სენაკში გამთენიისას მძიმე ავარია მოხდა.
“გურია ნიუსის” წყაროს ცნობით, მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა და მსუბუქი ავტომობილი, რომელშიც 5 პირი ისხდა, გზიდან გადავარდა.
შემთხვევის შედეგად, ახალგაზრდა ქალი ადგილზევე დაიღუპა, 4 დაშავდა. ისინი კლინკაში გადაიყვანეს. ჩვენი ინფორმაციით, 2 დაშავებულის მდგომარეობა მძიმეა.
როგორც “გურია ნიუსს” შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით დაიწყო.
ავტორი