ბრაზილიის მთავრობის განცხადებით, ცნობილი ფეხბურთელი ნეიმარი გარემოზე მიყენებული ზიანის გამო 3.5 მილიონი დოლარით დაჯარიმდა. როგორც ბრაზილიის მთავრობა აღნიშნავს, ნეიმარმა ბრაზილიაში სანაპირო სახლის მშენებლობისას გარემოსდაცვითი წესები დაარღვია.
ნეიმარის ძვირადღირებული სახლის პროექტი მტკნარი წყლებისა და წყაროების საკუთრებაში გამოყენებით, ასევე ქვებისა და ქვიშის გადაადგილებით, გარემოსდაცვით კანონებს არღვევს.
ნეიმარი ძვირადღირებულ სახლს ბრაზილიის ქალაქ მანგარატიბაში აშენებს. ნეიმარის სახლის მშენებლობას მანგარატიბას გარემოსდაცვითი სამსახურიც გამოეხმაურა და განცხადებაში აღნიშნეს, რომ სახლის ტერიტორიაზე ხელოვნური ტბის მშენებლობისას დარღვევები დაფიქსირდა.
გარდა ჯარიმისა, ნეიმარის სახლის მშენებლობას გარემოსდაცვითი ორგანოების გარდა გენერალური პროკურატურაც დააკვირდება და საქმეს გამოიძიებს. ნეიმარის წარმომდგენელს მედიასთან ამ ეტაპზე კომენტარი არ გაუკეთებია.
ავტორი