როგორც უკვე ვწერდით, სენაკში, სოფელ კოტიანეთში, ავარიის შედეგად ორი პირი დაიღუპა, სამი კი მძიმედ დაშავდა.
“გურია ნიუსისთვის” მომხდარი ავარიის დეტალები ხდება ცნობილი. წყაროს თქმით, ავტომობილს ცხენმა გადაურბინა და მძღოლმა საჭე ვეღარ დაიმორჩილა.
“ქორწილიდან მოდიოდნენ… თურმე, ცხენმა გადაურბინა, მძღოლმა საჭე ვეღარ დაიმორჩილა, გზიდან გადავარდა და ხეს შეეჯახა. გარდაცვლილები ადგილობრივები არიან. ამასთან, სამი დაშავებულია და მათი მდგომარეობა ამ დრომდე , მძიმეა”,_ ამბობს წყარო.
შეგახსენებთ, ავტოსაგზაო შემთხვევა წუხელ, გვიან ღამით მოხდა. შსს-მ გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლით დაიწყო.
ავტორი