ინციდენტი თბილისის საზოგადოებრივ ტრანსპორტში. შემთხვევის ამსახველ ვიდეოს გვერდი “ჩემი ქალაქი მკლავს ავრცელებს.
როგორც გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი,
ამის შემდეგ, დანით შეიარაღებული პირი იქ მყოფებს, მათ შორის, არასრულწლოვნებს ემუქრებოდა. საბოლოოდ აგრესიული მოქალაქ ავტობუსის გარეთ აღმოჩნდა. მგზავრები კი პოლიციამ გამოკითხვაზე გადაიყვანა.
შსს არაფერს ამბობს, დაკავებულია თუ არა შეიარაღებული პირი.
როგორც თვითმხილველი ამბობს, გამოკითხვაზე შეიტყო, რომ პოლიციამ კარგად იცის ვინაა აღნიშნული პირი და სამართალდამცველები ამბობენ, რომ მას ფსიქიკური პრობლემები აქვს – “პოლიციის უფროსი გეუბნება, რომ ეს კაცი არაა ფსიქიკურად ჯანმრთელი, ჩვენ დიდი ხანია ვიცნობთ და ჯერჯერობით ესეთი აგრესია არ გამოუხატავს. რას ნიშნავს, ცოტა გვანამუსებს, რომ ფსიქიურად არაჯანმრთელ ადამიანს რატომ ვუჩივით?” – ამბობს თვითმხილველი “მთავარ არხთან”.