სოციალურ ქსელებში ვრცელდება სხვადასხვა მოსაზრება, თუ რამდენად იძლევა საქართველოს კონსტიტუცია იურიდიულ საფუძვლებს პარლამენტის პირველი სხდომის შესაკრებად და მისი ლეგიტიმურობისთვის, თუ ოპოზიცია მანდატზე უარს იტყვის და “ქართული ოცნება“ მარტო დარჩება.
უკვე შემოგთავაზეთ კონსტიტუციონალისტის ვახუშტი მენაბდის მოსაზრებები: “არსებული მონაცემები დემოკრატიული გარემოს შანსს არ ტოვებს” და “ვახუშტი მენამდე ოპოზიციის მიერ სადეპუტატო სიების ჩახსნაზე”.
ახლა კი უცვლელად გთავაზობთ იურისტი კახაბერ ცხვირავაშვილის ვრცელ პოსტს ამავე თამაზე:
„ცესკოს საიტზე არსებული ინფორმაციის მიხდვით, სულ მიცემული და კვალიფიციური და დათვლილი ხმები შეადგენს 1 902 878-ს.
მანდატები, საქართველოს კონსტიტუციით გაწერილი მექანიზმის მიხედვით, ნაწილდება ასე:
ქოცები (ნომერი 41) – 89, კოალიცია ცვლილებებისთვის (ნომერი 4) – 19, ნაცები (ნომერი 5) – 16, ლელო (ნომერი 9) – 14, გახარია (ნომერი 25) – 12.
სულ: ოპოზიცია – 61 მანდატი, ქოცები – 89 მანდატი.
ამრიგად: პარლამენტის წევრთა 2/3 არის 100 დეპუტატი, ქოცებს კი, ყავთ 89 დეპუტატი (ეს მნიშვნელოვანი ციფრია დასამახსოვრებლად!).
საქართველოს კონსტიტუციის 38-ე მუხლის მიხედვით: “ახალარჩეული პარლამენტის პირველი სხდომა იმართება პარლამენტის არჩევნების შედეგების ოფიციალურად გამოცხადებიდან არაუგვიანეს მე-10 დღისა. პირველ სხდომას ნიშნავს საქართველოს პრეზიდენტი. პარლამენტი პირველ სხდომაზე უფლებამოსილია შეუდგეს მუშაობას, თუ სხდომას ესწრება პარლამენტის სრული შემადგენლობის უმრავლესობა. პარლამენტი სრულ უფლებამოსილებას იძენს პარლამენტის წევრთა 2/3 უფლებამოსილების ცნობის მომენტიდან. ამ მომენტიდან უფლებამოსილება უწყდება წინა მოწვევის პარლამენტს.”
საქართველოს კონსტიტუციის 50-ე მუხლის მე-6 პუნქტი: “თუ საქართველოს პრეზიდენტის არჩევის თარიღი ემთხვევა პარლამენტის არჩევნების ან მის წინა თვეს, საქართველოს პრეზიდენტის არჩევნები იმართება ახალარჩეული პარლამენტის პირველი სხდომის გამართვიდან 45 დღის განმავლობაში.”
პარლამენტის რეგლმანეტის 86-ე მუხლის მე-7 პუნქტი: “პარლამენტი სრულ უფლებამოსილებას იძენს პარლამენტის წევრთა სრული შემადგენლობის ორი მესამედის უფლებამოსილების ცნობის მომენტიდან. ამ მომენტიდან უფლებამოსილება უწყდება წინა მოწვევის პარლამენტს.”
იმავე კანონის იმავე მუხლის მე-8 პუნქტი: “თუ იმ პარლამენტის წევრთა რაოდენობა, რომელთა უფლებამოსილებაც ცნო პარლამენტმა, პარლამენტის სრული შემადგენლობის ორ მესამედზე ნაკლებია, პარლამენტის პლენარული სხდომა წყდება. ახალარჩეული პარლამენტის მომდევნო სხდომას იწვევს ცესკოს თავმჯდომარე იმ დღიდან 10 დღის განმავლობაში, როდესაც შესაძლებელი გახდება პარლამენტის წინაშე პარლამენტის წევრად არჩეული იმდენი პირის უფლებამოსილების ცნობის საკითხის დასმა, რამდენიც საკმარისია პარლამენტის სრული შემადგენლობის ორ მესამედამდე შესავსებად. ამ პირთა უფლებამოსილების ცნობის საკითხი წესრიგდება ამ მუხლით დადგენილი წესით.”
პარლმენტის რეგლამენტის მე-5 მუხლის მე-2 პუნქტი: “პარლამენტის წევრის უფლებამოსილების სხვა პირისათვის გადაცემა დაუშვებელია.”
ახლა ვნახოთ რეალობა როგორია და რა შეიძლება განვითარდეს ამ პოლიტიკურ კრიზისში, სამართლებრივი და ფაქტობრივი მოცემულობა ვთარგმნოთ ჩვეულებრივ ენაზე და ჰიპოთეტურ, მაგრამ რეალურად შესაძლებელ სცენარებში. კიდევ გავიმეოროთ, რომ პარლამენტის წევრთა 2/3 არის 100 დეპუტატი, ქოცებს ყავთ 89 დეპუტატი.
ეს ნიშნავს, რომ:
- თუ პრეზიდენტმა არ დანიშნა ახლადარჩეული პარლამენტის პირველი სხდომა, ვერანაირი პარლამენტი ვერ შეიკრიბება, ვერც პირველ და ვერც მეათასე სხდომაზე, რადგან ცესკოს თავმჯდომარემ (თუ პრეზიდენტი არ დანიშნავს) მხოლოდ იმ შემთხვევაში უნდა დანიშნოს პირველი სხდომა, თუ პარლამენტში 2/3 -ს შეავსებს დეპუტატებით, რაც დაუშვებელია, რადგან თუ ოპოზიცია ჩახსნის სიებს სრულად, 1 არაუფლებამოსილ ოპოზიციონერ დეპუტატს იმავე პარტიის სიის მომდევნო ნომერი ვერ შეცვლის! შესაბამისად, პარლამენტში დარჩება მხოლოდ 89 ქოცი დეპუტატი და არავინ და ვერავინ სხვა.
- საქართველოს ახალი პრეზიდენტის (რომელიც ახლადარჩეულ პარლამენტში საარჩევნო კოლეგიამ უნდა აირჩიოს) არჩევნები ვერ დაინიშნება, თუ თავად ახლადარჩეული პარლამენტის პირველი სხდომა არ დანიშნა ამჟამინდელმა პრეზიდენტმა ცესკოს საბოლოო შედეგების გამოცხადებიდან 10 დღეში ან ცესკოს თავმჯდომარის მიერ, რაზეც ზემო პუნქტში ვისაუბრე და ვერ დაინიშნება, ვერ შეივსება 2/3 პარლამენტის წევრების, თუ ოპოზიცია სიებს ჩახსნის სრულად.
- თუ ოპოზიცია არ შევიდა პარლამენტში, ანუ სიებს სრულად ჩახსნის, პარლამენტი ვერ იქნება უფლებამოსილი და პარლამენტის მუშაობა უნდა შეწყდეს, არჩევნების შედგები უნდა გამოცხადდეს ბათილად და უნდა დაინიშნოს განმეორებითი, ხელახალი არჩევნები.
აქვე ყურადღება მიაქციეთ, სანამ პარლამენტის უფლებამოსილება არ იქნება კონსტიტუციით და პარლამენტის რეგლამენტით გათვალისწინებული პროცედურებით ცნობილი, ჩათვალეთ, რომ ქვეყანას არ ყავს ხელისუფლება, ლეგიტიმური ძალაუფლების ვაკუუმია, არ ყავს პარლამენტი, არ ყავს მთავრობა და ფორმალურად არსებობს ძველი პარლამენტი და ძველი მთავრობა, რომელთა მიერ გამოცემულ აქტებს არ აქვთ იურიდიული ძალა გარკვეული დროის ლიმიტის (თუ არ მოხდა ძალაუფლების ლეგიტიმაციის მშვიდობიანი გადაცემა საკონსტიტუციო ვადებში ან დროზე თუ არ დაინიშნება ხელახალი არჩევნები, ანუ მუდმივად მოვალეობის შემსრულებელი ვერ იქნება ძველი პრემიერი და ძველი მთავრობა)) შემდეგ, შესაბამისად, მათი შესრულება არ არის სავალდებულო არც ერთი პირისთვის და არც საჯარო მოხელეებისთვის, რადგან არალეგიტიმური, უკანონო ბრძანებების და განკარგულებების შესრულება არის კანონდარღვევა! და დანაშაული
ამ დროს ქვეყანაში, სახელმწიფო ხელისუფლების შტოებს შორის, მხოლოდ 2 ლეგიტიმური ძალაუფლების მქონე ინსტიტუცია იმუშავებს: საქართველოს პრეზიდენტი და სასამართლო ხელისუფლება! მოსამართლეებს კი უნდა ახსოვდეთ, რომ როცა არჩევნებთან დაკავშირებული დავები მათ წინაშე აღმოჩნდება, ისინი უნდა იყვნენ სრულად თავისუფალნი პოლიტიკური გავლენებისგან და არც ერთ აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების ყოფილ წარმომადგენელს არ ექნება არავითარი ლეგიტიმური უფლება და ისედაც არ აქვთ წესით, რომ მათზე რამე ზეგავლენა იქონიონ… ყოფილი ქოცი ჩინოვნიკები, სანამ ახალი პარლამენტის უფლებამოსილების ცნობა არ მოხდება, ფაქტობრივად არიან რიგითი, “უპაგონო” კერძო პირები, ჩვეულებრივი მოკვდავები და მოქალაქეები, როგორც ყველა! მათი ძალაუფლების ატრიბუტები წყდება იქ, სადაც ძალაუფლების გადაცემის ლეგიტიმაციის ხაზი და ჯაჭვი წყდება ძველსა და ახალ პარლამენტს შორის ხელახალი საპარლამენტო არჩევნების არდანიშვნის შემთხვევაში!
პრეზიდენტს და ოპოზიციას კი აქვთ ამის სრულიად ლეგიტიმური მექანიზმი, რომ ეს ჯაჭვი გაწყვიტონ და შექმნან პოლიტიკური კრიზისი, რომლიდან გამოსავალი ხელახალი და განმეორებითი საპარლამენტო არჩევნებია. ეს უნდა მოხდეს მანამდე, სანამ ამჟამინდელ საქართველოს პრეზიდენტს ისევ აქვს ლეგიტიმაცია! ეს ძალიან მნიშვნელოვანია.
- თუ მაინც, ქოცები ძალადობრივად დასხდებიან პარლამენტში, კონსტიტუციას და ყველა კანონს მთელ მსოფლიოს ძალით გადაახევენ თავზე (ალეგორიულად) და იტყვიან, რომ პარლამენტი მაინც აგრძელებს მუშაობას და რომ ის ლეგიტიმურია, ეს იქნება სახელმწიფო გადატრიალება და მათ მიერ გამოცემულ ე. წ. “აქტებს ” არ ექნებათ იურიდიული ძალა და არ იქნება სავალდებულო შესრულება და მათი არშესრულება ვერ იქნება ჩათვლილი “კანონდარღვევად”, რადგან ჯერ თავად კანონი უნდა არსებობდეს, კანონი უნდა იყოს ლეგიტიმური საკანომდებლო ძალაუფლებით აღჭურვილი ორგანოს მიერ მიღებული, რომ მერე ვიმსჯელოთ, დაირღვა თუ შესრულდა თუ არ შესრულდა ესა თუ ის კანონი და კანონი თუ არ და ვერ იარსებებს, ე. ი. არ არსებობს მისი დარღვევის ფაქტიც!
მაგალითად, კორპუსის, უბნის ბირჟელმა ვახომ რომ ფურცელზე დაწეროს, რომ ამიერიდან მთელი საქართველო ვალდებულია ვახოს ყოველ დილით ფეხის ქუსლები ფხანოს, წინააღმდეგ შემთხვევაში ვახო მათ სცემს, ეს ხომ არ იქნება კანონი? ხომ აბსურდია და ამ აბსურდის არშესრულება ხომ ვერ ჩაითვლება “კანონდარღვევად”. აი, ასე იქნება არალეგიტიმური პარლამენტის მიერ რაიმეს სახით “გამოცემული” რაღაც ყალბი აქტები… იურიდიულად ასეა და თუ ახლა ძალა აღმართს დახნავს, მაშინ არ ვიცი, მაშინ გაეროდან საერთოდ გასარიცხია ეს ქვეყანა და გასაუქმებელია სახელმწიფო, კანონი, სამართალი და იუნესკომ ეს ტერიტორია და მასზე მყოფი ადამიანები უნდა შეიყვანოს საბრალოთა წითელ ნუსხაში და დაარქვას ამ ტერიტორიას “კაცობრიობის საცოდაობისა და ადამიანის დეგრადაციის სარეზერვაციო გალერეა”… რაღაც აბსურდია ეს სცენარი, მაგრამ მე ამათ ხელში არაფერი მიკვირს და არც ის გამკვირვებია, რომ არჩევნებით არაფერსაც არ დათმობდნენ.
მაგრამ შიში მაინც ოხერია და ქოცნება ძალიან კარგად ხვდება, რომ საერთაშორისო იზოლაციით დიდხანს ვერ გასტანენ, შეეტენებიან ე.წ. BRICS-ს, ე. წ. 3+3 კვკასიურ ფორმატს, რუსეთს, მაგრამ მოსახლეობისგან დაიცლება ეს ქვეყანა, ის “პროევროპელი” (სინამდვილეში ბრიყვი და გაუნათლებელი) ქოცებიც კი წავლენ ამ ქვეყნიდან არნახული ეკონომიკური კრიზისის გამო, რომელიც შეიქმნება, რადგან საქართველოს არ აქვს რუსეთის მასშტაბის ნავთობი ან გაზი, არ აქვს რეალური ეკონომიკა, რომ გაუძლოს დასავლურ სანქციებს და ახალ ეკონომიკურ გაერთიანებებში და ფულის ახალ ნაკადებზე გადართვას კი დროს სჭირდება, რომელიც რიგით ადამიანს არ აქვს.
დაიცლება ქართველებისგან ეს ტერიტორია და აქ ჩამოსახლდებიან რუსები, შეიცვლება დემოგრაფია და ეს ქოცნება მაინც ბედნიერები იქნება, სრულებით არაქართული შინაარსის სოციალურ-კულტურულ მოვლენებს მაინც “ქართულს” დაუძახებენ, ჭამენ მწვადს და ხინკალს, გამოძღებიან, როგორც დღეს ძღებიან, შექმნიან თავის ილუზიას და იქნებიან ბედნიერები… მათ სულ არ ადარდებთ არაფერი და არავინ საკუთარი ძალაუფლების გარდა!
ახლა ხომ ხვდებით, რატომაც უნდოდათ ქოცებს მაინცდამაინც საკონსტიტუციო უმრავლესობა, ანუ 100 დეპუტატზე მეტი პარლამენტში? აი, სწორედ ამისთვის, პარლამენტის ფორმალური ლეგიტიმაციის შესანარჩულებლად დასავლეთის თვალში და არა მხოლოდ ამისთვის, სხვა “კეთილი” საქმეების საკეთებლადაც, კონსტიტუციაში საკუთარი ანტიდემოკრატიული იდეების ჩასაწერად, რაც საქართველოს ”კონსტიტუციურად” აქცევდა ნანდიტურ სახელმწიფოდ.
დემოკრატია და სამართალი ამათ არსობრივად საერთოდ არ სჭირდებათ, როგორც მგელს სახარება, მაგრამ თვით ბოლო გარეწარ ბანდიტსაც კი სჭირდება ფორმალურად “სახის კანონიერება”, რომ მსოფლიომ მასთან ივაჭროს, ფული აკეთოს, როგორც ვენესუელის პრეზიდენტმა მადურომ, ასადმა, კადაფიმ, აიათოლამ, პუტინმა და ა.შ.
ამ კლუბის წევრები არიან ესენი და ევროპა გიჟი კი არაა, ქართველ ხალხს რომ ეუბნება, მაგათ გარეშე როცა გინდათ, შემოდითო… თქვენ თქვენს დალაგებულ, მოწესრიგებულ და გაწკრიალებულ, მყუდრო და მშვიდ სახლში ქურდს, ბანდიტს, კრიმინალს, თაღლითს შეუშვებთ, რომელიც თქვენს მეზობელ ბანდიტს ეძმაკაცება? ვიქტორ ორბანიც ყოფნით მასეთი ევროპაში და ფიცო და სერბეთი კიდევ და ივანიშვილს რატომ დაიმატებენ თავის კიდევ უფრო ასატკიებლად?“ _ წერს კახაბერ ცხვირავაშვილი.