სამტრედიელი ლიზი ამაღლობელი მოსწავლეთა 77- ე სამეცნიერო-კვლევითი კონფერენციის გამარჯვებულია.
ცნობისთვის, თბილისში, წმინდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართულ უნივერსიტეტში მოსწავლეთა 77-ე სამეცნიერო კვლევითი კონფერენციის ფინალი და დაჯილდოვება გაიმართა.
ფინალამდე ორი რთული შესარჩევი ეტაპი იყო გასავლელი.
საქართველოს მასშტაბით ქართულ სექციაში ათი ფინალისტი შეირჩა. მათ შორის სამტრედიის მუნიციპალიტეტის მეთერთმეტე საჯარო სკოლის მეცხრე მესამე კლასის ოთხი მოსწავლე იყო: ლიზი ამაღლობელი, იოანნა სახოკია, თამარ ძიგუა, ლიკა მეგენეიშვილი.
ათი ფინალისტიდან პირველ ადგილზე გავიდა სამტრედიელი ლიზი ამაღლობელი. ქართული ენისა და ლიტერატურის პედაგოგი, მაია ლორია.