ამ წუთებში, ოზურგეთის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში, არასამთავრობო ორგანიზაცია „ეკოს“ დამფუძნებელი, ირმა გორდელაძე პრესკონფერენციას მართავს.
როგორც საზოგადოებისთვის არის ცნობილი, კომპანია „პარვუს ჯგუფი“ მდინარე ბჟუჟას ხეობაში ოთხი ჰესის მშენებლობას გეგმავს, რომლის სიმძლავრე 30 მგვ-მდე გაზარდა.
პრესკონფერენციაზე ირმა გორდელაძე დამსწრე საზოგადოებას აცნობს იმ შენიშვნებს და რეკომენდაციებს, რომელიც კომპანია „პარვუს ჯგუფის“ მიერ წარმოდგენილი სკოპინგის ანგარიშისა-შპს პარვუს ბასრა მდინარე ბჟუჟას ხეობაში ბასრა1, ბასრა2, ბასრა3, ბასრა4 ჰესების სიმძლავრეების გაზრდასა და ქსელზე დაერთების პროექტის სკოპინგის ანგარიშს.
შენიშვნები და რეკომენდაციები უკვე ირმა გორდელაძემ გააგზავნა გარემოს ეროვნულ სააგენტოში.
კომპანიამ საჯარო განხილვა ჩაატარა ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ გომის საჯარო სკოლის შენობაში, 26 ივნისს.
თუ რა შენიშვნები და რეკომენდაციები იქნა გაგზავნილი გარემოს ეროვნულ სააგენტოში „გურია ნიუსი“ რამდენიმე წუთში გააცნობს მკითხველს.