თერჯოლის მუნიციპალიტეტის სოფელ ღვანკითში უბედურ შემთხვევას ქალი ემსხვერპლა. არსებული ინფორმაციით, ადგილობრივი მცხოვრები ადიდებულმა ღელემ გაიტაცა, რომელიც პირუტყვის მოსაყვანად იყო წასული. შემთხვევა გუშინ მოხდა.
ადგილობრივებმა ცხედარი რამდენიმე საათში იპოვეს.