საარჩევნო უბნების დახურვის შემდეგ ფორმულას ეთერში Edison Research-ის ეგზიტპოლის შედეგი გამოცხადდა.
ამ შედეგების მიხედვით, ოპოზიციას ჯამში 51.9% აქვს, შესაბამისად, 5%-იან საარჩევნო ბარიერს 5 პოლიტიკური სუბიექტი ლახავს.
შედეგები ასე გადანაწილდა:
- ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო – 40.9%
- ერთიანობა: ენმ, სტრატეგია აღმაშენებელი, ევროპული საქართველო – 16.7%
- კოალიცია ცვლილებისთვის: გვარამია, მელია, გირჩი, დროა – 16.7%
- ძლიერი საქართველო: ლელო, ხალხისთვის, თავისუფლების მოედანი, მოქალაქეები – 10.3%
- გახარია – საქართველოსთვის – 8.2%
- გირჩი (იაგო ხვიჩია) – 2.3%
- ლეიბორისტული პარტია – 2%
- პატრიოტთა ალიანსი/ალტ ინფო – 2%
- სხვა პარტიები – 0.9%
ტელეკომპანია ფორმულას დაკვეთით, ავტორიტეტულმა ამერიკულმა ორგანიზაციამ “ედისონ რისერჩმა” ჩაატარა ეგზიტ- პოლი მთელი საქართველოს მასშტაბით ოკუპირებული ტერიტორიების გარდა. გამოიკითხა 14946 არჩევნებში მონაწილე ადამიანი. ცდომილების ზღვარი +/- 2,5%, 95%-იანი სანდოობის ზღვრისთვის.