ფინანსთა მინისტრის მოადგილე მირზა გელაშვილი თანამდებობას ტოვებს. თანამდებობის დატოვების შესახებ ინფორმაცია გელაშვილმა LinkedIn-ზე დაწერა.
„საჯარო სამსახურში მუშაობის 10 წლის თავზე ვტოვებ ფინანსთა სამინისტროს.
შემდგომ საქმიანობას საკონსულტაციო სფეროში გავაგრძელებ.
კოლეგებს და პარტნიორებს – განსაკუთრებით მათ, ვისაც ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში პირადად ვერ დავემშვიდობე – მადლობას გიხდით თანამშრომლობისთვის და გისურვებთ წარმატებებს!
გილოცავთ დამოუკიდებლობის დღეს! საქართველოს მომავალი ევროპაშია!“- წერს მირზა გელაშვილი სოციალურ პლატფორმაზე.