თბილისში, ნუცუბიძის ქუჩაზე, “გლოვოს” კურიერს პნევმატური იარაღით თავს დაესხნენ – ინფორმაციას შაბათის “ფორმულა” ავრცელებს.
„შეკვეთა მიუტანია და სახლში გაბრუნდა. დამირეკა ბოლო შეკვეთა მაქვს და მოვდივარო. მერე ისევ დამირეკა, დედა დაჭრილი ვარ, ქვემოთ ჩამოდიო. ჩავედი ქვემოთ და რას ვხედავ – ერთი ტყვია, მეორე ტყვია, მესამე ტყვია…
4 ბიჭი და 4 გოგო ჩამოსულან [ნუცუბიძიზე] ჯერ უცემიათ და მერე დაახალეს ტყვიები“, – ამბობს დაჭრილი კურიერის დედა „ფორმულასთან“.