BBC- ის ინფორმაციით, მდინარე სენას დაბინძურებამ პარიზში ოლიმპიური ტრიათლონის ცურვის ვარჯიშის გაუქმება გამოიწვია.
მაუწყებლის ინფორმაციით, ეს ზედიზედ მეორე დღეა როცა ტრენინგი გაუქმდა მას შემდეგ, რაც კვირას “გაცნობის” სესია შეწყდა იმავე მიზეზით.
პარიზის 2024-ისა და World Triathlon-ის მიერ ორშაბათს გამოქვეყნებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ ტესტებმა აჩვენა, რომ წყლის ხარისხი ჯერ კიდევ მისაღები სტანდარტის ქვემოთ იყო და ორგანიზაციებს სურთ “გაიმეორონ, რომ პრიორიტეტი სპორტსმენების ჯანმრთელობაა”.
გავრცელებული ინფორმაციით, მამაკაცთა ტრიატლონი სამშაბათს უნდა დაიწყოს და თუ წყლის ხარისხი არ მიაღწევს საჭირო სტანდარტს რბოლის დღეს, ტრიათლონის ღონისძიებებს პროგრამაში ჩართული აქვს ორი საგანგებო დღე – 1 და 2 აგვისტო.
თუ წყლის ხარისხი არ ჩაითვლება შესაფერისად იმ დღეებშიც, ტრიათლონი გახდება დუათლონი, სადაც სპორტსმენები მხოლოდ ველორბოლაში და სირბილში ასპარეზობენ.