4 წლის ბავშვს თავში კისტის თოფის ტყვია მოხვდა. შემთხვევა მარნეულში მოხდა. არასრულწლოვანი ამ ეტაპზე თბილისში, ინგოროყვას კლინიკაში, მძიმე მდგომარეობაში, მართვით სუნთქვაზე იმყოფება. ინფორმაციას “რადიო მარნეული” ავრცელებს.
ბავშვის მშობლებისა და ნათესავების თქმით, ბიჭი თამაშის დროს დაეცა და თავის დაზიანება მიიღო. თუმცა მარნეულის “ჯეო ჰოსპიტალსის” პედიატრიის განყოფილების უფროსმა და გადაუდებელი პედიატრიის ექიმ ელმან სადიკოვის განცხადებით, სამედიცინო კვლევებით გაირკვა, რომ ბავშვს თავში კისტის თოფის ტყვია ჰქონდა მოხვედრილი.
ვრცლად: marneulifm