https://sinatle.media/
გურია ნიუსი
  • მთავარი
    • ყველა
    • დღის ფოტო
    • კულტურა
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • სპორტი
    • ფინანსები

    “გურია ნიუსის” ზარს მოყოლილი რეაგირება

    ენერგო-პრო ჯორჯიას აბონენტთა საყურადღებოდ!

    წყალდიდობის შედეგად ასობით ადამიანი დაიღუპა და დაკარგულად ითვლება (უცხოეთი)

    წვენის დიეტა

    “55 ობიექტის მშენებლობის საინჟინრო ზედამხედველობა გურიასა და აჭარაში”- ტენდერი გამოცხადდა

    საქართველოს ბანკის „საკუთარ თავთან გზავნილის“ კამპანიას უკვე 28 გამარჯვებული ჰყავს – მიიღეთ შანსი მოიგოთ 1,000 ან 10,000 ლარი

    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV

    ხანძარი ავჭალაში _ ვიდეოკადრები შემთხვევის ადგილიდან

    ია მამალაძე: “მედიის თავისუფლება ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ქვაკუთხედია”

    აპრილის თოვლი გურიაში

    დაკავებულებს თეთრ მიკროავტობუსებში ამწყვდევენ

    ნიღბიანი კაცი პოლიციის ფორმის გარეშე “გურია ნიუსის“ კამერას ხელს ურტყამს

    ნიკა მელიას დაკავების კადრები

  • კარმიდამო ჩემი
    • ყველა
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
    • ჩვენი რჩევები
    • ხელგარჯილობა

    მარალფალფა -საუცხოო საკვები პირუტყვისთვის  და შოთა მახარაძის გამართლებული ცდა

    სოფლის განვითარების პრობლემები  გურიაში: „ ახლა ჰაერივით საჭიროა მაგალითების შექმნა“

    როგორია კვერცხის შეღებვის საუკეთესო წესი

    მძაღის საწებელი – უძველესი გურული საწებლის რეცეპტი

    როგორ განვაახლოთ ბუნებრივად და ხელოვნურად ტყე

    “სასულიერო ცხოვრება სამეურნეო საქმიანობას არ გამორიცხავს _ ასეც უნდა იყოს”

    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია

    კიდევ ერთხელ გურული მხედრების შესახებ

    როგორ დაიწერა „დინამო, დინამო“

    „ფირალად“ გავარდნა

    გურიის აწიოკება გრძელდება!!!-  „ჩვენი ერთობა“, 26 მაისი, 1923 წელი

    დედის მოგონება

    „დამოუკიდებელი საქართველო“, მაისი, 1939 წელი

  • ფეისბუქსტატუსები

    “გავაცილე ადამიანი სიკეთე და ღიმილი,რომელიც ჩემთვის მეგობარზე მეტი იყო “

    ინფექციონისტი ქიმიური იარაღის სკანდალს ეხმაურება

    გია ხუხაშვილი მიმართვას ავრცელებს

    “რათა, შვილოოოოოოო, რათა” – გრიგოლია

    „ლაშიკო, ძალიან მენატრები“ – სალომე ბაკურაძე გარდაცვლილ მეუღლეზე

    default

    “ულამაზესი რა გიჩვენოთ? ჩემი გურია”- ბადრი ვადაჭკორია

  • 21-ს ქვევით

    სამტრედიელი საბა ნაცვლიშვილი ეროვნული სასახლის მედიათეკის ხატვის კონკურსის გამარჯვებულია

    ჩოხატაურელი მაშიკო ჩხიკვაძე “ევერესტის” საგაზაფხულო სეზონის ოქროს ათეულში მოხვდა

    „სიყვარულით მომავლისკენ“: ახალი სასწავლო წელი და დაფაზე  ორსიტყვიანი წარწერა

    რამდენი ოქროსა და ვერცხლის მედალოსანია წელს ლანჩხუთში

    რამდენმა ჩააბარა და რამდენი ჩაიჭრა- როგორია ეროვნული გამოცდების შედეგები საგნების მიხედვით

    ოზურგეთელი ანანო ჩხაიძის წარმატება ეროვნულებზე

  • მსოფლიო

    რუსეთში Porsche-ს ყველა ავტომობილი თანამგზავრებიდან დაიბლოკა

    ვლადიმერ პუტინი – რუსეთი აშშ-ის სამშვიდობო გეგმის ზოგიერთ პუნქტს არ დაეთანხმა

    კრემლი: პუტინმა მიიღო აშშ-ის ზოგიერთი წინადადება უკრაინასთან დაკავშირებით და მზადაა მოლაპარაკებები გააგრძელოს

    ვლადიმერ პუტინი: არ ვაპირებთ ევროპასთან ომს, მაგრამ თუ ევროპა დაიწყებს, მზად ვართ

    156 ადამიანი დაიღუპა- ხანძრის მიზეზს იძიებენ (უცხოეთი)

    “საუბარი კონსტრუქციული იყო” – უკრაინის პრეზიდენტი

  • გართობა
    • ყველა
    • ა კიდო
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო
შედეგი არ არის
ყველა შედეგი
  • მთავარი
    • ყველა
    • დღის ფოტო
    • კულტურა
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • სპორტი
    • ფინანსები

    “გურია ნიუსის” ზარს მოყოლილი რეაგირება

    ენერგო-პრო ჯორჯიას აბონენტთა საყურადღებოდ!

    წყალდიდობის შედეგად ასობით ადამიანი დაიღუპა და დაკარგულად ითვლება (უცხოეთი)

    წვენის დიეტა

    “55 ობიექტის მშენებლობის საინჟინრო ზედამხედველობა გურიასა და აჭარაში”- ტენდერი გამოცხადდა

    საქართველოს ბანკის „საკუთარ თავთან გზავნილის“ კამპანიას უკვე 28 გამარჯვებული ჰყავს – მიიღეთ შანსი მოიგოთ 1,000 ან 10,000 ლარი

    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV

    ხანძარი ავჭალაში _ ვიდეოკადრები შემთხვევის ადგილიდან

    ია მამალაძე: “მედიის თავისუფლება ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ქვაკუთხედია”

    აპრილის თოვლი გურიაში

    დაკავებულებს თეთრ მიკროავტობუსებში ამწყვდევენ

    ნიღბიანი კაცი პოლიციის ფორმის გარეშე “გურია ნიუსის“ კამერას ხელს ურტყამს

    ნიკა მელიას დაკავების კადრები

  • კარმიდამო ჩემი
    • ყველა
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
    • ჩვენი რჩევები
    • ხელგარჯილობა

    მარალფალფა -საუცხოო საკვები პირუტყვისთვის  და შოთა მახარაძის გამართლებული ცდა

    სოფლის განვითარების პრობლემები  გურიაში: „ ახლა ჰაერივით საჭიროა მაგალითების შექმნა“

    როგორია კვერცხის შეღებვის საუკეთესო წესი

    მძაღის საწებელი – უძველესი გურული საწებლის რეცეპტი

    როგორ განვაახლოთ ბუნებრივად და ხელოვნურად ტყე

    “სასულიერო ცხოვრება სამეურნეო საქმიანობას არ გამორიცხავს _ ასეც უნდა იყოს”

    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია

    კიდევ ერთხელ გურული მხედრების შესახებ

    როგორ დაიწერა „დინამო, დინამო“

    „ფირალად“ გავარდნა

    გურიის აწიოკება გრძელდება!!!-  „ჩვენი ერთობა“, 26 მაისი, 1923 წელი

    დედის მოგონება

    „დამოუკიდებელი საქართველო“, მაისი, 1939 წელი

  • ფეისბუქსტატუსები

    “გავაცილე ადამიანი სიკეთე და ღიმილი,რომელიც ჩემთვის მეგობარზე მეტი იყო “

    ინფექციონისტი ქიმიური იარაღის სკანდალს ეხმაურება

    გია ხუხაშვილი მიმართვას ავრცელებს

    “რათა, შვილოოოოოოო, რათა” – გრიგოლია

    „ლაშიკო, ძალიან მენატრები“ – სალომე ბაკურაძე გარდაცვლილ მეუღლეზე

    default

    “ულამაზესი რა გიჩვენოთ? ჩემი გურია”- ბადრი ვადაჭკორია

  • 21-ს ქვევით

    სამტრედიელი საბა ნაცვლიშვილი ეროვნული სასახლის მედიათეკის ხატვის კონკურსის გამარჯვებულია

    ჩოხატაურელი მაშიკო ჩხიკვაძე “ევერესტის” საგაზაფხულო სეზონის ოქროს ათეულში მოხვდა

    „სიყვარულით მომავლისკენ“: ახალი სასწავლო წელი და დაფაზე  ორსიტყვიანი წარწერა

    რამდენი ოქროსა და ვერცხლის მედალოსანია წელს ლანჩხუთში

    რამდენმა ჩააბარა და რამდენი ჩაიჭრა- როგორია ეროვნული გამოცდების შედეგები საგნების მიხედვით

    ოზურგეთელი ანანო ჩხაიძის წარმატება ეროვნულებზე

  • მსოფლიო

    რუსეთში Porsche-ს ყველა ავტომობილი თანამგზავრებიდან დაიბლოკა

    ვლადიმერ პუტინი – რუსეთი აშშ-ის სამშვიდობო გეგმის ზოგიერთ პუნქტს არ დაეთანხმა

    კრემლი: პუტინმა მიიღო აშშ-ის ზოგიერთი წინადადება უკრაინასთან დაკავშირებით და მზადაა მოლაპარაკებები გააგრძელოს

    ვლადიმერ პუტინი: არ ვაპირებთ ევროპასთან ომს, მაგრამ თუ ევროპა დაიწყებს, მზად ვართ

    156 ადამიანი დაიღუპა- ხანძრის მიზეზს იძიებენ (უცხოეთი)

    “საუბარი კონსტრუქციული იყო” – უკრაინის პრეზიდენტი

  • გართობა
    • ყველა
    • ა კიდო
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო
შედეგი არ არის
ყველა შედეგი
გურია ნიუსი
შედეგი არ არის
ყველა შედეგი

ევროპული ზამთარი მოდის?!

11:07; 22.10.2024
ენერგოეფექტურობა
Share on FacebookShare on TwitterEmail

მძიმე შემოდგომა დადგა ევროპაში. პრობლემების სია გრძელია: შეარაღებული კონფლიქტები უკრაინასა და ისრაელში, ინფლაცია, წამყვან ქვეყნებში ეკონომიკური ზრდის შეფერხება, ლტოლვილების ზრდადი ნაკადი და პატარა კაცის დიდი მუქარა. ბოლოს კი_  გარღვევა ევროკავშირის საბუღალტრო წიგნში…

მცირე ხნის წინ ევროპის კავშირის აუდიტორთა პალატამ გააკრიტიკა ევროპის კავშირის შიდა ინსტიტუტების მიერ 2023 ბიუჯეტის წესდების ნორმების დარღვევით ხარჯვა. პალატის განცხადებაში საუბარია  უკრაინისთვის 2023 წელს გაცემულ ფინანსურ დახმარებასა (16 მილიარდი ევრო) და 2027 წლამდე სესხის სახით დაპირებულ 33 მილიარდზე. (წყ. ZeitOnline) რესურსი, რომელიც ომისგან დანგრეული უკრაინის აღორძინებას და ევროკაშირის სტანდარტის დონეზე მიყვანას უნდა მოხმარდეს.

ამ განცხადებაში არაა ნახსენები საქართველო, რომელიც, რამდენიმე დღის შემდეგ, გერმანიის ფედერალური პარლამენტის განხილვის თემა იყო, მათ შორის ფინანსურ კონტექსტშიც. ლოგიკური კითხვაა, საერთოდ რატომ ადარდებს ევროპას საქართველო, როცა თავად ამდენი თავსატეხი აქვს?

ქართული პროპაგანდისტული მედია ხშირად მიანიშნებს იმაზე, რომ ევროპას საქართველო და უკრაინა სჭირდება. შესაბამისად, მათი აზრით, ევროპის მიერ სანქციების დაწესების ან პოლიტიკის გამკაცრების საშიშროება არ არსებობს. ოქტომბრის დასაწყისმა სრულიად სხვა რეალობა აჩვენა. საქართველოს ხელისუფლების წევრების მიმართ სანქციების დაწესდა და ეს ჯერ მხოლოდ ტონის ცვლილებაა. პარტნიორები  საქართველოს საპარლამენტო არჩევნებს ელოდებიან იმის გასარკვევად, რამდენად ღირს ბრძოლა იმისთვის, რომ საქართველო  „ბელარუსია #2“ არ გახდეს.

ევროპისთვის პოტენციური და აქტიური კონფლიქტის ზონები ფინანსური ტვირთია, თუმცა, კავშირი მაინც აგრძელებს მათ მხარდაჭერას. მათთვის დემოკრატიული ღირებულებების დაცვა მნიშვნელოვანია. არანაკლებ მნიშვნელოვანია მოდერნიზებული საბჭოთა კავშირის რეინკარნაციის თავიდან აცილება, რაც,  შესაძლებელია, მართლაც მოხდეს თუ რუსეთის ფედერაცია ბელარუსის, უკრაინის და საქართველოს მიერთებას მოახერხებს.

საქართველოს შემთხვევაში, გარედან მოსული დამპყრობელი სულაც აღარაა საჭირო, რადგან ქვეყნის ნებაყოფლობით გადაბარების პროცესი იმ ინტენსივობით მიმდინარეობას, რომ ეს შეუმჩნეველი ბერლინსა და ბრიუსელშიც არ რჩება.  ევროპაში აცივდა, თუმცა, ზამთარი ჯერ კიდევ წინ არის.

ევროპელ პოლიტიკოსთა მემარჯვენე ფრთას უკვე დიდი ხანია პოსტსაბჭოურ ქვეყნებზე ხელი ჩაქნეული აქვს. მათ არც ევროკავშირი სურთ და არც ღარიბი მეზობლები.  ამ სეგმენტს  ყოველთვის გადაჭარბებულად მიაჩნდა საქართველოსა და უკრაინისთვის გაწეული დახმარება. მემარჯვენეები საკუთარი ქვეყნის ინტერესების დაცვაზე არის  ორიენტირებული და ეწინააღმდეგებიან კონფლიქტის მხარეებისთვის (როგორიცაა უკრაინა და ისრაელი) იარაღის მიწოდებას. ისინი აგრესორებთან ნეიტრალური და მშვიდობიან ურთიერთობის შენარჩუნების მომხრენი არიან, იმ იმედით, რომ იაფი ნედლეულით ვაჭრობა (მაგალითად, რუსეთის ფედერაციასთან) შეუფერხებლად გაგრძელდება.  ბოლო თვეებში ნიდერლანდების „თავისუფლების პარტია“, გერმანული „ალტერნატივა გერმანიისთვის“ და  მათი ანალოგები სხვა წევრ სახელმწიფოებში დიდ წარმატებებს აღწევენ ადგილობრივ არჩევნებში. რა ბედი ელის საქართველოს ან უკრაინას, თუ ეს პარტიები გერმანიის, ნიდერლანდების ან საფრანგეთის მთავრობაში იქნებიან წარმოდგენილი?

ერთი მხრივ პარადოქსია, რომ სწორედ მსგავსმა მემარჯვენე ძალამ „ალტერნატივა გერმანიისთვის“ მხარი არ დაუჭირა საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესის შეჩერების ინიციატივას, რომელიც 2024 წლის 10 ოქტომბერს მიღებული იქნა გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის სამთავრობო პარტიების ფრაქციების მიერ. ოპოზიციურმა ფრაქციებმა, მათ შორის  „ალტერნატივამ გერმანიისთვის“ ამ ინიციატივის წინააღმდეგ მისცა ხმა, თუმცა არა იმიტომ, რომ ის საქართველოს ევროინტეგრაციის მომხრეა. პირიქით, „ალტერნატივას“ მიაჩნია, რომ საქათველოსთვის ევროკავშირის და ნატოს წევრობა ზედმეტია, ეს საკითხი საერთოდ უნდა დაიხუროს. ხოლო ქართულ-რუსული ტერიტორიული კონფლიქტი გერმანიის ყოველგვარი მონაწილეობის გარეშე უნდა მოგვარდეს. იგივე ლოგიკით, არც საქართველოსთვის ფინანსური დახმარების გაწევა და კავკასიაში გეოპოლიტიკური ვითარების დიპლომატიური რეგულირებაა გერმანიის ამოცანა.

„ალტერნატივა“ გერმანიაში ბოლო წლებში განსაკუთრებული პოპულარობით სარგებლობს და მისი პოპულისტური პროგრამის მიუხედავად, 2024 წელს ადგილობრივი არჩევნები რამდენიმე რეგიონში მნიშვნელოვანი უპირატეოსობით მოიგო.  გერმანიაში ამ პარტიის სახელისუფლებლო დონეზე დაწინაურება ერთმნიშვნელოვანი სიგნალი იქნება უკრაინისა და საქართველოსთვის, რომ  იმპერიალისტი მეზობლის წინააღმდეგ მხოლოდ საკუთარი ძალების იმედად უნდა იყვნენ – ევროპულ მემარჯვენე სეგმენტს ყველაზე ნაკლებად სურს კავშირში ის ქვეყნები, რომლებიც სარგებელზე მეტ საზრუნავს მოუტანენ საერთო ხაზინას.

თავის მხრივ, გერმანიის ამჟამინდელი მთავრობის ფრაქციები, რომლებიც საქართველოსა და უკრაინის სტრატეგიული პარტნიორები არიან, თავიანთ ინიციატივას იწყებენ „ნაციონალურ მოძრაობისა“ და „ვარდების რევოლუციის“ ხსენებით. აქვე უნდა ითქვას, რომ ევროპის კავშირი და თუნდაც გერმანიის მთავრობა არ უცხადებს ღია მხარდაჭერას  რომელიმე პარტიას, მათ შორის არც „ნაციონალურ მოძრაობას.“ მათი პოზიცია უცვლელია _ ხელისუფლების შეცვლა უნდა მოხდეს დემოკრატიული არჩევნების გზით. შეცვლის აუცილებლობა რომ დიდი ხანია დგას დღის წესრიგში, ამას მოწმობს განცხადების ავტორების კრიტიკა საქართველოში მიმდინარე იმ პროცესებისა, რომლებიც ევროპულ იდეალებს ეწინააღმდეგება: 2024 წლის აპრილში ძალაუფლების გადამეტება დემონსტრაციის მონაწილეთა მიმართ; განცხადება ოპოზიციური პარტიების აკრძალვის შესახებ; პოლიტიკური ზეწოლა საჯარო სამსახურში დასაქმებულ ადამიანებზე;  დაშინებისა და შევიწროვების კამპანია გენდერული უმცირესობების მიმართ; უთანასწორო და არათავისუფალი წინასაარჩევნო გარემო და შეზღუდვები სადამკვირვებლო ორგანიზაციების მიმართ, თუმცა, განცხადების ინიციატორები მიესალმებიან საქართველოს მხრიდან საერთაშორისო ორგანიზაცია ODIHRის მიწვევას არჩევნებზე დასაკვირვებლად. განცხადებაში, ასევე, რამდენჯერმე ხაზგასმითაა მოხსენიებული სამოქალაქო პროტესტის მიუხედავად მიღებული კანონი „უცხოური გავლენის“ შესახებ და ამ კანონის შეუსაბამობა ევროპულ იდეალებთან.

ამ ინიციატივის მიღებით, თუკი მას სხვა წევრი სახელმწიფოებიც დაეთანხმებიან, საქართველოს ევროინტეგრაციის პროცედურა უახლოეს პერიოდში სრულად შეჩერდება. ხოლო სამომავლო თანამშრომლობა დამოკიდებულია საპარლამენტო არჩევნების დემოკრატიულად ჩატარებაზე.

თუ საერთაშორისო დამკვირვებლები არჩევნების ლეგიტიმურობას კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენებენ, შემდეგი ნაბიჯი საქათველოს იზოლაცია იქნება, თუმცა ეს არ მოხდება იმ ფორმით, რაზეც აპელირებს ქართული ოპოზიცია: ინიციატივაში ცალსახადაა ნათქვამი, რომ ვიზალიბერალიზაციის გადახედვა არ იგეგმება. ასევე, არსადაა ნახსენები კანდიდატის სტატუსის ჩამორთმევა, რაც სამართლებრივად ორაზროვანი და არადიპლომატიური სვლა იქნებოდა. ყველაზე ლოგიკური გაგრძელება კანდიდატი ქვეყნის ევროინტეგრაციის შესაჩერებლად არის კანდიდატის სტატუსის შემდგომი მოლაპარაკებებისგან თავის შეკავება. ევროინტეგრაციის პროცესის შეჩერება ეტაპობრივად აისახება ყველა იმ პროექტზე, რომელიც საქართველოში ევროკავშირის მხარდაჭერით ხორციელდებოდა.

26 ოქტომბრის არჩევნებს კიდევ ერთი გარემოების გამო აქვს გადამწყვეტი როლი საქართველოსთვის: დღევანდელი მოცემულობით მოთხოვნა ევროატლანტიკურ უსაფრთხოებასა და ეკონომიკურ წინსვლაზე ზრდადია; შესაბამისად, მაღალია კონკურენციაც. ერთ მხარესაა უკრაინა, რომელიც არსებული გეოპოლიტიკური ვითარების გამო, უკვე არის ევროპის მიერ მიღებული და ფორმალური  წევრობა მხოლოდ დროის საკითხია. მეორე მხარეს დგას საქართველო, რომელიც ტერიტორიულად დისტანცირებულია და პოლიტიკურად ყოველ დღე  შორდება ევროპას.

თავად ევროპას კი უამრავი საზრუნავი აქვს, რომელთა შორის საქართველოცაა, თუმცა გაურკვეველია, კიდევ რამდენი ხნით შენარჩუნდება ეს მდგომარეობა. ერთხელაც, შესაძლოა, ზამთარში ისე აცივდეს, რომ წევრი ქვეყნები ერთსულოვნად ჩაფიქრდნენ ძველ გერმანულ გამონათქვამზე: „ზოგიერთი პრობლემის გადაწყვეტის საუკეთესო გზა, ამ პრობლემის თავიდან მოშორებაა.“

ქეთი ანთაძე-ტამმინგა, დამოუკიდებელი და უპარტიო ავტორი
ოლდენბურგი, გერმანია
16.10.2024

ენერგოეფექტურობა
გაზიარება12Tweet8Send

ამავე კატეგორიაში

ენერგოეფექტურობა

ჩოხატაურისთვის მნიშვნელოვანი მრავალფუნქციური და მრავალმხრივი პროექტი

14:54; 18 დეკემბერი, 2024
ენერგოეფექტურობა

სასარგებლო ბმულები ენერგოეფექტურობის შესახებ

13:56; 29 ნოემბერი, 2024
ენერგოეფექტურობა

“საერთაშორისო დონორ ინსტიტუციებთან ურთიერთობის გაფუჭების გამო, მეტად გაგვიჭირდება ამ მიზნების შესრულება”

13:41; 29 ნოემბერი, 2024
ენერგოეფექტურობა

ენერგოეფექტური ნათურებით  განათებული გზა

12:11; 25 ნოემბერი, 2024
ენერგოეფექტურობა

“სოფლის ცენტრი ღამითაც მზის ენერგიით გავანათეთ” _ სიახლე სოფელ ფარცხმაში

13:50; 15 ნოემბერი, 2024

ენერგოეფექტურობა ევროკავშირის სტრატეგიული პრიორიტეტით: „მეტი სარგებელი ნაკლები დანახარჯით“

ერთმანეთს მუნიციპალური ავტობუსი და სატვირთო შეეჯახა

ყველა სიახლე

სამართალი

ავტოსაგზაო შემთხვევა ჩოხატაურის ცენტრში

21:39; 5.12.2025
ზაფრანი

სასმელი, რომელიც მადას აქვეითებს

20:40; 5.12.2025
ზაფრანი

ზოდიაქოს ნიშნების სისუსტეები

20:35; 5.12.2025
ზაფრანი

ქატო გასახდომად

20:31; 5.12.2025
ზაფრანი

რა მივირთვათ ზამთარში რომ წონაში არ მოვიმატოთ

20:26; 5.12.2025
ფინანსები

SOLO-ს საახალწლო შეთავაზება მომხმარებლებს: შეხვდით 31 დეკემბერს Room Batumi-ში სტეფანესთან ერთად

20:16; 5.12.2025
საზოგადოება

ხანძარს კაცი ემსხვერპლა

20:09; 5.12.2025
ფინანსები

12 სტარტაპი, 8 ქვეყანა, 12-კვირიანი აქსელერაციის პროგრამა – საქართველოში 500 Global in Eurasia-ს შემაჯამებელი ღონისძიება Demo Day გაიმართა

20:07; 5.12.2025
სამართალი

სუს-მა ოზურგეთის მერიის აუდიტის სამსახურის მოქმედი მთავარი სპეციალისტი და ნატანების ყოფილი რწმუნებული დააკავა

18:03; 5.12.2025
პოლიტიკა

“ყალბად მოგონილი აჟიოტაჟია” – მიხეილ სარჯველაძე

17:37; 5.12.2025
საზოგადოება

რამდენ ლარად შეიძენთ დოლარს და ევროს 6 დეკემბერს

17:24; 5.12.2025
სამართალი

სუს-მა სკოლის დირექტორი დააკავა

17:18; 5.12.2025
ფინანსები

ბათუმში GOAL FITNESS-ის პირველი ფილიალი იხსნება – მხარდამჭერი საქართველოს ბანკია

17:06; 5.12.2025
ფინანსები

საქართველოს ბანკმა 2025 წელს 53 პარტნიორ ორგანიზაციასთან ერთად განათლების შესაძლებლობები 300 000-ზე მეტი ბენეფიციარისთვის შექმნა

15:51; 5.12.2025
პოლიტიკა

კობახიძე: შსს-მ იცოდა, რომ იყენებდა წყალს, კონკრეტულ ნივთიერებას, გამხსნელს, რომელიც იქნა შეძენილი თავის დროზე, დანარჩენს გამოძიება შეისწავლის

15:20; 5.12.2025

დღის ფოტო

დღის ფოტო

აგავას ყვავილობა ოზურგეთში

12:26; 17.06.2025
0

პატარა ლუკა სიმონიშვილი პატივს მიაგებს სამშობლოს დამცველს

17:21; 26.05.2025

ფეისბუქსტატუსები

ფეისბუქსტატუსები

“გავაცილე ადამიანი სიკეთე და ღიმილი,რომელიც ჩემთვის მეგობარზე მეტი იყო “

9:59; 5.12.2025
0

ინფექციონისტი ქიმიური იარაღის სკანდალს ეხმაურება

9:28; 5.12.2025

ხსოვნა

ხსოვნა

ვლადიმერ (ლადო) ლომჯარია

10:35; 3 მაისი, 2025
ხსოვნა

ხატუა (კლაუდია) ლომჯარია

10:33; 5 აპრილი, 2025

გურია ნიუსი

gurianews@gurianews.com
  • რეკლამა საიტზე
  • რეკლამა გაზეთში
  • ჩვენ შესახებ

Developed By  Web Features  2025 © All rights reserved

შედეგი არ არის
ყველა შედეგი
  • მთავარი
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV
  • კარმიდამო ჩემი
    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია
  • ფეისბუქსტატუსები
  • 21-ს ქვევით
  • მსოფლიო
  • გართობა
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო