მსოფლიო ფეხბურთის ლეგენდამ კრიშტიანო რონალდომ UFC-ის ქართველ ჩემპიონ ილია თოფურიაზე ისაუბრა.
როგორც პორტუგალიელმა PFL-თან ინტერვიუში ილიას ჰოლოუეისთან ბრძოლამდე განაცხადა, ილია ზედმეტად ბევრს საუბრობს და თუ სურდა, რომ მისი პატივისცემა დაემსახურებინა, ჰოლოუეი უნდა დაემარცხებინა.
“ილია ბევრს საუბრობს, იგი საუკეთესო მებრძოლებთან არ ჩხუბობს. მართალია ვოლკანოვსკი დაამარცხა, თუმცა ალექსი ამ ბრძოლისთვის მზად არ იყო. თუ ილია მაქსს დაამარცხებს, ჩემს პატივისცემასაც დაიმსახურებს”, – განაცხადა რონალდომ.
პორტუგალიელის ამ განცხადებას ილიამაც უპასუხა.
“არ ველოდი, რომ შენნაირი ადამიანი ამპარტავნებასა და თავდაჯერებულობას ერთმანეთისგან ვერ გაარჩევდა. ჩვენ ყველანი საკუთარ
შეგახსენებთ, 26 ოქტომბერს, ,,აბუ დაბიში” UFC 308-ზე, ქვემსუბუქი წონის (66 კგ) საჩემპიონო ორთაბრძოლაში ილია თოფურიამ (16-0) მაქს ჰოლოუეი (26-8) ნოკაუტით დაამარცხა. ეს ილია თოფურიასთვის მე-16 გამარჯვება იყო. ქართველ მებრძოლს არცერთი დამარცხება არ ჰქონია და ამ გამარჯვებით, UFC-ის ისტორიაში პირველი ქართული ქამრის დაცვა მოახერხა.