„რატომღაც, გავრცელებულია მცდარი მოსაზრება, რომ სუპი სასარგებლოა ჯანმრთელობისთვის, მაგრამ, მავნებელია მათთვის, ვისაც გახდომა უნდა. უბრალოდ, გააჩნია წვნიანს, რადგან, არსებობს როგორც მსუყე და მაღალკალორიული, ისე მსუბუქი, დაბალკალორიული, ანუ, დიეტური სუპები, რომლებიც, შეგიძლიათ, მიირთვათ, რამდენიც გსურთ“, – ამტკიცებენ ამერიკელი დიეტოლოგები.
ვისაც მათი არ სჯერა, გარისკონ, „გადადონ თავი“ ერთი კვირით და ნახონ შედეგი. ასეთ სუპებს ისინი მიაკუთვნებენ საკვების იმ კატეგორიას, რომელიც წვავს ცხიმებს, სასარგებლოც არის, გემრიელიც და მაძღრისიც.
თავისებურება: ისევე, როგორც ყველა მონოდიეტა, სუპების დიეტაც ექსტრემალურად ითვლება ორგანიზმისთვის და ამიტომ მისმა ხანგრძლივობამ 2 კვირას არ უნდა გადააჭარბოს.
მოქმედების პრინციპი: ნებადართულია მხოლოდ ვეგეტარიანული, დაბალკალორიული წვნიანები. ყოველდღიურად უნდა მიირთვათ მხოლოდ ერთი სახეობის სუპი.
მოსალოდნელი შედეგი: კვირის ბოლოს წონაში დაიკლებთ 4-დან 5 კილოგრამამდე.