2024 წლის 5 თვის მონაცემებით, სურსათის ეროვნულმა სააგენტომ რძისა და რძის პროდუქტების მწარმოებელ/გადამამუშავებელ ბიზნესოპერატორებთან უკვე განახორციელა 6729 სახელმწიფო კონტროლი. შედეგად გამოვლინდა 508 სამართალდარღვევა, რაზეც გატარდა კანონით გათვალისწინებული ღონისძიებები,_ამის შესახებ სურსათის ეროვნულმა სააგენტომ განაცხადა.
“გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის ოთარ შამუგიას დავალებით, სურსათის ეროვნულმა სააგენტომ მიმდინარე წელს, რძისა და რძის ნაწარმის კონტროლი გააძლიერა.
აღსანიშნავია, რომ 2020 წელს, რძის ცხიმის სისუფთავის განსაზღვრის მიზნით აღებულ 60 ნიმუშში დარღვევის მაჩვენებელმა შეადგინა 13%-ზე მეტი, ხოლო 2023 წელს აღებული 250 ნიმუშიდან დარღვევა 4,4%-ში გამოვლინდა”,_ ამბობენ სურსათის ეროვნულ სააგენტოში.