მსოფლიოს ნახევარზე მეტი წითელას გავრცელების მაღალი ან ძალიან მაღალი რისკის ქვეშ იქნება წლის ბოლომდე, _ ამის შესახებ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია იუწყება.
ჯანმო-ს და დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრების თანახმად, პოტენციურად ფატალური და ერთხელ აღმოფხვრილი დაავადების სწრაფი გავრცელება ნაწილობრივ გამოწვეულია კოვიდ-19 პანდემიის დროს რეგულარული იმუნიზაციის გადადების გამო გამოტოვებული ვაქცინის შედეგად.
პრესკონფერენციაზე ჯანმო-მ განაცხადა, რომ წითელას შემთხვევების 79%-იანი მატება ფიქსირდება 2022 წლიდან, გასულ წელს კი 306 000-ზე მეტი შემთხვევა დაფიქსირდა მთელ მსოფლიოში.
CDC-მ განაცხადა, რომ შემთხვევების უმეტესობა დაფიქსირებულია ბავშვებსა და მოზარდებში, რომლებსაც არ ჰქონდათ წითელას საწინააღმდეგო აცრა გაკეთებული.