საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა დღეს 7 მსჯავრდებული შეიწყალა.
როგორც პრეზიდენტის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში წერია, 5 მსჯავრდებული სრულად გათავისუფლდა პენიტენციურ დაწესებულებაში თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნული სასჯელის შემდგომი მოხდისაგან.
2 მსჯავრდებულს პენიტენციურ დაწესებულებაში მოსახდელად დარჩენილი სასჯელის ვადა შეუმცირდა, მათ შორის 1 ქალი მსჯავრდებულია.