23 წლის კურიერს, ნიკოლოზ გიორგაძეს, რომელსაც რამდენიმე დღის წინ თბილისში ავტომობილი დაეჯახა, საზოგადოების დახმარება სჭირდება.
“მეგობრებო, ჩემი მეგობრის ოჯახს თქვენი დახმარება სჭირდება.
17 აგვისტოს, 23:00 სთ-ზე თბილისში, მუხრან მაჭავარიანის ქუჩაზე ავტომობილი მოძრავ კურიერს დაეჯახა.
მოპედის მძღოლი ნიკოლოზ გიორგაძე თბილისის ცენტრალურ საავადმყოფოში რეანიმაციულ განყოფილებაშია მოთავსებული. პაციენტის მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა. ნიკოლოზს აღენიშნება მრავლობითი მოტეხილობა. ჩაუტარდა გადაუდებელი ოპერაციები. მრავლობითი ჭრილობების ფონზე განუვითარდა სეფსისი. ყოველდღე ესაჭიროება მეორე დადებითი სისხლის გადასხმა.
პაციენტი იმყოფება ხელოვნურ კომაში. ოჯახს სჭირდება ფინანსური დახმარება, გთხოვთ, თქვენი წვლილი შეიტანოთ 23 წლის ბიჭის სიცოცხლის გადარჩენაში. ასეთ დროს თითოეული ლარიც გადამწყვეტია ოჯახისთვის.
მიმღები: მისი და, ია გიორგაძე
თიბისი ბანკი: #GE06TB7853845064300019
საქართველოს ბანკი: #GE08BG0000000589637282” – ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.