საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი–სენაკი–ლესელიძის საავტომობილო გზის 143-ე კმ-ზე მდებარე რიკოთის საავტომობილო გვირაბში (ძველი გვირაბი) 12 მარტის ღამეს მოძრაობა აიკრძალება. მიზეზი გემიური პროფილაქტიკური სამუშაოებია.
“2024 წლის 12 მარტის 02:00 სთ-დან 05:00 სთ-მდე, დაგეგმილია გეგმიური პროფილაქტიკური სამუშაოები. რის გამოც, აღნიშნულ პერიოდში, საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი–სენაკი–ლესელიძის საავტომობილო გზის კმ132-კმ200 (სურამის კვანძი-ზესტაფონი) მონაკვეთზე იკრძალება მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა.
ჩაკეტვის პერიოდში ავტოტრანსპორტის ცალხმრივ რეჟიმში გადაადგილებას და საავტომობილო ნაკადების რეგულირებას უზრუნველყოფს შპს „არალი“,_ აცხადებენ საავტომობილო გზების დეპარტამენტში.