პანიკური მდგომარეობა იყო არასწორი ინფორმაციების გავრცელების გამო, როცა ჩვენმა მოქალაქეებმა ნახეს, რომ არც აეროპორტი დაკეტილა და არც რეისები შემწყდარა თბილისის მიმართულებით, გარკვეულმა ნაწილმა მიიღო გადაწყვეტილება, რომ დარჩეს ისრაელში, – ამის შესახებ საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა ისრაელის სახელმწიფოში ლაშა ჟვანიამ „ქრონიკას“ განუცხადა.
„რეგისტრირებული გვყავს საქართველოს 112 მოქალაქე, რომლებიც ქალაქ აშკელონში იმყოფებიან. სხვა მიმდებარე დასახლებები ევაკუირებულია. ხუთკილომეტრიან ზოლში მოქალაქეები არ გვყავს, გვყავს ახლოს მდებარე ქალაქებში – ნარიაში, აკოში. პიროვნების არჩევანია – დარჩეს, თუ დატოვოს ქვეყანა. გარკვეულმა ნაწილმა ეს გადაწყვეტილება მიიღო და გაემგზავრა. პანიკური მდგომარეობა იყო არასწორი, უსაფუძვლო ინფორმაციების გამო, თითქოს აეროპორტი იკეტება, ევაკუაცია ცხადდება და ა.შ., რომელიც სოციალურ ქსელში ვრცელდება. როცა გარკვეული პერიოდი გავიდა და ჩვენმა მოქალაქეებმა ნახეს, რომ არც აეროპორტი დაკეტილა და არც რეისები შემწყდარა თბილისის მიმართულებით, გარკვეულმა ნაწილმა მიიღო გადაწყვეტილება, რომ დარჩეს ისრაელში. ჩვენი მოწოდებაა, რომ საჰაერო განგაშის დროს დაიცვან ის ელემენტარული წესები, რომლებიც გამოცხადებულია ისრაელის თავდაცვის სამინისტროს მიერ“, – განაცხადა ელჩმა.
წყარო: იმედინიუსი