როგორც უკვე ვწერდით, სოციალურ ქსელში გავრცელდა ინფორმაცია, რომ კურორტ ბახმაროს ცენტრში ბავშვებისთვის განკუთვნილი ატრაქციონი _ კარუსელი აიღეს.
ჩვენი წყაროს თქმით, აღებული კარუსელის ახლოს სატელეფონო გადამცემი ანძის დადგმა იგეგმება.
ჩვენ ამ ინფორმაციის გადამოწმება ჩოხატაურის მერთან დავით შარაშიძესთან ვცადეთ, რომელმაც კომენტარი რამდენიმე წუთის წინ მოგვაწოდა:
“არანაირი ანძის განთავსება აღნიშნულ ტერიტორიაზე არ იგეგმება. ასევე, არასწორია ინფორმაცია, რომ, თითქოს, ატრაქციონი გაუქმდა _ პირიქით, მუნიციპალური განვითარების ფონდის მხარდაჭერით ჩოხატაურის მუნიციპალიტეტმა ბახმაროში ახალი სკვერი და ატრაქციონები მოაწყო.
მერია ყოველთვის ზრუნავს დასასვენებელი სივრცეების კეთილმოწყობაზე”, _ამბობს მერი.