“სევდიანი გაზაფხული დაგვიდგა სკოლაში, ირგვლივ ყველაფერს სევდის ფერი შემოაწვა, დავმუნჯდით, ერთმანეთს სასოწარკვეთილი თვალებით შევსცქერით. გაგვიფრინდა ჩვენი ანგელოზი გოგო.
ენით აღუღწერელ სიცარიელესა და ტკივილს განვიცდით ყველა. სიცოცხლით სავსე, კისკისა და სხარტულა გოგო, შენი არსებობით რომ ათბობდი და ალამაზებდი სამყაროს. სიფრიფანა, ნატიფი და მომღიმარი სახის ანგელოზო, ასე დაამახსოვრდები შენს მშობლიურ სკოლას ჩვენო დიდო ტკივილო” – სამწუხარო ინფორმაციას ბათუმის 22-ე საჯარო სკოლა ავრცელებს.
როგორც კომენტარებიდან ირკვევა, გოგონას მოულოდნელად თირკმელი გაუჩერდა.