https://sinatle.media/
გურია ნიუსი
  • მთავარი
    • ყველა
    • დღის ფოტო
    • კულტურა
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • სპორტი
    • ფინანსები

    “გურია ნიუსის” ზარს მოყოლილი რეაგირება

    ენერგო-პრო ჯორჯიას აბონენტთა საყურადღებოდ!

    წყალდიდობის შედეგად ასობით ადამიანი დაიღუპა და დაკარგულად ითვლება (უცხოეთი)

    წვენის დიეტა

    “55 ობიექტის მშენებლობის საინჟინრო ზედამხედველობა გურიასა და აჭარაში”- ტენდერი გამოცხადდა

    საქართველოს ბანკის „საკუთარ თავთან გზავნილის“ კამპანიას უკვე 28 გამარჯვებული ჰყავს – მიიღეთ შანსი მოიგოთ 1,000 ან 10,000 ლარი

    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV

    ხანძარი ავჭალაში _ ვიდეოკადრები შემთხვევის ადგილიდან

    ია მამალაძე: “მედიის თავისუფლება ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ქვაკუთხედია”

    აპრილის თოვლი გურიაში

    დაკავებულებს თეთრ მიკროავტობუსებში ამწყვდევენ

    ნიღბიანი კაცი პოლიციის ფორმის გარეშე “გურია ნიუსის“ კამერას ხელს ურტყამს

    ნიკა მელიას დაკავების კადრები

  • კარმიდამო ჩემი
    • ყველა
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
    • ჩვენი რჩევები
    • ხელგარჯილობა

    მარალფალფა -საუცხოო საკვები პირუტყვისთვის  და შოთა მახარაძის გამართლებული ცდა

    სოფლის განვითარების პრობლემები  გურიაში: „ ახლა ჰაერივით საჭიროა მაგალითების შექმნა“

    როგორია კვერცხის შეღებვის საუკეთესო წესი

    მძაღის საწებელი – უძველესი გურული საწებლის რეცეპტი

    როგორ განვაახლოთ ბუნებრივად და ხელოვნურად ტყე

    “სასულიერო ცხოვრება სამეურნეო საქმიანობას არ გამორიცხავს _ ასეც უნდა იყოს”

    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია

    კიდევ ერთხელ გურული მხედრების შესახებ

    როგორ დაიწერა „დინამო, დინამო“

    „ფირალად“ გავარდნა

    გურიის აწიოკება გრძელდება!!!-  „ჩვენი ერთობა“, 26 მაისი, 1923 წელი

    დედის მოგონება

    „დამოუკიდებელი საქართველო“, მაისი, 1939 წელი

  • ფეისბუქსტატუსები

    “გავაცილე ადამიანი სიკეთე და ღიმილი,რომელიც ჩემთვის მეგობარზე მეტი იყო “

    ინფექციონისტი ქიმიური იარაღის სკანდალს ეხმაურება

    გია ხუხაშვილი მიმართვას ავრცელებს

    “რათა, შვილოოოოოოო, რათა” – გრიგოლია

    „ლაშიკო, ძალიან მენატრები“ – სალომე ბაკურაძე გარდაცვლილ მეუღლეზე

    default

    “ულამაზესი რა გიჩვენოთ? ჩემი გურია”- ბადრი ვადაჭკორია

  • 21-ს ქვევით

    სამტრედიელი საბა ნაცვლიშვილი ეროვნული სასახლის მედიათეკის ხატვის კონკურსის გამარჯვებულია

    ჩოხატაურელი მაშიკო ჩხიკვაძე “ევერესტის” საგაზაფხულო სეზონის ოქროს ათეულში მოხვდა

    „სიყვარულით მომავლისკენ“: ახალი სასწავლო წელი და დაფაზე  ორსიტყვიანი წარწერა

    რამდენი ოქროსა და ვერცხლის მედალოსანია წელს ლანჩხუთში

    რამდენმა ჩააბარა და რამდენი ჩაიჭრა- როგორია ეროვნული გამოცდების შედეგები საგნების მიხედვით

    ოზურგეთელი ანანო ჩხაიძის წარმატება ეროვნულებზე

  • მსოფლიო

    რუსეთში Porsche-ს ყველა ავტომობილი თანამგზავრებიდან დაიბლოკა

    ვლადიმერ პუტინი – რუსეთი აშშ-ის სამშვიდობო გეგმის ზოგიერთ პუნქტს არ დაეთანხმა

    კრემლი: პუტინმა მიიღო აშშ-ის ზოგიერთი წინადადება უკრაინასთან დაკავშირებით და მზადაა მოლაპარაკებები გააგრძელოს

    ვლადიმერ პუტინი: არ ვაპირებთ ევროპასთან ომს, მაგრამ თუ ევროპა დაიწყებს, მზად ვართ

    156 ადამიანი დაიღუპა- ხანძრის მიზეზს იძიებენ (უცხოეთი)

    “საუბარი კონსტრუქციული იყო” – უკრაინის პრეზიდენტი

  • გართობა
    • ყველა
    • ა კიდო
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო
შედეგი არ არის
ყველა შედეგი
  • მთავარი
    • ყველა
    • დღის ფოტო
    • კულტურა
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • სპორტი
    • ფინანსები

    “გურია ნიუსის” ზარს მოყოლილი რეაგირება

    ენერგო-პრო ჯორჯიას აბონენტთა საყურადღებოდ!

    წყალდიდობის შედეგად ასობით ადამიანი დაიღუპა და დაკარგულად ითვლება (უცხოეთი)

    წვენის დიეტა

    “55 ობიექტის მშენებლობის საინჟინრო ზედამხედველობა გურიასა და აჭარაში”- ტენდერი გამოცხადდა

    საქართველოს ბანკის „საკუთარ თავთან გზავნილის“ კამპანიას უკვე 28 გამარჯვებული ჰყავს – მიიღეთ შანსი მოიგოთ 1,000 ან 10,000 ლარი

    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV

    ხანძარი ავჭალაში _ ვიდეოკადრები შემთხვევის ადგილიდან

    ია მამალაძე: “მედიის თავისუფლება ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ქვაკუთხედია”

    აპრილის თოვლი გურიაში

    დაკავებულებს თეთრ მიკროავტობუსებში ამწყვდევენ

    ნიღბიანი კაცი პოლიციის ფორმის გარეშე “გურია ნიუსის“ კამერას ხელს ურტყამს

    ნიკა მელიას დაკავების კადრები

  • კარმიდამო ჩემი
    • ყველა
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
    • ჩვენი რჩევები
    • ხელგარჯილობა

    მარალფალფა -საუცხოო საკვები პირუტყვისთვის  და შოთა მახარაძის გამართლებული ცდა

    სოფლის განვითარების პრობლემები  გურიაში: „ ახლა ჰაერივით საჭიროა მაგალითების შექმნა“

    როგორია კვერცხის შეღებვის საუკეთესო წესი

    მძაღის საწებელი – უძველესი გურული საწებლის რეცეპტი

    როგორ განვაახლოთ ბუნებრივად და ხელოვნურად ტყე

    “სასულიერო ცხოვრება სამეურნეო საქმიანობას არ გამორიცხავს _ ასეც უნდა იყოს”

    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია

    კიდევ ერთხელ გურული მხედრების შესახებ

    როგორ დაიწერა „დინამო, დინამო“

    „ფირალად“ გავარდნა

    გურიის აწიოკება გრძელდება!!!-  „ჩვენი ერთობა“, 26 მაისი, 1923 წელი

    დედის მოგონება

    „დამოუკიდებელი საქართველო“, მაისი, 1939 წელი

  • ფეისბუქსტატუსები

    “გავაცილე ადამიანი სიკეთე და ღიმილი,რომელიც ჩემთვის მეგობარზე მეტი იყო “

    ინფექციონისტი ქიმიური იარაღის სკანდალს ეხმაურება

    გია ხუხაშვილი მიმართვას ავრცელებს

    “რათა, შვილოოოოოოო, რათა” – გრიგოლია

    „ლაშიკო, ძალიან მენატრები“ – სალომე ბაკურაძე გარდაცვლილ მეუღლეზე

    default

    “ულამაზესი რა გიჩვენოთ? ჩემი გურია”- ბადრი ვადაჭკორია

  • 21-ს ქვევით

    სამტრედიელი საბა ნაცვლიშვილი ეროვნული სასახლის მედიათეკის ხატვის კონკურსის გამარჯვებულია

    ჩოხატაურელი მაშიკო ჩხიკვაძე “ევერესტის” საგაზაფხულო სეზონის ოქროს ათეულში მოხვდა

    „სიყვარულით მომავლისკენ“: ახალი სასწავლო წელი და დაფაზე  ორსიტყვიანი წარწერა

    რამდენი ოქროსა და ვერცხლის მედალოსანია წელს ლანჩხუთში

    რამდენმა ჩააბარა და რამდენი ჩაიჭრა- როგორია ეროვნული გამოცდების შედეგები საგნების მიხედვით

    ოზურგეთელი ანანო ჩხაიძის წარმატება ეროვნულებზე

  • მსოფლიო

    რუსეთში Porsche-ს ყველა ავტომობილი თანამგზავრებიდან დაიბლოკა

    ვლადიმერ პუტინი – რუსეთი აშშ-ის სამშვიდობო გეგმის ზოგიერთ პუნქტს არ დაეთანხმა

    კრემლი: პუტინმა მიიღო აშშ-ის ზოგიერთი წინადადება უკრაინასთან დაკავშირებით და მზადაა მოლაპარაკებები გააგრძელოს

    ვლადიმერ პუტინი: არ ვაპირებთ ევროპასთან ომს, მაგრამ თუ ევროპა დაიწყებს, მზად ვართ

    156 ადამიანი დაიღუპა- ხანძრის მიზეზს იძიებენ (უცხოეთი)

    “საუბარი კონსტრუქციული იყო” – უკრაინის პრეზიდენტი

  • გართობა
    • ყველა
    • ა კიდო
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო
შედეგი არ არის
ყველა შედეგი
გურია ნიუსი
შედეგი არ არის
ყველა შედეგი

გრანდიოზული შენობები გრანდიოზული ბიუჯეტებით… უბავშვებოდ!

10:09; 3.02.2024
საზოგადოება
Share on FacebookShare on TwitterEmail

საქართველოს მთავრობის მიერ, “ანგარიში 2023” -ის ფარგლებში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ქვეყანაში “მიმდინარეობს 1 მილიარდი ლარის ღირებულების უპრეცედენტო მასშტაბის 800 სკოლის მშენებლობა-რეაბილიტაციის პროექტი”. ოფიციალური ინფორმაციითვე, უპრეცედენტო მასშტაბის პროექტი 2022-2026 წლებში გახორციელდება. ჯამში, 80 სკოლის შენობა აიგება და 720-ს რეაბილიტაცია ჩაუტარდება. პროექტის ჯამური ბიუჯეტი 1 მილიარდი ლარია. პროექტის დასრულების შემდეგ კი, თანამედროვე სასკოლო ინფრასტრუქტურით 230 000-ზე მეტი მოსწავლე ისარგებლებს.

პროგრამის მასშტაბურობაზე რომ ზუსტი შთაბეჭდილება შეგვექმნას, კიდევ ერთხელ გადავხედოთ ოფიციალურ მონაცემებს: 800 სკოლის მშენებლობა-რეაბილიტაციას სსიპ საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტო ახორციელებს. 2023 წელს ზოგადსაგანმანათლებლო ინფრასტრუქტურის განვითარებისთვის 193 593 000 ლარი იყო გათვალისწინებული. 2022 წელს, ამავე მიზნით, 88 269 207 ლარი იყო გამოყოფილი. შესაბამისად, ორწლიან პერიოდში სკოლების მშენებლობა-რეაბილიტაციისთვის, ჯამში, 281 862 207 ლარი დაიხარჯა და შემდგომ სამ წელში, პროგრამის დაანონსებული მილიარდიანი ბიუჯეტიდან, დაახლოებით 718 137 79 ლარი რჩება დასახარჯი.

თუკი გასული ათწლეულების არქივებს გადავავლებთ თვალს, აღმოჩნდება, რომ სახელმწიფო გასულ წლებშიც კოლოსალურ თანხებს ხარჯავდა სკოლების მშენებლობებისა და რეაბილიტაციისთვის; და თუ ეს ხარჯები ნამდვილად მშენებლობა-რეაბილიტაციაში დაიხარჯა, დღევანდელი სასკოლო ინფრასტრუქტურა გაცილებით უფრო ნაკლები მასშტაბის განახლებას უნდა საჭიროებდეს.

სსიპ საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოს ინფორმაციით, რომელიც “ფაქტ მეტრმა” გამოითხოვა, 2009-2012 წლის შუალედში სააგენტოს მიერ 16 ახალი სკოლის მშენებლობა გახორციელდა, ხოლო რეაბილიტაცია 900-მდე საჯარო სკოლას ჩაუტარდა. რაც შეეხება 2013-2021წწ. პერიოდს, ამ დროის განმავლობაში სააგენტოს მიერ, 57 ახალი საჯარო სკოლა აშენდა. ამავე პერიოდში, 140-მდე საჯარო სკოლის სრული რეაბილიტაცია გახორციელდა.

ჩვენ უკვე გიამბეთ ლანჩხუთისა და ოზურგეთის მუნიციპალიტეტებში სასკოლო ინფრასტრუქტურის განახლების პროექტების მიმდინარეობის შესახებ. დღეს კი, ჩოხატაურში მიმდინარე პროექტებზე ვისაუბრებთ.

ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ბუკისციხის, ვან-ზომლეთის და სამების საჯარო სკოლის სრული რეაბილიტაცია 2020 წლიდან დაიწყო.

მანამდე, პირველი ინფორმაცია ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში სკოლებში ჩასატარებელი სარეაბილიტაციო სამუშაოების შესახებ “გურია ნიუსმა” 2019 წლის თებერვალში გაავრცელა: “მუნიციპალური განვითარების ფონდს, 2019-2020 წლებში, ევროპის საბჭოს ბანკის  (CEB) და სკანდინავიური გარემოს საფინანსო კორპორაციის  (#EFCO) დაფინანსებით, 31 სკოლის რეაბილიტაცია და ენერგოეფექტურობის კომპონენტის გაძლიერება აქვს დაგეგმილი. ასევე, საქართველოს მთავრობის დაფინანსებით, დაგეგმილია ათეულობით სკოლის რეაბილიტაცია.

“გურია ნიუსი” დაინტერესდა გურიის რეგიონში, რომელი სკოლები მოხვდნენ აღნიშნულ პროგრამაში და ინფრასტრუქტურის და რეგიონის განვითარების სამინისტროს პრესსამსახურს მიმართა.

უწყების პრესსამსახურის მიერ მოწოდებული ინფორმაციით, “ორი წლის განმავლობაში, შემდეგი სკოლის შენობაში სარეაბილიტაციო სამუშაოები ჩატარდება: #3 საჯარო სკოლა (ლანჩხუთის მუნიციპალიტეტი), სოფელ ბუკისციხის საჯარო სკოლა (ჩოხატაურის მუნიციპალიტეტი), სოფელ ვან-ზომლეთის საჯარო სკოლა (ჩოხატაურის მუნიციპალიტეტი), სოფელ თხინვალის საჯარო სკოლა (ოზურგეთის მუნიციპალიტეტი), სოფელ ჩხაკოურის საჯარო სკოლა (ჩოხატაურის მუნიციპალიტეტი), სოფელ ჩოჩხათის (გულიანი) საჯარო სკოლა (ლანჩხუთის მუნიციპალიტეტი, ლესის საჯარო სკოლა (ლანჩხუთის მუნიციპალიტეტი), სოფელ სამების საჯარო სკოლა (ჩოხატაურის მუნიციპალიტეტი); სოფელ მერიის საჯარო სკოლა (ოზურგეთის მუნიციპალიტეტი)”.

2020 წელს გამოცხადებულ ტენდერებს ბუკისციხის, ვან-ზომლეთის და სამების საჯარო სკოლების შენობების რეაბილიტაციისთვის, იმ დროს ბევრ ტენდერში გამარჯვებული კომპანია “აღმაშენებელი _ ქუთაისი” იგებს. ეს კომპანია ასევე ფიგურირებდა საქართველოს პრემიერის ინიცირებულ პროგრამაში _ “განახლებული რეგიონები”.

ეს კომპანია 2007 წელს ქუთაისში დაფუძნდა და მისი 100%-იანი წილის მფლობელი ზურაბ გუბელაძეა. te#dermo#itor.ge-ს მონაცემებით, მას სატენდერო სახელმწიფო დაკვეთებით,  55 მილიონამდე ლარი აქვს მიღებული. კომპანია ამჯერად “შავ სიაშია” შეყვანილი, მაგრამ საინტერესოა, რომ იგივე მისამართზე _ ქუთაისში, აღმაშენებლის 81 ნომერში, მეორე კომპანია – “დიზაინკომპლექსი” ფუნქციონირებს, რომლის 100%-იანი წილის მფლობელი ისევ ზურაბ გუბელაძეა. ამ კომპანიას, რომელიც 2018 წლის 21 სექტემბერს დარეგისტრირდა, რამდენიმე სახელმწიფო შესყიდვა აქვს გახორციელებული.

2020 წელს დაწყებული სამუშაოები რომ დროულად ვერ დასრულდებოდა, თავიდანვე ცხადი იყო _ პანდემიის პრობლემების გარდა, თვალნათელი იყო მუშახელის დეფიციტი და კვალიფიციური რესურსის არარსებობა. სამი სკოლის რეაბილიტაციისთვის გამოყოფილი კოლოსალური თანხის _ რვა მილიონი ლარის, მიუხედავად, ორი წლის მანძილზე, “გამოშიგნული” შენობების რეაბილიტაცია შეუსრულებელ მისიად იქცა.

აქ საინტერესოა ერთი არც თუ უმნიშვნელო დეტალი:  გაურკვეველია, თუ ვინ აკონტროლებს სახელმწიფო შენობების რეაბილიტაციის დროს შენობების დემონტაჟისას მოპოვებულ სამშენებლო მასალებს; მაგალითად, ბუკისციხის საჯარო სკოლის შენობიდან, ადგილობრივი მოსახლეობის ინფორმაციით, წაიღეს იატაკი, რომელიც ლარიქსის ხის იყო. ასევე, გაურკვეველია, რა ბედი ეწია თუნუქის სახურავს, თუ დოკუმენტებს დავუჯერებთ, 2012 წელს შეცვლილ ათეულობით კარს და ასეულობით მეტალოპლასტმასის ფანჯარას. 2012 წელს, სახელმწიფო ტენდერი გამოცხადდა და ინტერნეტსივრცეში დღესაც იძებნება “სატენდერო დოკუმენტაცია სახელმწიფო ბიუჯეტის ფინანსური სახსრებით, სკოლის შენობის სარეაბილიტაციო სამუშაოების სახელმწიფო შესყიდვა”.

ხელშეკრულებაში მითითებული იყო, რომ რეაბილიტირებულ შენობაზე გამოვლენილი დეფექტები, მინიმუმ, ხუთი წლის მანძილზე, შემსრულებელს უნდა გამოესწორებინა, რომელმაც კარ-ფანჯრები შეცვალა, იატაკზე ფილები მოაწყო, შეფითხა და ორჯერ შეღება კედლები. თუმცა, ბუკისციხის სკოლის თავგადასავალი ამით არ სრულდება.

ბუკისციხის სკოლა

ეს შენობა 1974 წელს, მაშინდელი დირექტორის და საზოგადო მოღვაწის აკაკი სიხარულის ძალისხმევით, მუდმივი მეთვალყურეობით, გამოჩენილი თანასოფლელების თანადგომით აიგო. იგი, საქართველოში ერთ-ერთი საუკეთესოდ ნაგები, ცენტრალური გათბობით აღჭურვილი ნაგებობა გახლდათ და 200 მოსწავლეზე იყო გათვლილი.

ათწლეულების შემდეგ, ცხადია, რემონტის საჭიროება დადგა და როგორც უკვე გითხარით, გაკეთდა კიდეც, თუმცა, როგორც ჩანს, უხარისხოდ ან მხოლოდ ქაღალდზე. სკოლის შენობაზე არსებული ბზარების და რემონტის საჭიროების შესახებ, როგორც თავად ამბობდნენ, სკოლის ადმინისტრაციამ არაერთგზის მიმართა სამინისტროს. თავი არავის შეუწუხებია მანამ, სანამ ერთ დღეს, კომისია არ მოვიდა და შენობის ავარიულ მდგომარეობაზე, მისი აღდგენის არარენტაბელურობაზე და დანგრევის საჭიროებაზე არ დაიწყო საუბარი. მანამდე, 2017 წელს, დეკემბერში, სოფელში გავრცელდა ინფორმაცია, რომ სკოლის შენობას, სამშენებლო მასალების მოპოვების და სარგებლის მიღების მიზნით, დანგრევას უპირებდნენ. სწორედ ამ, წინმსწრები ინფორმაციის გამო, საზოგადოებაში უნდობლობას იწვევდა სამხარაულის ბიუროს დასკვნები, იყო საუბრები ადგილობრივი ხელისუფლების შესაძლო ინტერესების, მუქარის და დაშინების შესახებაც. მდგომარეობის აბსურდულობა იქამდე მივიდა, რომ მოსახლეობა სკოლის დანგრევას ეზოში მდგარ ცაცხვის ხეს უკავშირებდა _ ივანიშვილს წაღება უნდა და სკოლის დანგრევის გარეშე, ვერ მიაქვსო… მიუხედავად იმისა, რომ ხელისუფლება საშიშროებაზე საუბრობდა, ექსპერტები 4 მეტრი სიღრმეზე წყლის არსებობაზე მიუთითებდნენ და შენობას რისკის შემცველად მიიჩნევდნენ, სკოლის შენობის რეაბილიტაცია გადაწყდა და როგორც უკვე ვთქვით, 2020 წელს, პროცესი დაიწყო კიდეც. თუ რა სახის სამუშაოები იყო დაგეგმილი რეაბილიტაციის პროცესში, დაინტერესებულ პირებს შეუძლიათ ნახონ ოფიციალური დოკუმენტი.

კონკრეტულად ამ შენობის რეაბილიტაციისთვის ორ მილიონ ლარზე მეტი გამოიყო. დოკუმენტაცია მომზადდა და 2021 წლის თებერვალში, სასწავლო პროცესი მეზობელი სოფლის, იანეულის საჯარო სკოლაში გაგრძელდა, რა თქმა უნდა, მეორე ცვლაში. “შეხიზნული” მოსწავლეები 2 საათზე იწყებენ სწავლას, 35-წუთიანი გაკვეთილების მიუხედავად, სასწავლო პროცესი 6-ზე, 7-ის ნახევარზე სრულდება. მერე, სახლში მისვლასაც დრო სჭირდება და ცხადია, ბავშვები სკოლისგარეშე ცხოვრებას მოკლებულნი არიან.

იანეულის სკოლა

ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელის შორენა სიხარულიძის ინფორმაციით, ვან-ზომლეთის საჯარო სკოლის მოსწავლეები სოფელ ვან-ზომლეთში დაქირავებულ შენობაში აგრძელებენ სწავლა-განათლებას, სამების საჯარო სკოლის მოსწავლეები კი, ამაღლების საჯარო სკოლაში.

სამწუხაროდ, ერთის მშენებლობის და სამი სკოლის რეაბილიტაციის რვამილიონიანი პროექტი ჩავარდა; 2022 წელს, მუნიციპალური განვითარების ფონდმა კომპანიასთან “აღმაშენებელი _ ქუთაისი”,  ხელშეკრულება შეწყვიტა და ხელმეორე ტენდერი სარეაბილიტაციო სამუშაოების სახელმწიფო შესყიდვების შესახებ, 15 დეკემბერს გამოაცხადა.

“აღნიშნულ სკოლებში სამუშაოების თითქმის 60% შესრულებულია. სამუშაოებს ასრულებდა “აღმაშენებელი ქუთაისი”, მუნიციპალური განვითარების ფონდმა კომპანიასთან ხელშეკრულება შეწყვიტა. გამოცხადდა ახალი ტენდერი.  ვინც გაიმარჯვებს ტენდერში იმ კომპანიასთან  ხელშეკრულება გაფორმდება, ჩამოვლენ და განაახლებენ სამუშაოებს”, _ განაცხადა მაშინ “გურია ნიუსთან” საუბრისას ჩოხატაურის მერმა დავით შარაშიძემ.

2023 წლის თებერვალში გამოცხადებულ ხელმეორე ტენდერში, რომლის ღირებულებად 4 764 682.00 ლარია მითითებული, ხოლო მიზნად “ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში _ სოფელ ბუკისციხეში საჯარო სკოლის (ს/კ #28.13.22.111), სოფელ ზომლეთში საჯარო სკოლის (ს/კ #28.07.22.257) და სოფელ სამებაში საჯარო სკოლის (ს/კ #28.06.22.004) სარეაბილიტაციო სამუშაოების სახელმწიფო შესყიდვა”.

მიწოდების ვადად, ხელშეკრულების დადებიდან 8 თვეა მითითებული. ტენდერში კომპანიამ “სვირი+” გაიმარჯვა და გააგრძელა მუშაობა.

ეს კომპანიაც ქუთაისშია დაფუძნებული 2008 წლის 19 ივნისს. მისი მეწილეები 50-50%-ით ბექა და ამირან ჭულუხაძეები არიან. ტენდერების მონიტორის მიხედვით, აღნიშნული კომპანიის მოგებული ტენდერების რაოდენობა 26 შეადგენს, სავარაუდო 13 მლნ ლარის ღირებულებით.

შორენა სიხარულიძე: “სამწუხაროდ, მშენებელმა კომპანიამ თავისი ვალდებულებები ვერ შეასრულა და გაჭიანურდა სარემონტო სამუშაოების დასრულება. სარეაბილიტაციო სამუშაოების დროს დაიწყო პანდემია და გაგრძელდა ორ წელს.

სამშენებლო კომპანია “სვირი +” აგრძელებს “აღმაშენებელი _ ქუთაისის” დაწყებულ საქმეს. მუნიციპალური განვითარების ფონდიდან გვყავდა სტუმრები. სამივე სკოლა დაათვალიერეს და მცირე შენიშვნები დაუტოვეს სამშენებლო კომპანიას. ეს პროცესებიც მალე მოგვარდება და შეიძლება ითქვას, ეს საკითხი მოგვარებულია. 

2024 წლის 15 იანვრიდან ვანზომლეთის, ბუკისციხის და სამების საჯარო სკოლებში ახალ რეაბილიტირებულ შენობაში განახლდა სასწავლო პროცესი. 2024 წლის 15 სექტემბერს გორაბერეჟოულის საჯარო სკოლა განაახლებს სასწავლო პროცესს ახალ რეაბილიტირებულ სკოლაში.”.

სოფელ ბუკისციხის სკოლაში ჩვენი მისვლისას, სამუშაოთა მწარმოებელმა მალხაზ ვაშაყმაძემ გვითხრა, რომ სამუშაო პროცესი 99%-ით დასრულებულია:

“შენობა აშენებული იყო და  სამღებრო სამუშაოების ნაწილი _ დასრულებული… რაც დარჩენილი იყო, ის საქმეები ბოლომდე მივიყვანეთ. ამ წუთებში კალათბურთის ფარებს ვამონტაჟებთ გარე პერიმეტრზე და როდესაც ყველაფერი დასრულდება, შემდეგ ველოდებით კომისიას”, _  გვითხრა მალხაზ ვაშაყმაძემ.

იანეულის საჯარო სკოლაში იმ დროს მივედით, როცა ბუკისციხის საჯარო სკოლის მოსწავლეები და მასწავლებლები სასწავლო პროცესს გადიოდნენ.

დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი მაია ნინიძე: “ბუკისციხის სკოლის შენობა 1974 წელსაა აგებული. მსგავსი დონის სარეაბილიტაციო სამუშაოები სამი წლის დაიწყო და დიდი მოლოდინით ველით დაბრუნებას. ახალ სასწავლო წელს უნდა გადავსულიყავით ახალგარემონტებულ სკოლის შენობაში… წლის ბოლოს უნდა დასრულდეს სარემონტო სამუშაოები.  თუ რა იყო პირველი კომპანიის წასვლის მიზეზი, მაგას ვერ გეტყვით, არ ვიცი. მთავარია, ბოლოს და ბოლოს ეს საკითხი მოგვარებულია”, _  გვითხრა მაია ნინიძემ. მისი თქმით,  იანეულის საჯარო სკოლაში ყველა პირობა აქვთ შექმნილი, რომ ბავშვებმა მიიღონ შესაბამისი განათლება.

შორენა სიხარულიძე: “2012 წლის შემდეგ, ძალიან მნიშვნელოვანი სარეაბილიტაციო და სამშენებლო სამუშაოები გაიმართა სასკოლო შენობების მიმართულებით. ამ მცირე პერიოდში, 7 საჯარო სკოლის შენობები აშენდა (წიფნარი, შუა ამაღლება, ზოტი, შუა სურების, გუთური, ჩხაკაურა). სამომავლოდ იგეგმება მსოფლიო ბანკის ფინანსური დახმარებით ერთი სკოლის მშენებლობა შუა ფარცხმაში; დასრულდება გორაბერეჟოული სკოლის მშენებლობა (იქაური მოსწავლეები ახლა ჩაისუბნის საჯარო სკოლაში აგრძელებენ სასწავლო პროცესს) და მარტში დაიწყება #1 საჯარო სკოლის სრული რეაბილიტაცია. 2024 წელს დაიწყება, ასევე, სარეაბილიტაციო სამუშაოები  ხიდისთავის საჯარო სკოლაში, ბუკნარის, კოხნარის საჯარო სკოლებში და ეტაპობრივად, თოთხმეტ საჯარო სკოლაში  გახორციელდება სარემონტო სამუშაოები”.

გორაბერეჟოულის სკოლა

შორენა სიხარულიძის თქმით, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში 31 საჯარო სკოლაა; აქედან ერთი _ კერძო. მუნიციპალიტეტში 2300 მოსწავლე ცხოვრობს, რომელსაც 830 ადამიანი ემსახურება. რესურსცენტრში გვითხრეს, რომ უკვე მოძიებულია ალტერნატიული ფართები, სადაც მოსწავლეები გადავლენ. რამდენად თავსებადია ეს ფართები სასწავლო პროცესთან და ჩართულია თუ არა ამ სქემაში ახლო მდებარე სკოლების მრავალმილიონიანი შენობები, საინტერესო თემაა და ამაზე სხვა დროს აუცილებლად ვისაუბრებთ.

ჩვენს კითხვაზე, თუ რა ზეგავლენას ახდენს მოსწავლეზე წლობით გაჭიანურებული სარეაბილიტაციო სამუშაოები, შორენა სიხარულიძე ამბობს:

“როგორც მოგახსენეთ, 2012 წლიდან, არაერთი პროექტი გახორციელებულა სკოლის მშენებლობის და სარეაბილიტაციო სამუშაოების კუთხით. მსგავსი შემთხვევა, რაც ზემოთ მოხსენიებული სკოლების რეაბილიტაციისას მოხდა, არ გვქონია. რა პრობლემებს უქმნის? ამ კითხვაზე მინდა გითხრათ, რომ სასწავლო პროცესთან მიმართებაში, ვერ ვიტყვით რაიმე სახის მნიშვნელოვანი პრობლემები შეემთხვათ ამ ბავშვებს. თუმცა, არის ერთი მომენტი: როცა სკოლა მეორე ცვლაშია, ამ ბავშვების ჩართვა ვერ ხერხდებოდა სხვადასხვა წრეებზე”.

სოფელ სამების სკოლის დირექტორი თამარ ბურჭულაძე მედიასთან კომენტარში ამბობს, რომ მოსწავლეები მეზობელ სოფელ ამაღლებაში დადიან და მათ ტრანსპორტირებას აქაც მუნიციპალიტეტი უზრუნველყოფს. გაკვეთილები კი მეორე ცვლაში ტარდება, დღის 2 საათის შემდეგ.

განათლების კოალიციის პოლიტიკის ადვოკატირების ოფიცერი რევაზ აფხაზავა ამბობს, რომ  სკოლების რეაბილიტაცია, ზოგადად, ძალიან დიდი ხარვეზებით მიმდინარეობს.  კარგად ჩანს ეს ყველაფერი თუნდაც თბილისში. წლების განმავლობაში სკოლის შენობებია დანგრეულია ნაძალადევში და ბავშვებს უწევთ სხვა ლოკაციებზე სიარული. მსგავსი რამ ხდება რეგიონებში და მძიმე მდგომარეობაა:

“ფაქტობრივად, სხვა შენობაში შეხიზნული მოსწავლისთვის სკოლას ფუნქცია მთლიანად მოშლილი აქვს; ეს ბავშვები ვერ ახერხებენ, ერთი მხრივ, ვერც სოციალიზაციას, წრეებზე, სპორტულ კლუბებში სიარულს და საგანმანათლებლო თვალსაზრისითაც სერიოზული დანაკლისია _ მაგალითად, სხვა სკოლებში მათ გაკვეთილის ხანგრძლივობა შეუმცირდათ. მოსწავლეების გარკვეულ თაობას ისე აქვს სკოლა დამთავრებული, დაწყებითი კლასების შემდეგ საკუთარი სკოლის შენობაში ნამყოფი არ არიან და სკოლა რა არის არ განუცდიათ. ეს დიდი დანაშაულია! სამწუხაროდ, ჩვენი მთავრობა და განათლების სამინისტრო ვერ ახერხებს  ჯეროვნად დაგეგმოს და ჯეროვნად განახორციელოს ეს პროცესი. ეს დიდი პრობლემაა ჩვენი მომავალი თაობისთვის.  ჩვენს სკოლებში განათლების ხარისხი ისედაც დაბალია და ეს კიდევ დამატებით აუარესებს განათლების ხარისხს, მოსწავლის სოციალიზაციის, კომუნიკაციის და სხვადასხვა უნარებს, რომლებიც სკოლაში უნდა გამოიმუშავონ მოსწავლეებმა”, _ აღნიშნა ჩვენთან საუბრისას რევაზ აფხაზავამ.

ჩაისუბნის სკოლა

ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფრაქცია “ჩოხატაური საქართველოსთვის” თავმჯდომარე გოგი ბოლქვაძე: “სამივე სკოლის რეაბილიტაცია დაიწყო 2020 წელს, რომელიც წარმოადგენდა რეგიონული განვითარების ფონდის მიერ დაფინანსებულ სამუშაოებს და რომელსაც, ასევე, ზედამხედველობას უწევდა თავად განვითარების ფონდი. რა თქმა უნდა იმ კომპანიამ, რომელმაც მიატოვა დაწყებული სამუშაოები, წლების განმავლობაში შეაფერხა ჩამოთვლილ სკოლებში სასწავლო პროცესი. შპს “სვირი +”-მა გააგრძელა სარეაბილიტაციო სამუშაოები და როგორც ვიცი, დღეის მდგომარეობით, სამუშაოები დაასრულეს. რამდენად ხარისხიანად არის სარემონტო სამუშაოები შესრულებული, ამას ვერ გეტყვით, მაგრამ, საერთო ჯამში, დღეის მდგომარეობით, საქმე გვაქვს კორუფციის პირდაპირ გამოხატულებასთან, არა მხოლოდ კონკრეტულ შემთხვევაში და ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში, საერთოდ, ქვეყნის მასშტაბით. ეს არ არის მარტო შემსრულებლის პასუხისმგებლობა, თითოეული მაღალჩინოსნის პასუხისმგებლობაა და ყველამ უნდა აგოს პასუხი. ის განუკითხაობა, რაც დღეს ხდება საერთოდ ტენდერებსა და სამუშაოების შესრულების ხარისხებთან დაკავშირებით, არც შემსრულებელს და არც დამკვეთს, რომლებმაც ხალხის ფული _ მილიონობით ლარი გაფლანგეს, რა თქმა უნდა, არ უნდა შერჩეს”!

ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრის, ბუკისციხე, იანეული, დაბლაციხე, დიდივანი, ზემოსურები, შუასურებში მაჟორიტარი დეპუტატის  გოჩა ჯიქიას თქმით, მისთვის ცნობილია, რომ ერთ-ერთმა კომპანიამ დაიწყო სარეაბილიტაციო სამუშაოები და არ დაასრულა:

“ამჟამად ეს საკითხი მოგვარებულია და ახალშემოსულმა კომპანიამ თავისი მოვალეობები პირნათლად შეასრულა”, _ ამბობს ჯიქია.

გარდა იმისა, რომ მილიონები იხარჯება, პროცესი წლობით იწელება, მეორე ცვლაში სწავლა ბავშვებს და მასწავლებლებს პრობლემებს უქმნის, არსებობს კიდევ ერთი, ყველაზე მძიმე რეალობა _  უზარმაზარ გარემონტებულ შენობებში, რომლის მოვლა-შენახვა რთული იქნება… ბავშვები აღარ არიან!

აი, სტატისტიკაც: ოფიციალური მონაცემებით, ბუკისციხის საჯარო სკოლაში 48 მოსწავლე და 20 მასწავლებელია, სამების საჯარო სკოლაში _ 32 მოსწავლე და 14 მასწავლებელი, ვან-ზომლეთის საჯარო სკოლაში _ 38 მოსწავლე და 16 მასწავლებელი!

გიორგი გირკელიძე,
ლისა კოროშინაძე

დავით შარაშიძესკოლაშორენა სიხარულიძე
გაზიარება88Tweet55Send

ამავე კატეგორიაში

საზოგადოება

“ავტომობილის შეჯახების შედეგად გაზსადენი დაზიანდა”

09:54; 5 დეკემბერი, 2025
საზოგადოება

“ყურადღებით იყავით!”- პედიატრი მშობლებს მიმართავს

09:42; 5 დეკემბერი, 2025
საზოგადოება

როგორი ამინდია მოსალოდნელი დღეს საქართველოში

09:14; 5 დეკემბერი, 2025
საზოგადოება

“ენერგო-პრო ჯორჯიას” აბონენტთა საყურადღებოდ!

17:14; 4 დეკემბერი, 2025
საზოგადოება

ცნობილი ბიზნესმენი დააყაჩაღეს

16:18; 4 დეკემბერი, 2025

ვენახის თითოეული ძირისთვის შემოშენებული ქვის კედლები

"საპირფარეშოში შევიდნენ, ფანჯრიდან გისოსები ამოიღეს და 20მ. ზეწრების თოკით გაიპარნენ"

ყველა სიახლე

სამართალი

დიდი ოდენობით ჩადენილი ქურდობის ფაქტზე ორი პირი დააკავეს

10:23; 5.12.2025
ზაფრანი

ზოდიაქოს 3 ნიშანი, რომელთა წარმომადგენლებიც 2026 წელს ფინანსურ ჯეკპოტს მოიგებენ

10:17; 5.12.2025
ფეისბუქსტატუსები

“გავაცილე ადამიანი სიკეთე და ღიმილი,რომელიც ჩემთვის მეგობარზე მეტი იყო “

9:59; 5.12.2025
საზოგადოება

“ავტომობილის შეჯახების შედეგად გაზსადენი დაზიანდა”

9:54; 5.12.2025
საზოგადოება

“ყურადღებით იყავით!”- პედიატრი მშობლებს მიმართავს

9:42; 5.12.2025
ფეისბუქსტატუსები

ინფექციონისტი ქიმიური იარაღის სკანდალს ეხმაურება

9:28; 5.12.2025
საზოგადოება

როგორი ამინდია მოსალოდნელი დღეს საქართველოში

9:14; 5.12.2025
სამართალი

ავარია მაგისტრალზე – როგორია დაშავებულთა მდგომარეობა

8:57; 5.12.2025
პოლიტიკა

2026 წლიდან კერძო უნივერსიტეტების პირველკურსელები სახელმწიფოსგან დაფინანსებას ვეღარ მიიღებენ

18:02; 4.12.2025
ფინანსები

თიბისი x ილია თოფურია – მთავარია ჯიუტად გჯეროდეს მიზნის

17:54; 4.12.2025
სამართალი

სოფელში პირუტყვი მოიპარეს

17:42; 4.12.2025
ფინანსები

სუხიშვილების გამოფენა “ტრიუმფის 80 წელი” გრძელდება – სუხიშვილების მთავარი სპონსორია საქართველოს ბანკი

17:28; 4.12.2025
საზოგადოება

“ენერგო-პრო ჯორჯიას” აბონენტთა საყურადღებოდ!

17:14; 4.12.2025
სამართალი

საია: შსს არ ასრულებს „გავრილოვის ღამის“ დაზარალებულთა სასარგებლოდ მიღებულ სასამართლო გადაწყვეტილებებს

16:48; 4.12.2025
საზოგადოება

ცნობილი ბიზნესმენი დააყაჩაღეს

16:18; 4.12.2025

დღის ფოტო

დღის ფოტო

აგავას ყვავილობა ოზურგეთში

12:26; 17.06.2025
0

პატარა ლუკა სიმონიშვილი პატივს მიაგებს სამშობლოს დამცველს

17:21; 26.05.2025

ფეისბუქსტატუსები

ფეისბუქსტატუსები

“გავაცილე ადამიანი სიკეთე და ღიმილი,რომელიც ჩემთვის მეგობარზე მეტი იყო “

9:59; 5.12.2025
0

ინფექციონისტი ქიმიური იარაღის სკანდალს ეხმაურება

9:28; 5.12.2025

ხსოვნა

ხსოვნა

ვლადიმერ (ლადო) ლომჯარია

10:35; 3 მაისი, 2025
ხსოვნა

ხატუა (კლაუდია) ლომჯარია

10:33; 5 აპრილი, 2025

გურია ნიუსი

gurianews@gurianews.com
  • რეკლამა საიტზე
  • რეკლამა გაზეთში
  • ჩვენ შესახებ

Developed By  Web Features  2025 © All rights reserved

შედეგი არ არის
ყველა შედეგი
  • მთავარი
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV
  • კარმიდამო ჩემი
    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია
  • ფეისბუქსტატუსები
  • 21-ს ქვევით
  • მსოფლიო
  • გართობა
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო