ცოტა ხნის წინ აშშ-ში არსებულმა კომპანიამ „Market Research” სპეციალური გამოკვლევა ჩაატარა და ჰოლივუდში მოღვაწე ყველაზე მომხიბვლელი ვარსკვლავების ჩამონათვალი გამოაქვეყნა.
ყველასათვის მოულოდნელად ამ სიის სათავეში უბერებელი და ყოველთვის ჩინებულ ფორმაში მყოფი მსახიობი სალმა ჰაიეკი მოექცა. ამ ქალბატონს გამოკითხულთა 65 პროცენტმა მისცა ხმა.
სალმას შეუხედავ ქალად არავინ მიიჩნევს, მაგრამ ამ სახის აღიარება ბევრისთვის მოულოდნელი აღმოჩნდა.
ჰაიეკმა საბოლოოდ ისეთ კონკურენტებს გაუსწრო როგორებიც ანჯელინა ჯოლი, პამელა ანდერსონი, ელიზაბეტ ჰერლი, ჯულია რობერტსი და ჯენიფერ ენისტონი არიან.
ავტორი