Developed By Web Features 2024 © All rights reserved
ზუსტად 2 კვირაში, 14-15 დეკემბერს გახდება ცნობილი ევროკავშირის გაფართოების პაკეტის შესახებ.
როგორც ევროკავშირის ელჩი საქართველოში, პაველ ჰერჩინსკი აცხადებს, საუბარია 10 ქვეყანაზე, რომლებიც მიისწრაფვიან ევროკავშირის წევრობისკენ, ეს პაკეტი პირველად მოიცავს საქართველოსაც.
ელჩის თქმით, მნიშვნელოვანია, რომ ყველა გაერთიანდეს და იმუშაოს ერთად, რომ საქართველომ მიიღოს ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსი.
„კიდევ ორი კვირა მოგვიწევს ლოდინი, მოთმინება ვიქონიოთ და ვიყოთ იმედიანად. ბევრი რამ გაკეთდა, რა თქმა უნდა, უფრო მეტის გაკეთება შეიძლებოდა. ვართ იქ, სადაც ვართ. ბოლო დღეებშიც ბევრი ახალი ინიციატივა იყო რეფორმებთან დაკავშირებული წინსვლისთვის. რეფორმები აუცილებელია ამ და მომდევნო ნაბიჯებისთვის, ვიდრე საქართველო ევროკავშირის სრულუფლებიანი წევრი გახდება. მოხარული ვარ, რომ მთავრობამ ძალიან სწრაფად იმოქმედა და 9-ნაბიჯიანი სამოქმედო გეგმა რამდენიმე დღის წინ ბრიუსელს გადაუგზავნა. ევროკომისიაში ჩემი კოლეგები განიხილავენ ამ სამოქმედო გეგმას და მათ ექნებათ უკუკავშირი. ყველა უნდა მუშაობდეს ერთად ამ 9 ნაბიჯის შესასრულებლად, რაც საჭიროებს ინკლუზიურობას მთავრობის მხრიდან და კონსტრუქციულ მიდგომას ოპოზიციიდან“, – განაცხადა ჰერჩინსკიმ.
Developed By Web Features 2024 © All rights reserved