფროსებს“ – ნინო ჯანგირაშვილი

14:43; 14.09.2026
0

კახა კახიშვილი: „ასეთი მეთოდებით ბრძოლამ არ უნდა მიგვიყვანოს იქამდე, რომ ექიმებს ავადმყოფის დახმარების შეეშინდეთ“

12:00; 14.09.2026

ხსოვნა

ხსოვნა

მამუკა ცინცაძე

11:22; 6 აპრილი, 2026
ხსოვნა

ხატუა (კლაუდია) ლომჯარია

09:02; 4 აპრილი, 2026

გურია ნიუსი

gurianews@gurianews.com
  • რეკლამა საიტზე
  • რეკლამა გაზეთში
  • ჩვენ შესახებ

Developed By  Web Features  2026 © All rights reserved

შედეგი არ არის
ყველა შედეგი
  • მთავარი
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV
  • კარმიდამო ჩემი
    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია
  • ფეისბუქსტატუსები
  • 21-ს ქვევით
  • მსოფლიო
  • გართობა
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო