მიმდინარე დღეებში საქართველოში ნალექიანი ამინდი იქნება და ტემპერატურა კვლავ დაიკლებს – ამის შესახებ გარემოს ეროვნული სააგენტოს ამინდის გრძელვადიანი პროგნოზების განყოფილების უფროსმა, ხათუნა ქოქოსაძემ განგვიცხადა:
“დღეს და ხვალ ნალექი გაგრძელდება. თბილისში დღის მეორე ნახევრიდან გათოვდება. 15-ში ნალექი შეწყდება, თუმცა ტემპერატურა დაბალი იქნება. ღამის საათებში თბილისში 15 დეკემბერს ტემპერატურა -5, -6 გრადუსის ფარგლებშია მოსალოდნელი.
15 დეკემბერს დღის საათებში, დასავლეთ საქართველოში +7, +12 გრადუსი, აღმოსავლეთში -2,+3 გრადუსია მოსალოდნელი. თბილისში კი +3 გრადუსი.
თბილისში 15-16 დეკემბერს ღამის ტემპერატურა უარყოფითი იქნება. 17-სა და 18-ში 0,+2 გრადუსის ფარგლებში, 19 დეკემბერს ისევ დაიკლებს. 16, 17, 18 დეკემბერს დღის ტემპერატურა +5 გრადუსის ფარგლებშია მოსალოდნელი. 19-ში კიდევ დაიკლებს და +3 გრადუსამდე იქნება.
მიმდინარე დღეებში ყველაზე დაბალი ტემპერატურა 15 დეკემბრის ღამეს დაფიქსირდება. დასავლეთ საქართველოს დაბლობ რაიონებში -4, +1 გრადუსის ფარგლებში იქნება. 16-ში ტემპერატურა ცოტა მოიმატებს და -1, +4 გრადუსის ფარგლებში იქნება. 17-დან 20-ის ჩათვლით ღამის საათებში 0, +5 გრადუსის ფარგლებშია ნავარაუდევო. დღის ტემპერატურა, დაახლოებით, +6, +11 გრადუსის ფარგლებშია მოსალოდნელი.
აღმოსავლეთ საქართველოში, ღამის საათებში, 15-16 დეკემბერს -7, -2, ზოგან -12, -13 გრადუსამდეა მოსალოდნელი. -12, -13 გრადუსი, ძირითადად, შიდა ქართლში, გორში, ხაშურში, მუხრანის ტერიტორიაზე. 17 დეკემბრიდან ტემპერატურა ცოტა მოიმატებს. დაახლოებით, -5, 0 გრადუსის ფარგლებში იქნება. 19-20-ში ისევ დაიკლებს და ღამის საათებში ტემპერატურა -7, -2 გრადუსის ფარგლებშია ნავარაუდევი.” – გვითხრა ხათუნა ქოქოსაძემ.