გუშინ, იტალიურმა გამოცემამ „Gazzetta Dello Sport“ ხვიჩა კვარაცხელიას დიდი წერილი მიუძღვნა:
„პრობლემა იმდენად შეცვლები კი არ არის, არამედ მოტივი, თუ რატომ კეთდება ეს შეცვლები და როგორ აღიქვამს ამას მოთამაშე. დიახ, იმიტომ, რომ ჯერ კიდევ ერთი წლის წინ ლუჩანო სპალეტიმ ოთხ ტურში სამჯერ შეცვალა კვარაცხელია და „ლეჩესთან“ მხოლოდ მეორე ტაიმში ათამაშა, მაგრამ მწვრთნელმა მაშინ ეს იმიტომ გააკეთა, რომ ქართველი ყოველთვის კარგ ფორმაში ჰყოლოდა. ბოლო ცვლილებები კი, „ლაციოსთან“ და განსაკუთრებით „ჯენოასთან“ რთულად გასაგებია.
რთულად გასაგები არა იმდენად საზოგადოებისთვის, არამედ თვითონ უშუალო მონაწილეებისთვისაც. კვარა თავაზიანი, პატივმოყვარე ბიჭია, საქციელებით თითქმის ჯარისკაცივით დამჯერი. სწორედ ამიტომ, შაბათ საღამოს მისი ჟესტი შეცვლის შემდეგ კიდევ უფრო სენსაციური იყო. სკამზე დაბრუნებისას გარსიას მიესალმა, ასე რომ, არავითარ აჯანყებაზე საუბარი არ არის, მაგრამ არის რაღაც, რაც ქართველ ჩემპიონს აწუხებს. ძნელი გასაგებია, რატომ შეცვალეს ის „ლაციოსთან“, როცა გუნდს თამაში ჰქონდა გადასარჩენი. „ჯენოასთანაც“ სულ რამდენიმე წუთი იყო დარჩენილი და გუნდს მე-3 გოლი ჰქონდა გასატანი. ქართველის ალესიო ძერბინით ჩანაცვლება კიდევ უფრო გაუგებარი არჩევანია გარსიას მხრიდან, იმის გათვალისწინებით, რომ სკამზე დარჩა ზაფხულის ყველაზე ძვირადღირებული შენაძენი, დანიელი იესპერ ლინდსტრომი. კვარამ ბოლო გოლი 19 მარტს გაიტანა და ეს ართულებს გასული სეზონის მთავარი აღმოჩენის ფსიქოლოგიურ მდგომარეობას.
თითქოს, ბიჭი დაშორდა ყველა იმ მეტსახელის ბოლო ნაწილს, რაც აქვს, „დონადან“ „ვაჯომდე“. ზაფხულში საუბარი იყო 100 მილიონ ევროდ მის შეფასებაზეც. შესაძლოა, ერთი გოლი ან ჩემპიონთა ლიგაზე კარგი თამაში საკმარისი იყოს ცუდი აზრების გასადევნად, მაგრამ შეიძლება კონტრაქტის განახლების საკითხიც მასზე გავლენას ახდენდეს. თავად ფეხბურთელი გასული, საოცარი სეზონის შემდეგ „ოქროს ბურთის“ 30 ნომიმანტში მოხვდა, ჩემპიონი კლუბის ყველაზე დაბალანაზღაურებადი ფეხბურთელი“, – დაწერა გამოცემამ.
ხვიჩა კვარაცხელიას „სერია A“-ს მიმდინარე სეზონში 3 მატჩში 1 საგოლე პასი აქვს გაკეთებული. „ნაპოლი“ ოთხი ტურის შემდეგ 7 ქულით მეხუთე ადგილზეა, მომდევნო ტურში 24 სექტემბერს, „ბოლონიას“ ესტუმრება, თუმცა, მანამდე ჩემპიონთა ლიგის პირველ ტურში 20 სექტემბერს, „ბრაგას“ სტუმრად შეხვდება.
ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ ისაუბრა ახლო წარსულში ცნობილმა იტალიელმა ფეხბურთელმა ჯუზეპე ბერგომიმ:
„ხვიჩა კვარაცხელიამ უნდა მოუმატოს. შარშანდელივით ვერ თამაშობს. მის ნაცვლად ალესიო ძერბინი? ამას არასდროს გავაკეთებდი. მისი თანაგუნდელების მთელი პატივისცემის მიუხედავად, ქართველს არ შევცვლიდი“.
ვეტერანმა იტალიელმა ფეხბურთელმა ემანუელე კალაიომ, რომელიც თავის დროზე „ნაპოლიში“, „პარმასა“ და „ჯენოაში“ თამაშობდა, განაცხადა, რომ ხვიჩა კვარაცხელიას ჟესტი შეცვლის შემდეგ პროფესიონალური არ იყო.
თუმცა, კალაიოსთვის მის ნაცვლად ალესიო ძერბინის თამაშში ჩართვაც გაუგებარია:
„ეს ჟესტი არ არის პროფესიონალური, შემოდის შენი ერთ-ერთი თანაგუნდელი და შენ უკვე იშოვე დიდი ფული, ამიტომ პატივი უნდა სცე თანაგუნდელს და მწვრთნელს. თუმცა, ანგარიში 2:2-ია, 4 წუთი რჩება და კვარა არის მოთამაშე, რომელსაც შეუძლია ნებისმიერ დროს რაღაც მოიმოქმედოს, პენალტი მაინც მოიპოვოს, ამ დროს კი, ძერბინის გამოყვანას, რომელსაც არასდროს უთამაშია, რა აზრი აქვს?“, – განაცხადა ემანუელე კალაიომ.
გამოცემა „Corriere dello Sport“-ის მტკიცებით, „ჯენოასა“ და „ნაპოლის“ (2:2) მატჩის შემდეგ, ნეაპოლური კლუბის მთავარი მწვრთნელი რუდი გარსია საკუთარ მოთამაშეებს გაესაუბრა.
საუბარი 20 წუთის განმავლობაში გრძელდებოდა.
„ნაპოლის“ მოთამაშეები გუშინ საწვრთნელ ბაზაზე შეიკრიბნენ, მათ რუდი გარსიამ საუბარი შესთავაზა. ფეხბურთელებმა და მწვრთნელმა აზრები გაცვალეს და განვლილი ოთხი მატჩი განიხილეს.
საუბარი 20 წუთის განმავლობაში გაგრძელდა, მართალია, ჯერჯერობით რუდი გარსიას ტაქტიკურ ცვლილებებსა და სიახლეებს შედეგი არ მოუტანია, თუმცა დღეს გუნდი ბრაგაში გაფრინდება, სადაც ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის პირველ შეხვედრას გამართავს, ფრანგ სპეციალისტს კვირას “ბოლონიასთან” მეორე გამოცდა ელოდება“, – დაწერა გამოცემამ.
ავტორი