გუშინ ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა ბათუმში _ როგორც “გურია ნიუსს” უყვებიან, ერთმანეთს მსუბუქი ავტომანქანა და მოპედი შეეჯახა.
“მოპედზე ბავშვები ისხდნენ, დაახლოებით, 15 წლისები. ერთი ადგილზე დაიღუპა, მეორე, როგორც მერე გახდა ცნობილი სასწრაფო დახმარების მანქანაში გარდაიცვალა. მძიმე ავარია იყო ძალიან.
რა უნდა ვთქვა, ადრეა 15 წლის ბავშვისთვის ამ გადატვირთულ მოძრაობაში მოპედით სიარული. ადრეა, ძალიან ადრე! ყველა მშობელს უნდა შვილი გაახაროს, მაგრამ ძალიან სარისკოა. ნუ შეუძენთ მოტოებს ასე პატარებს. მშობლებო, გაუფრთხილდით შვილების სიცოცხლეს!”, _ ამბობს “გურია ნიუსთან” წყარო.