მსხვერპლით დასრულდა ავტოსაგზაო შემთხვევა დედოფლისწყაროში. გარდაცვლილია მუნიციპალიტეტის ერთ-ერთი საჯარო სკოლის პედაგოგი, 45 წლამდე ასაკის ქალი.
მსუბუქი ავტომანქანა, რომელსაც გარდაცვლილი მართავდა, მოცურდა და ბოძს შეეჯახა, რის შედეგადაც იგი ადგილზე გარდაიცვალა.
ცხედარი გურჯაანის რაიონულ პროზექტურაში, ექსპერტიზაზე გადაასვენეს.
გამოძიება მომხდარ ფაქტზე, სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის 6-ე ნაწილით დაიწყო.
































































