უკრაინის დაცემის შემთხვევაში, პუტინი ნატოს დაესხმებოდა – ამის შესახებ განცხადება გერმანიის ფედერალური დაზვერვის სამსახურის ხელმძღვანელმა ბრუნო კალმა გააკეთა.
“რუსეთი მზად იქნებოდა ნატოს ქვეყნებთან საომრად, თუ უკრაინა ვერ შეძლებდა წინააღმდეგობის გაწევას და 2022 წელს დანებდებოდა. პუტინის ამბიცია მხოლოდ უკრაინით ვერ დაკმაყოფილდებოდა”,_ განაცხადა კალმა და აღნიშნა, რომ თუ დასავლეთი არ გამოავლენდა მკაფიო მზადყოფნას თავის დაცვისითვის, მაშინ პუტინს არ ექნებოდა მიზეზი, რომ არ შეეტია ალიანსის წევრ ქვეყნებისთვის.
კალმა ასევე ეჭვქვეშ დააყენა ნარატივები იმის შესახებ, რომ პუტინმა დაკარგა შიდა მხარდაჭერა რუსეთში.
„პუტინი მტკიცედ ზის უნაგირზე; მაშინაც კი, თუ ის ჩამოვარდება ან უბედურ შემთხვევას განიცდის, უამრავი ადამიანია, ვინც პუტინის მსგავსად ფიქრობს და იგივე პოლიტიკას გაატარებს“, – თქვა კალმა.