იაპონიის დედაქალაქ ტოკიოში ფიგურული სრიალის საერთაშორისო ფედერციის ეგიდით გრანპრის მორიგი ეტაპი გაიმართა. სპორტულ წყვილებში სენსაციური გამარჯვება მოიპოვეს საქართველოს ნაკრების წევრებმა – ანასტასია მეტელკინამ და ლუკა ბერულავამ. მათ ორი პროგრამის ჯამში 213.05 ქულა დააგროვეს და ოქროს მედლებს დაეუფლნენ.
ქართულმა დუეტმა იაპონელების ფავორიტი წყვილი რიკუ მიურა და რიუიჩი კიჰარა სოლიდური სხვაობით ჩამოიტოვა. იაპონელებმა ბოლო ოლიმპიადაზე ვერცხლის მედლები მოიპოვეს, მსოფლიოს ბოლო სამ ჩემპიონატზე კი ერთი ოქრო და ორი ვერცხლი დაისაკუთრეს.
წყარო: 1tv.ge