პოლონეთში ქართველი ქალი მოკლეს, – ინფორმაციას პოლონური მედია ავრცელებს.
პოლიციის ინფორმაციით, მოკლულ ქალს ჭრილობა კისრის არეში ჰქონდა მიყენებული. ის საქართველოდანაა. დამნაშავე დანაშაულის ადგილიდან მიიმალა. მის ძებნა ამ დრომდე გრძელდება. სავარაუდოდ, ისიც საქართველოს მოქალაქეა.
არსებული ინფორმაციით, შემთხვევა 21 ნოემბერს, 04:00 საათზე, ქართველების მიერ დაქირავებულ სახლში მოხდა.
სხვა დეტალები, ჯერჯერობით, უცნობია.