მეტეოროლოგ კობა ფარტენაძის ინფორმაციით, უახლოეს დღეებში საქართველოში დილისა და შუადღის საათებში მზიანი ამინდი იქნება, საღამოობით კი კონვექციური ღრუბლების შექმნის ფონზე ლოკალიზებული წვიმისა და ელჭექის დიდი ალბათობაა.
“ამავდროულად, ტემპერატურული ფონი მაღალი იქნება.
დასავლეთ საქართველოში +35 C, აღმოსავლეთში +37 C, სანაპირო კურორტებზე +33 C. ზღვის წყლის ტემპერატურა კომფორტულია და 27 გრადუსია.
მზის ულტრაიისფერი სხივები კი მაღალია ინდექსით 9, რაც მზის დამცავი საშუალებების გამოყენების აუცილებლობას გულისხმობს”,_ ამბობს ფარტენაძე.