ცოტ ხნის წინ კალიფორნიულმა სტრტაპმა ორბიტაზე თავისი პირველი თანამგზავრი განათავსა.
სტარტაპს კოსმოსში მასალების წარმოება აქვს გადაწყვეტილი. ეს იქნება ისეთი პროდუქცია, რომელიც დედამიწაზე ვერ იწარმოება, ან მიკროგრავიტაციის პირობებში უფრო სწრაფად დამზადდება.
„Varda“-ს მიერ თანამგზავრის გაშვება სატესტო კამპანიის ნაწილია, რათა დადგინდეს, შესაძლებელია თუ არა კოსმოსში ფარმაცევტული საშუალებების შექმნა.
„Varda“-ს იდეები ეფუძნება სამეცნიერო კვლევას, რის მიხედვითაც, კოსმოსში წარმოებულ ცილის კრისტალებს შეუძლიათ შექმნან უფრო სრულყოფილი სტრუქტურები, ვიდრე დედამიწაზე წარმოქმნილ სტრუქტურებს. დედამიწაზე კრისტალების ფორმირებაზე უარყოფითად გრავიტაცია მოქმედებს.
ავტორი