ოზურგეთის საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსმა, ლალი სიჭინავამ „გურია ნიუსს“ დაუდასტურა ინფორმაცია, რომ ქალაქ ოზურგეთის #4 საჯარო სკოლის დირექტორად ერთ დროს ამავე რესურსცენტრის თანამშრომელი, თემურ მოქია დაინიშა.
„მინისტრმა, კანონის წესით გასულ კვირის ბოლო ბატონი თემურ მოქია დანიშნა ოზურგეთის #4 საჯარო სკოლის დირექტორად,“ – გვითხრა ლალი სიჭინავამ.
ოზურგეთის #4 საჯარო სკოლაში ორჯერ გამოცხადებული დირექტორობის კონკურსი ჩაიშალა. სამეურვეო საბჭოს წინაშე ორჯერ მოუხდა გასვლა ამავე სკოლის პედაგოგს ხათუნა ლომთაძეს, მაგრამ ის არ აირჩიეს დირექტორად.
შეიძლება ითქვა, რომ ის დაპირისპირება, რომელიც სკოლის დირექტორობის პერიოდში მიმდინარეობა ასე დასრულდა. მოიპოვებს თუ არა თემურ მოქია #4 საჯარო სკოლის პედაგოგების და მოსწავლეების მხარდაჭერას ამას მომავალი გვიჩვენებს.
ტარიელ კალანდაძე 30 წელი იყო ოზურგეთის #4 საჯარო სკოლის დირექტორი. ის აღნიშნულ სკოლაში პედაგოგად გააგრძელებს მუშაობას.