ვერძი
თუ წვრილმან უთანხმოებებს არაფრად ჩააგდებთ დღე საკმაოდ პოზიტიურად ჩაივლის და გარშემომყოფნიც სიამოვნებით დაგიჭერენ მხარს ყოველგვარ საქმიანობაში, დღეს შესაძლოა რაიმე უჩვეულო და მნიშვნელოვანიც გაიგოთ.
კურო
ხასიათცვალებადობა და შინაგანი კონფლიქტი დაძაბულობას და ქაოსს შექმნის თქვენს გარშემო, რის გამოც სახლში თუ სამსახურში ძალიან გაგიჭირდებათ ჩვეული წესებისა და ნორმების დაცვა.
ტყუპები
კონცენტრაცია მოახდინეთ ერთ საქმეზე და ნუ მოინდომებთ ერთბაშად რამდენიმე საქმის გაკეთებას, მიუხედავად კარგი ენერგეტიკული მდგომარეობისა გაგიჭირდებათ სასურველი შედეგების მიღება და მიზნის მიღწევა.
კირჩხიბი
თავი შეიკავეთ დაპირისპირებისა და კონფლიქტებისგან. მაქსიმალურად შეეცადეთ არ აჰყვეთ არაკეთილმოსურნეთა იერიშებს და შეინარჩუნეთ ემოციური ბალანსი. მოთმინება გაცილებთ უფრო მომგებიანი პოზიციაა დღეს თქვენთვის.
ლომი
დღევანდელი მრავალფეროვანი თემები მთლიანად დაგავიწყებთ დაწყებულ საქმეს, მოულოდნელი სიახლეები იმდენად გაგიტაცებთ, რომ გაგიჭირდებათ გარკვევა რა არის უკეთესი თქვენთვის და საით სჯობს გადადგათ ნაბიჯი.
ქალწული
ნუ წამოიწყებთ ნურაფერს ახალს და მნიშვნელოვანს, წვრილმანი საქმიანობით დაკავდით. შესაძლოა ცდუნებებს აყოლილმა ვერ მოზომოთ თქვენი ძალები, შედეგად კი კონკურენტებმა სერიოზული ზიანი შეიძლება მოგაყენონ.
სასწორი
სასურველია გაერიდოთ ცნობისმოყვარე ადამიანებს და ნაკლები ყურადღება მიიქციოთ. თქვენი შეხედულებები ძალიან განსხვავებული იქნება ირგვლივმყოფთაგან, რაც მხოლოდ იმედგაცრუებას და დაბნეულობას მოგიტანთ.
მორიელი
შეეცადეთ კონკურენტებთან თუ კოლეგებთან კარგი ურთიერთობა შეინარჩუნოთ, ამა თუ იმ საკითხის გარკვევისას მოერიდეთ მბრძანებლურ ტონს, თქვენს გონირებაზე ბევრი რამაა დამოკიდებული დღეს.
მშვილდოსანი
სასურველია შეამციროთ კონტაქტები, ეცადეთ თავი დააღწიოთ აკვიატებულ აზრებს, რადგან ამით მხოლოდ გაამწვავებთ და დაძაბავთ სიტუაციას და შესაძლოა მარტო აღმოჩნდეთ.
თხის რქა
ნებისმიერი საკითხის გადაწყვეტისას სასურველია არ დაარღვიოთ სტანდარტები და ნორმები და იმოქმედოთ ოქროს შუალედის პრინციპით. არც ერთი წუთით არ დაკარგოთ ზომიერებისა და ბალანსის გრძნობა.
მერწყული
კარგი იქნება თუ დაკავდებით პირად-სასიყვარულო თემების მოგვარებით ან რომანტიკული საკითხებით, ხოლო სამსახურებრივი მნიშვნელოვანი საქმეები შემდეგისთვის გადადეთ.
თევზები
თქვენგან დამოუკიდებელი მიზეზებით შესაძლოა გაუგებრობაში აღმოჩნდეთ ჩართული და იძულებული გახდეთ დიდი ენერგია დახარჯოთ სხვათა გართულებული პრობლემების მოსაგვარებლად.