იწყება სამოცდამეათე ეტაპი სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ს მიერ ახალდაბადებული მესამე და შემდგომი ბავშვის მონათვლისა.
ამის შესახებ საპატრიარქო აცხადებს და დეტალებზე ინფორმაციას აზიარებს.
„ნათლობის მსურველთა რეგისტრაცია იწარმოებს საქართველოს საპატრიარქოში ა.წ. 9 სექტემბრიდან 23 სექტემბრის ჩათვლით 12 საათიდან 16 საათამდე (შაბათ-კვირისა და საეკლესიო დღესასწაულების გარდა).
რეგისტრაციის მსურველებმა თან უნდა იქონიონ:
მშობლების პირადობის მოწმობების ასლები;
მშობლების ჯვრისწერისა და ქორწინების მოწმობების ასლები;
შვილების დაბადებისა და ნათლობის მოწმობების ასლები;
მოსანათლის 2 ფოტო 3X4-ზე დაბეჭდილი CD დისკით;
ოჯახის 1 ფოტო 10×15-ზე დაბეჭდილი CD დისკით;
საკონტაქტო ტელეფონები:
593 90 08 10
558 65 11 59
593 46 45 71“ – აღნიშნულია ინფორმაციაში.