ოზურგეთის სახელმწიფო დრამატული თეატრი განცხადებას ავრცელებს.
“ოზურგეთის სახელმწიფო დრამატული თეატრი მკაფიოდ და ერთმნიშვნელოვნად გმობს ძალადობას ნებისმიერი ფორმით!
ჩვენი ღირებულებებიდან გამომდინარე, გვჯერა, რომ ერის სიძლიერე ერთიანობასა და ჰუმანიზმზე დგას. როდესაც საფრთხე ექმნება მშვიდობასა და ჰარმონიას, კულტურის დარგიც ვალდებულია, პოზიცია მკაფიოდ გამოხატოს.
ჩვენთვის უმნიშვნელოვანესია ეროვნული იდენტობა, რომელიც ერთიანობაში პოულობს თავის საფუძველს. სწორედ ამ მიზეზით, საბერძნეთის გასტროლებიდან დაბრუნების შემდეგ, ჩვენ გადავწყვიტეთ, დეკემბრის თვის სპექტაკლების განრიგის გამოქვეყნება დროებით შეგვეჩერებინა, ამავე მიზეზით, 3 და 5 დეკემბერს დაგეგმილი პრემიერა „ილია, თანამდევი სული“ გადაიდო. სპექტაკლების ჩვენება განახლდება ქვეყანაში შექმნილი ვითარების გათვალისწინებით, რათა თანადგომა გამოვუცხადოთ იმ ღირებულებებს, რაც თითოეული ადამიანის ღირსებასა და თავისუფლებას განაპირობებს!
თეატრი, როგორც საზოგადოების სულიერი სივრცე, ვერ დარჩება უყურადღებოდ მაშინ, როცა ადამიანის უფლებები და საზოგადოებრივი წესრიგი საფრთხეშია. ერთად დავიცვათ ის ღირებულებები, რაც ჩვენს ერს აერთიანებს და წინსვლის საშუალებას აძლევს”,_ ნათქვამია განცხადებაში.
/div>