ამერიკელი სპეციალისტები დარწმუნებულები არიან, რომ კვების დროის შეღუდვა ზედმეტი წონის დაკლებისა და არტერიული წნევის დაქვეითების საშუალებას იძლევა.
ასეთი მიდგომით, ადამიანს, რომელსაც სურს გახდომა, შეუძლია ნებისმიერი რაოდენობით მიირთვას ყველაფერი, მაგრამ დღეში მხოლოდ რვა საათის განმავლობაში.
ექსპერიმენტში მონაწილეობდა 45 წლის ასაკის ჭარბის წონის მქონე 35 ადამიანი. 12 კვირის განმავლობაში მოხალისეები არ იზღუდებოდნენ საკვებში 10-დან 18 საათამდე. დანარჩენ დროს მონაწილეებს მხოლოდ წყლისა და არაკალორიული სხვა სასმელის მიღება შეეძლოთ.
კვლევის მსვლეობისას მოხალისეებმა საშუალოდ დაიკლეს საკუთარი წონის 3%. ეს იმ შედეგის ანალოგიური აღმოჩნდა, რომელიც დიეტების დაცვით მიიღეს სხვა ჯგუფის მოხალისეებმა.
ავტორი