https://sinatle.media/
გურია ნიუსი
  • მთავარი
    • ყველა
    • დღის ფოტო
    • კულტურა
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • სპორტი
    • ფინანსები

    ნევროლოგი ალექსანდრე ცისკარიძე ექიმ მაია კოხტაშვილის დაკავებას ეხმაურება: მოქმედი რეგულაცია ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებს

     „კოალიცია ცვლილებისთვის“ გიორგი ბარამიძის დაკავებას ეხმაურება

    სეს-მა ვეტერინარული კლინიკა ვადაგასული პრეპარატების რეალიზაციის გამო დააჯარიმა

    მოემზადე ახალი სასწავლო წლისთვის – საქართველოს ბანკის შეთავაზებები სტუდენტებისთვის და მოსწავლეებისთვის

    თუ საზღვარგარეთ სწავლა გსურს: 5 რჩევა  საქართველოს ბანკის Fulbright-ის სტიპენდიანტისგან

    გადაწყვეტილება, რომელიც 2 დღეში ამოქმედდება – რა უნდა იცოდნენ მძღოლებმა

    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV

    „მინდა, რომ ჩაგეხუტო“ _ სიყვარულის ისტორია “გურია ნიუსის“ არქივში

    ხანძარი ავჭალაში _ ვიდეოკადრები შემთხვევის ადგილიდან

    ია მამალაძე: “მედიის თავისუფლება ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ქვაკუთხედია”

    აპრილის თოვლი გურიაში

    დაკავებულებს თეთრ მიკროავტობუსებში ამწყვდევენ

    ნიღბიანი კაცი პოლიციის ფორმის გარეშე “გურია ნიუსის“ კამერას ხელს ურტყამს

  • კარმიდამო ჩემი
    • ყველა
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
    • ჩვენი რჩევები
    • ხელგარჯილობა

    მარალფალფა -საუცხოო საკვები პირუტყვისთვის  და შოთა მახარაძის გამართლებული ცდა

    სოფლის განვითარების პრობლემები  გურიაში: „ ახლა ჰაერივით საჭიროა მაგალითების შექმნა“

    როგორია კვერცხის შეღებვის საუკეთესო წესი

    მძაღის საწებელი – უძველესი გურული საწებლის რეცეპტი

    როგორ განვაახლოთ ბუნებრივად და ხელოვნურად ტყე

    “სასულიერო ცხოვრება სამეურნეო საქმიანობას არ გამორიცხავს _ ასეც უნდა იყოს”

    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია

    მთის არწივი – ვაჟა-ფშაველა

    „კომსომოლისტების“ თარეში თბილისში

    ბედისწერამ თავისი გაიტანა

    ქართული ნაციონალიზმი

    როგორ გადაურჩა ქართველობა ციმბირში გადასახლებას

     „ჩვენი ერთობა“, 26 მაისი, 1925 წელი

  • ფეისბუქსტატუსები

    ,,მგონი ვიცი, რაც ემართებათ სუსის უფროსებს“ – ნინო ჯანგირაშვილი

    კახა კახიშვილი: „ასეთი მეთოდებით ბრძოლამ არ უნდა მიგვიყვანოს იქამდე, რომ ექიმებს ავადმყოფის დახმარების შეეშინდეთ“

    სიმონ ჯანაშია: 90-იან წლებში დაგვაბრუნეს, სადაც პარტიის ლოიალობა წყვეტდა სახელმძღვანელოს ბედს და არა პროფესიონალიზმი

    ამირან გამყრელიძე ხელისუფლებას მოუწოდებს, ნაჩქარევად მიღებულ ჯანდაცვის რეგულაციებს გადახედოს

    “ბიძინას კატეგორიულად არ აწყობს, დაბრალდეს თუნდაც ერთი მკვლელობა” – ბაია პატარაია

    “სანამ ცოცხლები ვართ, ამის ძალა გვაქვს“ — გიორგი კეკელიძე ფერისცვალებაზე

  • 21-ს ქვევით

    96 მედალოსანი და 7 აბიტურიენტი – ოზურგეთში წარმატებული კურსდამთავრებულების დაჯილდოების ცერემონია გაიმართა

    ეროვნული გამოცდები ოზურგეთში: სიახლეა ის, რომ ახლა მესამე საჯარო სკოლაა მასპინძელი

    როგორ იქცევა ჩვეულებრივი საკლასო დავალება რეალობად?- მეშვიდე კლასის მოსწავლე ბუდუ ზივზივაძეს შეხვდა

    ბედნიერი გზებით იარეთ, ბავშვებო! _ნიჭის ზეიმი შუაფარცხმის საჯარო სკოლის სცენაზე

    რომელი არჩევითი საგნებია წელს ყველაზე მოთხოვნადი? — გამოცდების ცენტრის სტატისტიკა

    შემოქმედებითი საღამო-დაჯილდოება ჩოხატაურის მართლმადიდებლურ სკოლაში

  • მსოფლიო

    მაკრონი: “ჩვენი დღევანდელი და ხვალინდელი უსაფრთხოება სასწორზე დევს უკრაინაში”

    საფრანგეთის პრეზიდენტმა საწვავის მკვეთრ გაძვირებას “გაუსაძლისი” უწოდა

    რუსეთ-უკრაინის ომი: უკრაინის კონტრიერიში ლიმანისკენ, რუსული დრონების ახალი ტალღა და კრემლის მზარდი პრობლემები საწვავის სექტორში

    რუსეთ-უკრაინის ომი: 15 სექტემბრის მთავარი მოვლენები

    რუსეთ-უკრაინის ომი: 14 სექტემბრის მთავარი მოვლენები

    Associated Press: “ტრამპის შვილის ქორწილი პუტინის მეგობარმა ასობით ათასი დოლარით დააფინანსა”

  • გართობა
    • ყველა
    • ა კიდო
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო
შედეგი არ არის
ყველა შედეგი
  • მთავარი
    • ყველა
    • დღის ფოტო
    • კულტურა
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • სპორტი
    • ფინანსები

    ნევროლოგი ალექსანდრე ცისკარიძე ექიმ მაია კოხტაშვილის დაკავებას ეხმაურება: მოქმედი რეგულაცია ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებს

     „კოალიცია ცვლილებისთვის“ გიორგი ბარამიძის დაკავებას ეხმაურება

    სეს-მა ვეტერინარული კლინიკა ვადაგასული პრეპარატების რეალიზაციის გამო დააჯარიმა

    მოემზადე ახალი სასწავლო წლისთვის – საქართველოს ბანკის შეთავაზებები სტუდენტებისთვის და მოსწავლეებისთვის

    თუ საზღვარგარეთ სწავლა გსურს: 5 რჩევა  საქართველოს ბანკის Fulbright-ის სტიპენდიანტისგან

    გადაწყვეტილება, რომელიც 2 დღეში ამოქმედდება – რა უნდა იცოდნენ მძღოლებმა

    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV

    „მინდა, რომ ჩაგეხუტო“ _ სიყვარულის ისტორია “გურია ნიუსის“ არქივში

    ხანძარი ავჭალაში _ ვიდეოკადრები შემთხვევის ადგილიდან

    ია მამალაძე: “მედიის თავისუფლება ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ქვაკუთხედია”

    აპრილის თოვლი გურიაში

    დაკავებულებს თეთრ მიკროავტობუსებში ამწყვდევენ

    ნიღბიანი კაცი პოლიციის ფორმის გარეშე “გურია ნიუსის“ კამერას ხელს ურტყამს

  • კარმიდამო ჩემი
    • ყველა
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
    • ჩვენი რჩევები
    • ხელგარჯილობა

    მარალფალფა -საუცხოო საკვები პირუტყვისთვის  და შოთა მახარაძის გამართლებული ცდა

    სოფლის განვითარების პრობლემები  გურიაში: „ ახლა ჰაერივით საჭიროა მაგალითების შექმნა“

    როგორია კვერცხის შეღებვის საუკეთესო წესი

    მძაღის საწებელი – უძველესი გურული საწებლის რეცეპტი

    როგორ განვაახლოთ ბუნებრივად და ხელოვნურად ტყე

    “სასულიერო ცხოვრება სამეურნეო საქმიანობას არ გამორიცხავს _ ასეც უნდა იყოს”

    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია

    მთის არწივი – ვაჟა-ფშაველა

    „კომსომოლისტების“ თარეში თბილისში

    ბედისწერამ თავისი გაიტანა

    ქართული ნაციონალიზმი

    როგორ გადაურჩა ქართველობა ციმბირში გადასახლებას

     „ჩვენი ერთობა“, 26 მაისი, 1925 წელი

  • ფეისბუქსტატუსები

    ,,მგონი ვიცი, რაც ემართებათ სუსის უფროსებს“ – ნინო ჯანგირაშვილი

    კახა კახიშვილი: „ასეთი მეთოდებით ბრძოლამ არ უნდა მიგვიყვანოს იქამდე, რომ ექიმებს ავადმყოფის დახმარების შეეშინდეთ“

    სიმონ ჯანაშია: 90-იან წლებში დაგვაბრუნეს, სადაც პარტიის ლოიალობა წყვეტდა სახელმძღვანელოს ბედს და არა პროფესიონალიზმი

    ამირან გამყრელიძე ხელისუფლებას მოუწოდებს, ნაჩქარევად მიღებულ ჯანდაცვის რეგულაციებს გადახედოს

    “ბიძინას კატეგორიულად არ აწყობს, დაბრალდეს თუნდაც ერთი მკვლელობა” – ბაია პატარაია

    “სანამ ცოცხლები ვართ, ამის ძალა გვაქვს“ — გიორგი კეკელიძე ფერისცვალებაზე

  • 21-ს ქვევით

    96 მედალოსანი და 7 აბიტურიენტი – ოზურგეთში წარმატებული კურსდამთავრებულების დაჯილდოების ცერემონია გაიმართა

    ეროვნული გამოცდები ოზურგეთში: სიახლეა ის, რომ ახლა მესამე საჯარო სკოლაა მასპინძელი

    როგორ იქცევა ჩვეულებრივი საკლასო დავალება რეალობად?- მეშვიდე კლასის მოსწავლე ბუდუ ზივზივაძეს შეხვდა

    ბედნიერი გზებით იარეთ, ბავშვებო! _ნიჭის ზეიმი შუაფარცხმის საჯარო სკოლის სცენაზე

    რომელი არჩევითი საგნებია წელს ყველაზე მოთხოვნადი? — გამოცდების ცენტრის სტატისტიკა

    შემოქმედებითი საღამო-დაჯილდოება ჩოხატაურის მართლმადიდებლურ სკოლაში

  • მსოფლიო

    მაკრონი: “ჩვენი დღევანდელი და ხვალინდელი უსაფრთხოება სასწორზე დევს უკრაინაში”

    საფრანგეთის პრეზიდენტმა საწვავის მკვეთრ გაძვირებას “გაუსაძლისი” უწოდა

    რუსეთ-უკრაინის ომი: უკრაინის კონტრიერიში ლიმანისკენ, რუსული დრონების ახალი ტალღა და კრემლის მზარდი პრობლემები საწვავის სექტორში

    რუსეთ-უკრაინის ომი: 15 სექტემბრის მთავარი მოვლენები

    რუსეთ-უკრაინის ომი: 14 სექტემბრის მთავარი მოვლენები

    Associated Press: “ტრამპის შვილის ქორწილი პუტინის მეგობარმა ასობით ათასი დოლარით დააფინანსა”

  • გართობა
    • ყველა
    • ა კიდო
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო
შედეგი არ არის
ყველა შედეგი
გურია ნიუსი
შედეგი არ არის
ყველა შედეგი

რამდენი საარჩევნო უბანი იქნება გურიაში და რატომ არ ტარდება არჩევნები ერთი მეთოდით _ ინტერვიუ ცესკოს თავმჯდომარესთან

11:26; 5.09.2024
საზოგადოება
Share on FacebookShare on TwitterEmail

 26 ოქტომბერს საქართველოში საპარლამენტო არჩევნები ტარდება. ისტორიაში პირველად, ქვეყანაში საპარლამენტო არჩევნები სრულად პროპორციული სისტემით ჩატარდება. წლევანდელი საპარლამენტო არჩევნები ასევე, მნიშვნელოვანია იმ კუთხით, რომ პირველად საქართველოს ისტორიაში ის ჩატარდება ელექტრონული საშუალებებით, რომლის გამოყენებასაც ამომრჩეველთა თითქმის 90% შეძლებს, 10%-ს კი ხმის მიცემა კვლავ ტრადიციული მეთოდით მოუწევს.

 რატომ ვერ აძლევს ხმას დარჩენილი ამომრჩევლების 10% ელექტრონული ტექნოლოგიების გამოყენებით და გურიაში  რამდენ საარჩევნო უბანზე იქნება არჩევნები ელექტრონული ტექნოლოგიების გამოყენებით,_ ამ და სხვა საკითხებზე “გურია ნიუსი” ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეს, გიორგი კალანდარიშვილს ესაუბრა.

_ ბატონო გიორგი, რა სიახლეები ელოდება 26 ოქტომბერს საარჩევნო უბანზე მისულ ამომრჩეველს?

 _  26 ოქტომბერს გაიმართება მორიგი პარლამენტის არჩევნები, რომელიც რამდენიმე ფაქტორის გამო არის მნიშვნელოვანი. დავიწყოთ პირველი იმით, რომ ეს არის ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მოპოვება, რომლის ფარგლებშიც პირველად ტარდება არჩევნები, რაც, თავის მხრივ, ნიშნავს, რომ კიდევ უფრო განვითარებით, ევროპული სტანდარტებით და მომზადებით უნდა შევხვდეთ ამ არჩევნებს. მეორე მნიშვნელოვანი კომპონენტი გახლავთ საარჩევნო სისტემის ცვლილება, რომელიც ამომრჩევლისთვის სიახლეს წარმოადგენს. შერეული საარჩევნო სისტემიდან გადავედით პროპორციულზე, რაც ნიშნავს რომ ამომრჩეველმა ამ არჩევნებში და ყველა შემდგომ საპარლამენტო არჩევნებშიც უნდა აირჩიოს მისთვის სასურველი პოლიტიკური გაერთიანება. მესამე და მნიშვნელოვანი, ჩვენი უფლებამოსილების ფარგლებს მიკუთვნებული საკითხი ეს არის ფართომასშტაბიანი ინტერვენცია, რომლის ფარგლებშიც ამომრჩეველთა 90% შეძლებს, მიიღოს ისეთი სერვისი, როგორიცაა ამომრჩევლის ვერიფიკაცია, იდენთიფიკაცია, რა პროცესის შემდგომაც ამომრჩეველს ექნება შესაძლებლობა, მოდიფიცირებული ბიულეტენის გამოყენების გზით განათავსოს მისი ხმა ხმის მთვლელ ელექტრონულ აპარატში, იგივე ოპტიკურ  სკანერებში, რომელიც უზრუნველყოფს სწრაფ დათვლას, წინასწარი შედეგების დაჩქარებულ და შემჭიდროვებულ ვადებში გამოქვეყნების შესაძლებლობას, რა კომპონენტშიც ასევე გამოიყენება მესამე ტექნოლოგიური საშუალება, ეს არის პლანშეტები, რომელთა მეშვეობითაც ამ აპარატების მიერ დათვლილი შედეგები, ისევე, როგორც  შემდგომ მატერიალური სახით შედგენილი შედეგები გადაიგზავნება პირდაპირ ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში საარჩევნო უბნებიდან. განვლილი პილოტების ანალიზის და შეფასების შედეგად შეგვიძლია, დღეს ვთქვათ, რომ მნიშვნელოვნად შემჭიდროვებულ ვადებში იქნება წინასწარი მონაცემები გამოქვეყნებული. რაც, ჩვენი ვარაუდით, მოიცავს, საღამოს 9 საათიდან 10 საათამდე პერიოდს, საშუალოდ, საღამოს 9:30-ს, რაც არის მნიშვნელოვნად შემცირებული დრო, რაც საზოგადოებას მალე მისცემს საშუალებას მოისმინის წინასწარი შედეგები.

როცა ვსაუბრობთ ტექნოლოგიაზე, უნდა ავღნიშნოთ ის უპირატესობა,  რაც ამ ტექნოლოგიას გააჩნია. ეს არის უსაფრთხოება, მაღალი გამჭვირვალობა კენჭისყრის პროცესში მეტი სიმარტივე, მეტი სანდოობისკენ გადადგმული მნიშვნელოვანი ნაბიჯი. საბოლოო ჯამში უზრუნველყოფს კენჭისყრის დღის ეფექტიან ადმინისტრირებას და პასუხს გასცემს ყველა იმ წუხილსა და მანიპულაციას, რაც ამ საკითხთან მიმართებაში დღემდე არსებოდა. ასევე აღსანიშნავია, ისიც რომ ეს უზრუნველყოფს ადამიანური ფაქტორით გამოწვეული შეცდომების მინიმუმამდე დაყვანას. როდესაც ვსაუბრობთ ტექნოლოგიაზე ჩნდება კითხვები, ხომ არ ექნება ადგილი ინტერნეტის გამოყენებას, ხომ არაა მოწყვლადი ეს აპარატები კიბერსაფრთხეებთან მიმართებაში და უნდა აღინიშნოს, ასევე საერთაშორისო პრაქტიკის ანალიზის შედეგად, კანონმდებელმა გაითვალისწინა აღნიშნული საფრთხეები და არცერთი კომპონენტის გამოყენების ფარგლებში ინტერნეტის გამოყენებას არ ექნება ადგილი. მათ შორის არც ვერიფიკაციის და ხმის მიცემის აპარატი ერთმანეთთან არ იქნება დაკავშირებული, რაც ხსნის მოწყვლადობას კიბერსაფრთხეებთან მიმართებაში. თუმცა აქვე უნდა აღინიშნოს, რომ დარჩენლი ამომრჩევლების 10 % ხმას მისცემს ტრადიციული რეგულარული გზით,  თუმცა აქაც გვაქვს სიახლეები, რომელიც გულისხომს პლანშეტების მეშვეობით შედეგების გადაგზავნას საარჩევნო კომისიაში და ასევე კენჭისყრის დასრულების შემდგომ სპეციალურ დათვლის ცენტრებში ყველა ბიულეტენების გაციფრულებას და საჯარო სივრცეში ხელმისაწვდომად განთავსებას, რაც ნებისმიერ დაინტერესებულ პირს მისცემს საშუალებას, ბიულეტინზე ასახული ინფორმაცია გადაამოწმოს შემაჯამებელ ოქმთან მიმართებაში. მნიშვნელოვანია, რომ პროცესში არსებობდეს თეორიული მანიპულაციებისგან და სპეკულაციებისგან მაქსიმალური თავდაცვა და ასეთ შემთხვევაში, საარჩევნო უბნებზე გახორციელდება სავალდებულო წილისყრის პროცედურა, რომლის ფარგლებშიც გამოვლინდება 5-5 საარჩევნო უბანი,  რომელიც გადაითვლება თავიდან, ასევე ის უბანი, სადაც განთავსებული იქნება ტექნოლოგიები, გადაითვლება ხელით, რაც მნიშვნელოვან საჯაროობას შესძენს ხმების დათვლის პროცესს.

 _ ბატონო გიორგი, რით არის განპირობებული, რომ ამომრჩევლების 10% ხმას აძლევს ძველი მეთოდით?

 _ მოდი, ცოტა მიმოვიხილოთ ის ისტორია რაც გამოიარა ზოგადად ამ ტექნოლოგიურმა ინტერვენციამ. უპირველეს ყოვლისა უნდა აღინიშნოს რომ 2018 წლიდან ინსტიტუციამ  დაიწყო სხვადასხვა ტექნოლოგიური საშუალებების პილოტირება, მათ შორის სხვადასხვა ქვეყანაში წამოებული და გამოყენებულის  და მივედით იქამდე, რომ 8 პილოტი, რომელიც ჩატარდა და პასუხობს ევროპულ სტანდარტებს და ეს სტანდარტი გულისხმობს, რომ სანამ ქვეყანა აირჩევს ტექნოლოგიის გამოყენებას, ის რამდენჯერმე უნდა იყოს პილოტირებული, ტესტირებული, ადგილობრივ საჭიროებებზე მორგებული, ადაპტირებული და  მე მოხარული ვარ, რომ ჩვენ ინსტიტუციას მოგვეცა საშუალება სხვადასხვა არჩევნებზე, მიუხედავად მასშტაბისა, რომ გაგვეეტესტა, ჩართულ მხარეებთან ერთად გვენახა რისკები, გაუმჯობესების საჭიროებები, და სრული პასუხისმგებლობით მინდა ვთქვა, რომ სხვადასხვა ადგილობრივი თუ საერთაშორისო ორგანიზაციების, პოლიტიკური პარტიების რეკომენდაციენის და მიგნებებების საფუძველზე, ჩვენ მნიშვნელოვნად დავხვეწეთ, გავაუმჯობესეთ, გავითვალისწინეთ რისკები და მივედით იქამდე, სადანამდეც მივედით და რაც, საბოლოო ჯამში, საერთაშორისო პრაქტიკის ანალიზთან და შესწავლასთან ერთად დაედო საფუძვლად საკანონმდებლო ორგანოში მრავალპარტიულ შეთანხმებას.

პირველ რიგში, უნდა აღინიშნოს, რომ ეს არის კანონმდებლის მიერ დანაწესი, თუმცა ეს დანაწესი პასუხობს საერთაშორისო სტანდარტებს რომლის ფარგლებშიც ტექნოლოგიები, იგივე ხარჯეფექტიანობიდან გამომდინარე არ იყოს სრულად გამოყენებული. მაგალითად, თუ ჩვენ განვიხილავთ იმ შემთხვევას, რომელი არის ასეთი უბნები სადაც ტექნოლლოგიური საშუალებები არ დაიდგმება, ეს არის ძირითადად უბნები, სადაც 300-ზე ნაკლები ამომრჩეველია. როცა ტექნოლოგია ინერგება, მისი მთავარი მიზანია, რომ  დაჩქარდეს პროცესი, შეცდომები იყოს გამორიცხული, აქსელერაცია გახორციელდეს შედეგების შედგენის კონკრეტულ საარჩევნო უბანზე. თუ გადავხედავთ სტატისტიკას  წლების მიხედვით იმ უბნების სადაც 300-ზე ნაკლები ამომრჩეველია, ვნახავთ, რომ აქტივობა ზოგადად დაბალია, რაც თავისთავად გამორიცხავს ტექნოლოგიის გამოყენების საჭიროებას,  როცა 50, 100 ან 150 ხმაა დასათვლელი. თუმცა, ეს არ ნიშნავს, რომ ყველა ტრადიციულ უბანზე 300-ზე ნაკლები ამომრჩეველია.

არის ისეთი საარჩევნო უბნებიც, რომლებიც საოლქო  საარჩევნო კომისიის განთავსების ლოკაციიდან 20 კილომეტრის რადიუსს აღემატება და 300-ზე მეტია ამომრჩეველი, შესაბამისად, ხარჯეფექტიანობიდან გამომდინარე, საერთაშორისო პრაქტიკაში არსებობს ასეთი სტანდარტი და უნდა აღინიშნოს ისიც, რომ საკანონმდებლო ორგანოში მიღებული იქნა გადაწყვეტილება არანაკლებ 70% ამომრჩევლებისთვის ამ შესაძლებლობის მიცემისთვის და განსაზღვრა რამდენიმე კრიტერიუმი, რომ უნდა ყოფილიყო დედაქალაქი, თვითმმართველი 5 ქალაქი, რაიონული ცენტრები სადაც  უპირობოდ ტექნოლოგიური საშუალებები უნდა ყოფილიყო,  ამ უბნების განსაზღვრის უფლება კი მიეცა ინსტიტუციას. უნდა ყოფილიყო 70% ტექნოლოგიები და დანარჩენი ძველი მეთოდით. დავდექით გამოწვევის წინაშე, უნდა მიგვეღო ისეთი გადაწყვეტილება რომელიც ოპტიმალური და მისაღები იქნებოდა არჩევნებში ჩართული მხარეებისთვის, ვგულისხმობ, პოლიტიკური გაერთიანებებისთვის.

ჩვენ დავდექით გამოწვევის წინაშე იმიტომ რომ კანონში არსებული კრიტერიუმების შესაბამისად  70%  ამომრჩევლებზე ვერ გავდიოდით. ამიტომ გადავწყვიტეთ მოგვეფიქრებინა კრიტერიუმი, რაც დააზღვევდა მანიპულაციებს, რატომ დავუშვათ a უბანი და არა b უბანი და ა,შ. გვინდოდა ყველასთვის მისაღები გონივრული კრიტერიუმი, ამისთვის შევხვდით არასამთავრობო ორგანიზაციებს, პოლიტიკურ პარტიებს და შევთანბხმდით რომ 300 -ზე ნაკლები ამომრჩეველი და ეს 20 კილომეტრიანი რადიუსი ყოფილიყო განმსაზღვრელი, რამაც 70%-ისთვის კი არა, 90%-ისთვის მოგვცა შესაძლებლობა. შესაბამისად შეიძლებ ითქვას, რომ არჩევნები სრულად მოდერნიზებულია.

90%-ის შემთხვევაში არის სამკომპონენტიანი ტექნოლოგიების გამოყენება, ტრადიციულ საარჩევნო უბნებში ასევე მნიშვნელოვანი მეთოდიებია გამოყენებული, რომ შედეგების მოწოდება იყოს უზრუნველყოფილი და ამასთანავე სანდოობა, ღიაობა და ხელმისაწვდომობა იყოს შედეგების დამდგენ დოკუმენტებთან, როგორიც არის ბიულეტენები, შემაჯამებელი ოქმი, რომელიც როგორც უკვე აღვნიშნე განთავსდება საჯაროდ და ხელმისაწვდომი იქნება ნებისმიერი დაინტერესებული პირისთვის. შესაბამისად,ე ს სრულად პასუხობს საერთაშორისო  პრაქტიკას, რაც ამ მიმართულებით არსებობს, იმიტომ რომ ტექნოლოგიური საშუალებები გარკვეულ ფინანსურ რესურსთან არის დაკავშირებული, გარკვეულ მოწესრიგებასთან, მათ შორის შესაბამის ინფრასტრუქტურულ და სხვა ტიპის ლოჯისტიკურ საკითხებთან და ამ ყველაფრის ერთიანობით და გაანალიზებით იქნა მიღებული ის  გადაწყვეტილება, რა მოცემულობის წინაშეც დღეს საარჩევნო პროცესში ტექნოლოგიური საშაულებების გამოყენებაა.

 _ ბატონო გიორგი, თუ არის უკვე ცნობილი, რამდენი საარჩევნო უბანი იქნება გურიაში?

 _ მთელი ქვეყნის მასშტაბით, 3030 საარჩენო უბანი შეიქმნება, საიდანაც 2262 საარჩევნო უბანი იქნება ტექნოლოგიური, დანარჩენი კი ტრადიციული. რაც შეეხება გურიას, საერთო ჯამში, ამომრჩევლებს მოემსახურება 109 საარჩევნო უბანი, ოზურგეთში იქნება _45, ლანჩხუთში _ 31, ხოლო ჩოხატაურში 33 საარჩევნო უბანი.

ოზურგეთის შემთხვევაში, 45 საარჩევნო უბნიდან 41 იქნება ტექნოლოგიებით; ლანჩხუთის შემთხვევაში, 31 საარჩევნო უბნიდან 25-ში იქნება ტექნოლოგიები გამოყენებული, ხოლო ჩოხატაურის შემთხვევაში, 33 საარჩევნო უბნიდან 20 იქნება ტექნოლოგიების გამოყენებით, დანარჩენი საარჩევნო  უბნები კი, ტრადიციული წესის გამოყენებით განისაზღვრება. ასევე მინდა აღვნიშნო, რომ ზუსტად ტექნოლოგიის გამოყენებამ,  ხარჯეფექტიანობის და სხვა ლოჯისტიკური გარემოებების  გამო გამოიწვია საარჩევნო უბნების განმსხვილება, რაც ასევე საკანონმდებლო განაწესს წარმოადგენს. თუ წინა არჩევნების დროს, დაახლოებით, 3700 საარჩევნო უბანს ვქმნიდით, წელს  3030 შეიქმნება. გურიის მაგალითზე თუ ვიმსჯელებთ, სამივე მაჟორიტარულ  ოლქში თუ  წინა არჩევნებზე _ 2021 წელს იყო 138 საარჩევნო უბანი, წელს 109 საარჩევნო უბანი შეიქმნება.

 _ რა უნდა ქნას ამომრჩეველმა თუ თავს ვერ აღმოაჩენს ამომრჩეველთა სიაში?

 _ არჩევნები საერთო საქმეა, იმიტომ რომ, პირველ რიგში, ჩვენ სრულად ვაცნობიერებთ ჩვენს პასუხისმგებლობას და ვალდებულებას არჩევნების მაღალ დონეზე ადმინისტრირებასთან მიმართებაში, მაგრამ ყველა ჩართულ მხარეს აქვს პირდაპირი თუ ირიბი პასუხისმგებლობა და კონტრიბუცია ამ პროცესში. ამომრჩევლის აქტიურობა და ინფორმირებულობა არის ძალიან მნიშვნელოვანი. მათ შორის, თუნდაც ამომრჩეველთა სიებში საკუთარი თავისა და ოჯახის წევრების გადამოწმება, რადგან საარჩევნო სიები დგება რამდენიმე უწყების მიერ მოწოდებული მონაცემების საფუძველზე. საარჩევნო ადმინისტრაციის ერთადერთი ფუნქცია ამ შემთხვევაში არის მოახდინოს ამ ინფორმაციის აკუმულირება და საარჩევნო უბნებზე დაყოფა.

ამომრჩევლის როლი არის, რომ თუ ის ვერ აღმოაჩენს თავს, ან აღმოაჩენს თავს სხვა საარჩევნო უბანზე, ან აღმოაჩენს რაიმე ხარვეზს, ხარვეზი პირობითად დავარქვათ, თორემ ამას შეიძლება ჰქონდეს ლეგიტიმური საფუძველი იმისა, რომ ვთქვათ, ერთ ლოკაციაზე რატომ არ არისდა სხვაგან რატომ არის და  ა.შ. მაგალითად, თუ პირმა გაასხვისა ქონება, და მესაკუთრე ახალ მისამართზე გადაეწერა, ეს არ ნიშნავს იმას, რომ ოჯახის წევრები ავტომატურად მოიხსნებიან და გადაეწერებიან, ამას სჭირდება ცალკე მიმართვა. ასევე, არის გარკვეული განაწესი, რომელიც 2026 წლის პირველ იანვრამდე, აძლევს შესაძლებლობას ამომრჩევლებს,  რომლებიც რეგისტრაციის მისამართიდან არიან მოხსნილები, რომ საარჩევნო მიზებისთვის იყვნენ დროებით რეგისტრირებულები ბოლო საცხოვრებელი ადგილის მიხედვით, ამას ხშირად მოყვება ხოლმე წუხილი მოქალაქეების მხრიდან, რომ შემთხვევით ჩაწერილ პირებს აღმოაჩენენ ხოლმე თავიანთ საკუთრებაში, თუმცა ეს არ ნიშნავს იმას რომ ამით კომუნალური გადასახადები გაეზრდებათ და ასეთ შემთხვევასთან შეიძლება გვქონდეს საქმე და ეს არ ნიშნავს, რომ პირი იურიდიულად არის მასთან ჩაწერილი. ზუსტად იმისთვის, რომ ამომჩეველი დარწმუნდეს, რომ მას შეუძლია ხმის მიცემა იმ საარჩევნო უბანზე, სადაც ხელი მიუწვდება, მოახდინოს ამ ინფორმაციის გადამოწმება ცესკოს ვებგვერდზე შემოსვლით ან შესაბამის სერვისების სააგენტოში. ხოლო არჩევნების დანიშვნის შემდეგ უკვე კენჭისყრამდე არაუგვიანეს მე-18 დღე ბოლო ვადაა იმისათვის, რომ ამომრჩეველმა მოითხოვოს მისი ან საკუთარი ოჯახის მონაცემების შესახებ გარკვეული ცვლილება.

კიდევ ერთხელ თქვენთან კომუნიკაციის საშუალებით შევახსენებ ამომრჩვლებს, განსაკუთრებით გურიის რეგიონში მყოფ ამომრჩევლებს, რომლებსაც სურთ არჩევნებში მონაწილეობა, კიდევ ერთხელ გადაამოწმონ საკუთარი და ოჯახის წევრების შესახებ ინფორმაცია და სანამ არის იმის დრო, რომ  მოახდინონ შესაბამისი ცვლილება ან მოხდეს შესაბამისი განმარტებების გაკეთება, ეს ეხება შემთხვევას, თუ პირი არ არის ამომრჩეველთა სიაში, რათა შემდგომ თავიდან იქნეს არიდებული წუხილი, რომ ამომრჩეველს შეიძლება არ მიეცეს არჩევნებში მონაწილეობის შესაძლებლობა.

 ინფორმაციისთვის, საზღვარგარეთ მყოფი საქართველოს მოქალაქეები, ხმის მისაცემად საკონსულო აღრიცხვაზე უნდა იმყოფებოდნენ.

რუსა ოქრუაშვილი

ავტორი

გიორგი კალანდარიშვილი
გაზიარება9Tweet6Send

ამავე კატეგორიაში

საზოგადოება

„ენერგო-პრო ჯორჯიას“ აბონენტთა საყურადღებოდ!

17:35; 18 სექტემბერი, 2026
საზოგადოება

“საფრთხის დონე საშუალო”- გაფრთხილება ამინდის შესახებ

16:17; 18 სექტემბერი, 2026
საზოგადოება

თიბისიმ აზიის განვითარების ბანკისგან ორი ჯილდო მიიღო

13:45; 18 სექტემბერი, 2026
საზოგადოება

მეორადი ჩარიცხვის მსურველთათვის საგანმანათლებლო პროგრამების არჩევის ვადა დღეს, 18:00 საათზე იწურება

13:12; 18 სექტემბერი, 2026
საზოგადოება

“ეს მათი პასუხისმგებლობა იყო, თუ არ ეკუთვნოდათ დახმარება და ბაზაში რჩებოდნენ” – შალვა პაპუაშვილი სოცდაუცველებზე

12:48; 18 სექტემბერი, 2026

ავეჯის ისტორიიდან

"ნერვიულობის ფონზე, ეს ადამიანი ადგილზე გარდაიცვალა" - გივი მიქანაძე

ყველა სიახლე

სამართალი

ავტოსაგზაო შემთხვევას ორი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა

22:00; 18.09.2026
მსოფლიო

მაკრონი: “ჩვენი დღევანდელი და ხვალინდელი უსაფრთხოება სასწორზე დევს უკრაინაში”

21:10; 18.09.2026
პოლიტიკა

საგარეო უწყება: ვგმობთ ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში ჩატარებულ ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებს

19:17; 18.09.2026
პოლიტიკა

კობახიძე: ბოლო ხუთი წლის განმავლობაში საქართველომ ეკონომიკური ზრდის მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მაღალი მაჩვენებელი დააფიქსირა

19:00; 18.09.2026
პოლიტიკა

ევროკავშირი ოკუპირებულ ცხინვალში ჩატარებულ ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებსა და რუსეთის ანექსიურ პოლიტიკას გმობს

18:13; 18.09.2026
საზოგადოება

„ენერგო-პრო ჯორჯიას“ აბონენტთა საყურადღებოდ!

17:35; 18.09.2026
სამართალი

POG: გიორგი ჩახუნაშვილმა და ზაქრო ალბუთაშვილმა აღიარეს დანაშაული, გაუფორმდათ საპროცესო შეთანხმება

17:33; 18.09.2026
ფინანსები

23 სექტემბერს საქართველოს ბანკის გზავნილების გათამაშების სუპერ პრიზის გამარჯვებული გამოვლინდება

17:32; 18.09.2026
საზოგადოება

“საფრთხის დონე საშუალო”- გაფრთხილება ამინდის შესახებ

16:17; 18.09.2026
პოლიტიკა

საქართველოსა და ნაურუს შორის დიპლომატიური ურთიერთობები დამყარდება

16:07; 18.09.2026
პოლიტიკა

ე.წ. ჩორჩანასთან დაკავშირებით, გიორგი გახარიას საქმეზე ყოფილი მაღალი თანამდებობის პირების დაკითხვაა დაგეგმილი, რის გამოც პროცესი დაიხურა

15:52; 18.09.2026
პოლიტიკა

ვინ არიან NGO-ები?- კობახიძის განმარტება „გამჭვირვალობის კანონსა“ და უცხოურ ჩარევებზე

15:32; 18.09.2026
პოლიტიკა

მიქანაძე: სკოლების სარეაბილიტაციო სამუშაოების გაჭიანურების საკითხზე მყისიერი რეაგირება გვექნება

15:26; 18.09.2026
პოლიტიკა

კობახიძე: 7 თვის მონაცემებით ეკონომიკური ზრდა 7,9%-ია, ერთ-ერთი მთავარი მიზეზი კორუფციის სრულად აღმოფხვრაა

15:14; 18.09.2026
პოლიტიკა

კობახიძე ბაღებში ინტოქსიკაციაზე: ბრალეულობის გამოვლენის შემთხვევაში კომპანიების პასუხისმგებლობა დადგება

15:03; 18.09.2026

დღის ფოტო

დღის ფოტო

ფოტოამბავი თელავის საგამოცდო ცენტრიდან – 30 წლის მონაზონი ერთიან ეროვნულ გამოცდებს აბარებს

14:57; 2.07.2026
0

ლისის ტბა _ თბილისელების საყვარელი დასასვენებელი ადგილი

11:19; 10.01.2026

ფეისბუქსტატუსები

ფეისბუქსტატუსები

,,მგონი ვიცი, რაც ემართებათ სუსის უფროსებს“ – ნინო ჯანგირაშვილი

14:43; 14.09.2026
0

კახა კახიშვილი: „ასეთი მეთოდებით ბრძოლამ არ უნდა მიგვიყვანოს იქამდე, რომ ექიმებს ავადმყოფის დახმარების შეეშინდეთ“

12:00; 14.09.2026

ხსოვნა

ხსოვნა

მამუკა ცინცაძე

11:22; 6 აპრილი, 2026
ხსოვნა

ხატუა (კლაუდია) ლომჯარია

09:02; 4 აპრილი, 2026

გურია ნიუსი

gurianews@gurianews.com
  • რეკლამა საიტზე
  • რეკლამა გაზეთში
  • ჩვენ შესახებ

Developed By  Web Features  2026 © All rights reserved

შედეგი არ არის
ყველა შედეგი
  • მთავარი
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV
  • კარმიდამო ჩემი
    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია
  • ფეისბუქსტატუსები
  • 21-ს ქვევით
  • მსოფლიო
  • გართობა
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო