პარლამენტის ბიურომ მიმდინარე კვირის პლენარული სხდომების დღის წესრიგში ცვლილებები შეიტანა.
განსახილველ საკითხებს „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონზე საქართველოს პრეზიდენტის მოტივირებული შენიშვნები დაემატა.
ასევე, პარლამენტი მესამე მოსმენით განიხილავს ევროკავშირის 9 რეკომენდაციის შესრულებასთან დაკავშირებულ 3 საკანონმდებლო პაკეტს, რომლითაც გათვალისწინებულია ცვლილებების შეტანა: „სპეციალური საგამოძიებო სამსახურის შესახებ”, პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ”, „კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ” და „საერთო სასამართლოების შესახებ” კანონებში.
ბიურომ კენჭსაყრელ საკითხებს საპროკურორო საბჭოს წევრად რატი იონათამიშვილის არჩევის საკითხი დაამატა.